1ნეშტ. 10
10
საულის დაღუპვა
1და შეებრძოლენ ფილისტიმელები ისრაელს და გაექცნენ ისრაელის ძენი ფილისტიმელებს. და გილბოაყის მთაზე ეცემოდნენ დახოცილნი,
2და მიეწივნენ ფილისტიმელები საულს და მის ვაჟებს და დახოცეს ფილისტიმელებმა იონათანი, აბინადაბი, და მალქიშუაყი – საულის შვილები.
3და გაუძნელდა ბრძოლა საულს. ნიშანში ამოიღეს იგი მშვილდოსნებმა და მძიმედ დაჭრეს.
4და უთხრა საულმა თავის საჭურველთმტვირველს: „იშიშვლე მახვილი და გამიყარე, რომ იმ წინადაუცვეთელებმა არ შეურაცხმყონ“. და ვერ გაბედა საჭურველთმტვირთველმა, რადგან ძალიან ეშინოდა. მაშინ საულმა აიღო მახვილი და ზედ დაეგო.
5როცა დაინახა საჭურველთმტვირთველმა რომ მოკვდა საული, ისიც ზედ დაეგო მახვილს და მოკვდა.
6და ერთად დაიხოცნენ საული, მისი სამი ვაჟიშვილი და მთელი მისი სახლი.
7როცა ველზე მყოფმა ისრაელის ძეთ დაინახეს, რომ უკუიქცნენ ისრაელის ძენი და, რომ დაიხოცნენ საული და მისი ვაჟიშვილები, დააგდეს ქალაქები და გადაიხვეწნენ. და მოვიდნენ ფილისტიმელები და ჩასახლდნენ იქ.
8მეორე დღეს მოვიდნენ ფილისტიმელები დახოცილთა გასაძარცვავად და, როცა ნახეს გილბოაყის მთაზე დაცემული საული და მისი ვაჟიშვილები,
9გაძარცვეს იგი, აიღეს მისი თავი და საჭურველი და მოატარეს ფილისტიმელთა ქვეყნის ირგვლივ, რათა ეხარებინათ თავიანთი საკერპოებისათვის და ხალხისათვის.
10მისი საჭურველი თავიანთი ღმერთის ტაძარში დადეს, ხოლო მისი თავის ქალა დაგონის სახლში მიაჭედეს.
11როცა გაიგეს გილყადის იაბეშელებმა, როგორ მოექცნენ ფილისტიმელნი საულს,
12ადგა ყველა, ვინც ვაჟკაცი იყო, და წამოიღეს საულისა და მისი ვაჟიშვილების გვამები და მიიტანეს იაბეშში, და დამარხეს მათი ძვლები იაბეშში მუხის ქვეშ. მერე შვიდი დღის მანძილზე მარხულობდნენ.
საულის დანაშაული, რის გამოც დაკარგა მეფობა
13ასე მოკვდა საული თავისი ორგულების გამო, რომლითაც ღალატობდა იგი უფალს და უფლის სიტყვას არ იცავდა და გამოსაკითხად მესულთანეს მიმართავდა.
14უფალს არ ეკითხებოდა. ამიტომ მოკლა იგი უფალმა და მისი სამეფო დავითს, იესეს ძეს, მისცა.
Currently Selected:
1ნეშტ. 10: GEO02
Highlight
Copy
Compare
Share
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002