YouVersion Logo
Search Icon

1ნეშტ. 9

9
იერუსალიმისა და გაბაონის მკვიდრნი
1მთელი ისრაელი აღნუსხეს და ისრაელის მეფეთა წიგნში ჩაწერეს, იუდაელები კი ბაბილონს გაასახლეს, მათი უკეთურების გამო.
2პირველი მკვიდრნი, თავიანთ სამფლობელოებსა და ქალაქებში რომ ცხოვრობდნენ, იყვნენ: ისრაელიანები, მღვდლები, ლევიანები, ნეთინიმელნი და ტაძარში მომსახურენი.
3იერუსალიმში იუდას, ბენიამინის, ეფრემისა და მენაშეს ძეთაგან ცხოვრობდნენ:
4ყუთაი, ძე ყამიჰუდისა, ძე ყომრისა, ძე იმრისა, ძე ბანისა, ფერეცის, იუდას ძის, ძეთაგან;
5შილონისგან იყვნენ: მისი პირმშო ყასაია და მისი ძენი:
6ზერახის ძეთაგან: იეყუელი და მისი ძმები – ექვსას ოთხმოცდაათი;
7ბენიამინის ძეთაგან: სალუ, ძე მეშულამისა, ძე ჰოდავიასი, ძე ჰასენუასი;
8იბნეია იეროხამის ძე, ელა, ძე ყუზისა, მიქრის ძისა, მეშულამი, ძე შეფატიასი, ძე რეღუელისა, ძე იბნიასი.
9მათი ძმები თავ-თავიანთ გვარ-ტომთა მიხედვით ცხრაას ორმოცდათექვსმეტნი იყვნენ. ყველა ეს ვაჟკაცი მამისსახლის თავკაცი იყო.
10მღვდელთაგან იყვნენ: იედაყია, იეჰოიარიბი, იაქინი,
11ყაზარია, ძე ხილკიასი, ძე მეშულამისა, ძე ცადოკისა, ძე მერაიოთისა, ძე ახიტუბისა – ღვთის სახლის წინამძღვარი;
12ყადაია, ძე იეროხამისა, ძე ფაშხურისა, ძე მალქიასი, და მაყასაი ძე ყადიელისა, ძე იახზერასი, ძე მეშულამისა, ძე მეშილემითისა, ძე იმერისა.
13მათი ძმები, მამისსახლთა თავკაცები: ათას შვიდას სამოცნი, – ღვთის სახლის მსახურის საქმეში ნაცადი ხალხი.
14ლევიანთაგან: შემაყია, ძე ხაშუბისა, ძე ყაზრიკამისა, ძე ხაშაბიასი – მერარის ძეთაგან,
15ბაკბაკარი, ხერეში, გალალი, მათანია, ძე მიქასი, ძე ზიქრისა, ძე ასაფისა.
16ყობადია, შემაყიას ძე, ძე გალალისა, ძე იედუთუნისა, ბერექია ძე ასასი, ძე ელკანასი – ნეტოფათელთა დაბა-სოფლებში მცხოვრებნი.
17კარიბჭის მცველნი: შალუმი, ყაკუბი, ტალმონი, ახიმანი და ძმანი მისნი. შალუმი თავკაცი იყო.
18და დღემდე ის დგას სამეფო კარიბჭეში, აღმოსავლეთით. ესენი არიან კარისმცველნი ლევიანთა ბანაკიდან.
19შალუმი, ძე კორესი, ძისა აბიასაფისა, ძისა კორახისა, და მისი ძმები. მისი მამის სახლიდან, კორახელნი, სამსახურს ეწეოდნენ და კარვის ზღურბლებს იცავდნენ; ხოლო მათი მამები უფლის ბანაკთან მისასვლელს დარაჯობდნენ;
20ფინხას ელეაზარის ძე უწინ მათი წინამძღოლი იყო და უფალიც მასთან იყო.
21ზაქარია მეშელემიას ძე სადღესასწაულო კარვის კარის მცველი იყო.
22ზღურბლების მცველებად ამორჩეულნი მთლიანად ორასთორმეტნი იყვნენ, ისინი საგვარტომო ნუსხაში თავ-თავიანთ დაბა-სოფლების მიხედვით არიან ჩაწერილნი. ისინი დავითმა და სამუელ მხილველმა დააყენეს ერთგულების გამო.
23ისინი თავიანთ ძეებთან ერთად დარაჯობდნენ უფლის სახლის – კარვის სახლის – კარიბჭეებს.
24კარისმცველები ოთხივ მხრივ იდგნენ: აღმოსავლეთით, დასავლეთით, ჩრდილოეთით და სამხრეთით.
25მათი ძმები თავიანთ დაბა-სოფლებში იყვნენ, რათა დრო და დრო შვიდი დღით მისულიყვნენ მათთან.
26რადგან კარიბჭეების მცველთა ის ოთხი მეთაური, რომლებიც ლევიანები იყვნენ, მუდამ ოთახებთან და ღვთის სახლის საგანძურებთან იდგნენ.
27ისინი ღვთის სახლის ირგვლივ ათევდნენ ღამეს, რადგან მათ ებარათ დაცვა და ყოველ დილით კარიბჭის გაღება.
28ერთ მათგანს სამსახურებელი ჭურჭელი ებარა, ვინაიდან თვლით შეჰქონდათ და თვლით გაჰქონდათ.
29მათგან სხვებს ჩაბარდათ ჭურჭლეული, ყველა წმინდა ჭურჭელი, გამტკიცული ფქვილი, ღვინო, ზეთი, გუნდრუკი და სურნელებანი.
30სამღვდელონი კი ზეთს ამზადებდნენ ნელსაცხებლისაგან.
31მათითიას, ლევიანთაგან ერთ-ერთს, შალუმ კორახელის პირმშოს, ტაფებზე მომზადება მიენდო.
32ზოგიერთ მათ ძმათაგანს, კეჰათიანთაგან, საწირი პური ჩააბარეს, რათა შაბათობით მოემზადებინათ.
33ხოლო მგალობელნი, ლევიანთა მამისსახლთა თავკაცნი, ტაძრის ოთახებში საქმიანობისგან გათავისუფლებულნი იყვნენ. რადგან ისინი დღე და ღამ თავიანთი საქმით იყვნენ დაკავებულნი.
34ესენი არიან ლევიანების მამისსახლთა თავკაცები, თავ-თავიანთ გვარ-ტომთა თავკაცები. ისინი იერუსალიმში ცხოვრობდნენ.
35გაბაონში ცხოვრობდნენ: გაბაონის მამა იეყიელი. მის ცოლს სახელად მაყაქა ერქვა.
36მისი ძე პირმშო ყაბდონი, მერე – ცური, კიში, ბაყალი, ნერი, ნადაბი,
37გედორი, ახიო, ზაქარია და მიკლოთი.
38მიკლოთმა შვა შიმამი. ისინი თავიანთი ძმების მეზობლად, თავიანთ ძმებთან ერთად ცხოვრობდნენ იერუსალიმში.
39ნერმა შვა კიში, კიშმა შვა საული. საულმა შვა იონათანი, მალქიშუაყი, აბინადაბი და ეშბაყალი.
40იონათანის ძე იყო მერიბ-ბაყალი. მერიბ-ბაყალმა შვა მიქა.
41მიქას ძენი: ფითონი, მელექი და თახრეაყი.
42ახაზმა შვა იაყრა, იაყრამ შვა ყალამეთი, ყაზმავეთი და ზიმრი. ზიმრიმ შვა მოცა,
43მოცამ შვა ბინყა, მისი ძე რეფაია, მისი ძე ელყასა, მისი ძე აცელი.
44აცელს ექვსი ძე ჰყავდა. აჰა, მათი სახელები: ყაზრიკამი, ბოქრუ, იშმაყელი, შეყარია, ყობადია, ხანანი – ესენი არიან აცელის ძენი.

Currently Selected:

1ნეშტ. 9: GEO02

Highlight

Copy

Compare

Share

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in