1ნეშტ. 8
8
ბენიამინელი საულის მოდგმა
1ბენიამინმა შვა თავისი პირმშო ბელაყი, მეორე – აშბელი, მესამე – ახრახი,
2მეოთხე – ნოხა, მეხუთე – რაფა.
3ბალაყს ჰყავდა ძეები: ადარი, გერა, აბიჰუდი,
4აბიშუაყი, ნაყამანი, ახოახი,
5გერა, შეფუფანი, ხურამი,
6ესენი არიან ახუდის ძენი – მამისსახლთა თავკაცები, რომელნიც გებაყში ცხოვრობდნენ და მანახათში გადაასახლეს.
7ნაყამანი, ახია და გერა, რომელმაც გადაასახლა ისინი; მას შეეძინა ყუზა და ახიხუდი.
8შახარაიმს მოაბის ველზე შეეძინა შვილები მას შემდეგ, რაც ხუშიმი და ბაყარა, თავისი ცოლები, გაუშვა.
9ხოდეშისგან, თავისი ცოლისგან, მას შეეძინა: იობაბი, ციბია, მეშა, მალქამი,
10იეყუცი, საქია და მირმა. ესენი არიან მამისსახლთა თავკაცები.
11და ხუშიმისაგან შვა აბიტუმი და ელფაყალი.
12ელფაყალის ძენი: ყებერი, მიშყამი, შემერი. მან ააშენა ონო და ლოდი თავისი დაბა-სოფლებით.
13ბერიყა და შემაყი მამისსახლთა თავკაცები იყვნენ და აიალონში ცხოვრობდნენ, მათ განდევნეს გათელები.
14ახიო, შაშაკი, ირემოთი,
15ზებადია, ყარადი, ყადერი,
16მიქაელი, იშფა, იოხა – ბერიყას ძენი.
17ზებადია, მეშულამი, ხიზკი, ხაბერი,
18იშმერაი, იზლია, იობაბი – ელფაყალის ძენი
19იაკიმი, ზიქრი, ზაბდი,
20ელიყენაი, ცილთაი, ელიელი,
21ყადაია, ბერაია, შიმრათი – შიმყის ძენი.
22იშფანი ყებერი, ელიელი,
23ყაბდონი, ზიქრი, ხანანი,
24ხანანია, ყელამი, ყანთოთია,
25იფდეია, ფენუელი – შაშაკის ძენი.
26შამშერაი, შეხარია, ყათალია,
27იაყარეშია, ელია, ზიქრი – იეროხამის ძენი.
28ესენი არიან მამისსახლთა თავკაცები, თავკაცები თავიანთ გვარტომთა. ესენი იერუსალიმში ცხოვრობდნენ.
29გაბაონში ცხოვრობდა: გაბაონის მამა, რომლის ცოლსაც მაყაქა ერქვა,
30მისი პირმშო და ძე იყო ყაბდონი, მას მოსდევდნენ ცური, კიში, ბაყალი, ნადაბი,
31გედორი, ახიო, ზექერი.
32მიკლოთმა შვა შიმეა. ისინი იერუსალიმში თავიანთი ძმების მოპირისპირე მხარეს ცხოვრობდნენ, ძმებთან ერთად.
საულისა და იონათანის შთამომავალნი
33ნერმა შვა კიში, კიშმა შვა საული, საულმა შვა იონათანი, მალქიშუაყი, აბინადაბი და ეშბაყალი.
34იონათანის ძე მერიბ-ბაყალი იყო. მერიბ-ბაყალმა შვა მიქა.
35მიქას ძენი: ფითონი, მელექი, თარეაყი, ახაზი.
36ახაზმა შვა იეჰოყადა, იეჰოყადამ შვა ყალამეთი, ყაზმავეთი და ზიმრი. ზიმრიმ შვა მოცა,
37მოცამ შვა ბინყა. მისი ძე იყო რაფა, მისი ძე იყო ელყასა, მისი ძე იყო აცელი.
38აცელს ექვსი ვაჟი ჰყავდა. აჰა, მათი სახელები: ყაზრიკამი, ბოქრუ, იშმაყელი, შეყარია, ყობადია და ხანანი – ყველა ესენი აცელის ძენი-არიან.
39მისი ძმის, ყეშეკის ძენი: მისი პირმშო ულამი, მეორე – იეყუში, მესამე – ელიფელეტი.
40ულამის ძენი მაგარი ვაჟკაცები იყვნენ, მშვილდოსნები და ასორმოცდაათი შვილისა და შვილიშვილის პატრონები. ყველა ესენი ბენიამინის ძეთაგან იყვნენ.
Currently Selected:
1ნეშტ. 8: GEO02
Highlight
Share
Compare
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002