1ნეშტ. 7
7
ისრაელის დანარჩენ ტომთა მოდგმა
1ისაქარის ძენი: თოლაყი, ფუა, იაშუბი, შიმრონი – ოთხნი.
2თოლაყის ძენი: ყუზი, რეფაია, იერიელი, იახმაი, იაბსამი, სამუელი – თოლაყის მამისსახლის თავკაცები, თავ-თავიანთი მოდგმის მაგარი ვაჟკაცები. დავითის დროს მათი რიცხვი ოცდაორიათას ექვსასი იყო.
3ყუზის ძე იზრახია. იზრახიას ძენი: მიქაელი, ყობადია, იოელი, იშია – სულ ხუთი თავკაცი.
4თავ-თავიანთი მოდგმიდან და მამიისსახლიდან ოცდათექვსმეტიათასიანი საბრძოლო რაზმი გამოჰყავდათ ომში, რადგან ბევრი ცოლ-შვილი ჰყავდათ.
5მათი ძმები, ისაქარის ყველა საგვარეულოს მაგარი ვაჟკაცები, ოთხმოცდაშვიდი ათასნი იყვნენ. ყველანი საგვარტომო ნუსხაში იყვნენ ჩაწერილნი.
ბენიამინი
6ბენიამინიანები: ბელაყი, ბექერი და იედიყაელი – სამნი.
7ბელაყის ძენი: ეცბონი, ყუზი, ყუზიელი, იერიმოთი, ყირი – ხუთნი, მამისსახლის თავკაცები. საგვარტომო ნუსხაში ოცდაორი ათას ოცდათოთხმეტნი არიან ჩაწერილნი.
8ბექერის ძენი: ზემირა, იოყაში, ელიეზერი, ელიოყენაი, ყომრი, ირემოთი, აბია, ყანათოთი და ყალამეთი. ყველა ისინი ბექერის ძენი არიან.
9საგვარტომო ნუსხაში ისინი თავ-თავიანთ მამისსახლთა თავკაცების მიხედვით არიან ჩაწერილნი – სულ ოციათას ორასი ძლიერი მებრძოლი.
10იედიყაელის ძენი: ბილჰანი. ბილჰანის ძენი: იეყუში, ბენიამინი, ეჰუდი, ქენაყანა, ზეთანი, თარშიში და ახიშახარი.
11ყველა ესენი იედიყაელის ძენი არიან, მამისსახლთა თავკაცები. მათგან ჩვიდმეტიათას ორასი მებრძოლი გამოდიოდა საბრძოლველად.
12შუფიმი და ხუფიმი ყირის ძენი იყვნენ, ხოლო ხუშიმი ახერის ძე იყო.
13ნაფთალის ძენი: იახაციელი, გუნი, იეცერი და შალუმი ბილჰას შვილები იყვნენ.
მენაშე
14მენაშეს ძენი: ასრიელი, რომელიც მისმა არამელმა ხარჭამ გააჩინა; მასვე ეყოლა მაქირი, გილყადის მამა.
15მაქირმა ცოლები მოუყვანა ხუფიმს და შუფიმს. მათ დას მაყაქა ერქვა, ვაჟს – ცელაფხადი. ცელაფხადს ასულები ჰყავდა.
16მაყაქამ, მაქირის ცოლმა, ვაჟი გააჩინა და ფერეში დაარქვა. მის ძმას შარეში ერქვა. მისი ვაჟები იყვნენ: ულამი და რაკემი.
17ულამის ძე – ბედანი. აჰა, ძენი გილყადისა, მაქირის ძისა, მენაშეს ძისა.
18მისმა დამ, ჰამოლექეთმა შვა იშჰოდი, აბიყეზერი და მახლა.
19შემიდაყის ძენი იყვნენ: ახიანი, შექემი, ლიკხი და ანიყამი.
ეფრემი
20ეფრემის ძენი: შუთალახი, მისი ძე ბერედი, მისი ძე თახათი, მისი ძე ელყადა, მისი ძე თახათი,
21მისი ძე ზაბადი, მისი ძე შუთელახი, ყეზერი და ელყადი. ისინი გათის ხალხმა ამოხოცა ამ ქვეყნის მკვიდრებმა, რადგან ისინი საქონლის წასართმევად დაესხნენ თავს.
22დიდხანს გლოვობდა ეფრემი, მათი მამა. მის სანუგეშოდ მისი ძმები მოვიდნენ.
23და მიუდგა იგი თავის ცოლს, დაორსულდა და ბიჭი გაუჩნდა, სახელად ბერიყა დაარქვეს, რადგან მის სახლში უბედურება დატრიალდა.
24შეერა მისი ასული იყო, და მან ააშენა ზემო და ქვემო ბეთ-ხორონი და უზენ-შეერა.
25მისი ძე იყო რეფახი, მისი ძე რეშეფი და თელახი, და მისი ძე თახანი,
26მისი ძე ლაყდანი, მისი ძე ყამიჰუდი, მისი ძე ელიშამაყი,
27მისი ძე ნონი, მისი ძე იესო.
28მათი სამფლობელო და საცხოვრებელი იყო: ბეთ-ელი და მისი დაბა-სოფლები. აღმოსავლეთით ნაყარანი და დასავლეთით გეზერი თავისი დაბა-სოფლებით, შექემი თავისი დაბა-სოფლებით ღაზამდე და მის დაბა-სოფლებამდე.
29მენაშეს ძეთა ხელში იყო: ბეთ-შეანი თავისი დაბა-სოფლებით, თაყნაქი თავისი დაბა-სოფლებით, მეგიდო თავისი დაბა-სოფლებით, დორი თავისი დაბა-სოფლებით. ამ ქალაქებში ცხოვრობდნენ იოსების, ისრაელის ძის, ძენი.
30აშერიანები: იმნა, იშვა, იშვი, ბერიყა და მათი და სერახი.
31ბერიყას ძენი: ხებერი და მალქიელი, ბირზაითის მამა.
32ხებერმა შვა იაფლეტი, შომერი, ხოთამი და მათი და შუაყა.
33იაფლეტის ძენი: ფასაქი, ბიმჰალი და ყაშვათი. ესენი არიან იაფლეტის ძენი.
34შამერის ძენი: ახი, როჰგა, იეხუბა და არამი.
35მისი ძმის, ჰელემის ძენი: ცოფახი, იმნაყი, შელეში და ყამალი.
36ცოფახის ძენი: სუახი, ხარნეფერი, შუყალი, ბერი და იმრა,
37ბეცერი და ჰოდი, შამა და შილშა, ითრანი და ბეერა.
38იეთერის ძენი: იეფუნე, ფისფა და არა.
39ყულას ძენი: არახი, ხანიელი და რიცია.
40ყველა ესენი აშერის ძენი არიან, მამისსახლთა თავკაცები, რჩეული და ძლიერი მებრძოლები, მთავართა თავკაცები. მათ საგვარტომო ნუსხაში რიცხვით ოცდაექვსი ათასი ომში მებრძოლი კაცია ჩაწერილი.
Currently Selected:
1ნეშტ. 7: GEO02
Highlight
Share
Compare
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002