1ნეშტ. 4
4
იუდას და სიმონის შთამომავალნი
1იუდას ძენი: ფერეცი, ხეცრონი, ქარმი, ხური და შობალი.
2შობალის ძემ რეაიამ შვა იახათი, იახათმა შვა ახუმაი და ლაჰადი. აჰა, ცორყათელთა საგვარეულონი.
3აჰა, ყეტამის მამის ძენი: იზრეყელი, იშმა, იდბაში. მათ დას ჰაცელელფონი ერქვა.
4ფენუელი, გედორის მამა და ყეზერი, ხუშას მამა, ესენი არიან ხურის ძენი, ეფრათას პირმშოსი, ბეთლეხემის მამისა.
5აშხურს, თეკოაყის მამას, ორი ცოლი ჰყავდა: ხელა და ნაყარა.
6ნაყარასგან შეეძინა: ახუზამი, ხეფერი, თემნი და ჰაახაშთარი. ესენი იყვნენ ნაყარას ძენი.
7ხელას ძენი: ცერეთი, იეცხარი და ეთნანი.
8კოცმა შვა ყანუბი, ჰაცობება და ახარხელ ჰარუმის ძის საგვარეულონი.
9იაყბეცი თავის ძმებზე უფრო პატივდებული იყო. იაყბეცი დედამისმა დაარქვა, თქვა: რადგან ტკივილით გავაჩინეო.
10მოუხმო იაყბეცმა ისრაელის ღმერთს და უთხრა: „ნეტა კურთხევით მაკურთხებდე და საზღვრებს გამიდიდებდე, შენი ხელი ჩემთან იქნებოდეს და ბოროტებისაგან დამიცავდე, რომ არ გავიტანჯო.“ და მისცა ღმერთმა, რასაც ითხოვდა.
11შუხას ძმამ ქელუბმა შვა მეხირი, ეშთონის მამა.
12ეშთონმა შვა ბეთ-რაფა, ფასეახი და ყირ-ნახაშის მამა თეხინა. აჰა, რექას მცხოვრებნი.
13კენაზის ძენი: ყათნიელი და სერაია. ყათნიელის ძე იყო ხათათი.
14მეყონოთაიმ შვა ყოფრა. სერაიამ შვა იოაბი, მამა ხუროთა ველისა, რადგან ხურონი იყვნენ.
15ქალების, იეფუნეს ძის, ძენი: ყირუ, ელა და ნაყამი, ელას ძე იყო კენაზი.
16იეჰალელის ძენი: ზიფი და ზიფა, თირია და ასარელი.
17ყეზრას ძენი: იეთერი, მერედი, ყეფერი და იალონი. იეთერმა შვა მირიამი, შამაი და იშბახი, ეშთემოაყის მამა.
18მის იუდაელ ცოლს შეეძინა იერედი – მამა გედორისა, და ხებერი – მამა სოხოსი, და იეკუთიელი – მამა ზანოახისა.
19ჰოდიას ცოლის, ნახამის დის ვაჟები: კეყილას მამა გარმელი და ეშთემოაყ მაყაქათელი.
20შიმონის ძენი: ყამნონი, რინა, ბენ-ხანანი და თილონი. იშყის ძენი: ზოხეთი და ბენ-ზოხეთი.
21იუდას ძის შელას ვაჟები: ყერი – ლექას მამა, ლაყდა – მარეშას მამა და სელის საქმის საგვარეულოები აშბეაყის სახლიდან.
22იოკიმი და ქოზებას კაცები, იოაში და სარაფი მოაბსა და იაშუბი-ლახემს ფლობდნენ. ეს ძველი ამბებია.
23ისინი მეთუნეები იყვნენ და. ნეტაყიმსა და გედერაში სახლობდნენ, მეფესთან ცხოვრობდნენ და მისთვის შრომობდნენ.
24სიმონის ძენი: ნემუელი, იამინი, იარიბი, ზერახი და შაული;
25მისი ძე შალუმი, მისი ძე მიშმაყი.
26მიშმაყის ძენი: მისი ძე ხამუელი, მისი ძე ზაქური, მისი ძე შიმყი.
27შიმყის თექვსმეტი ვაჟი და ექვსი ქალი ჰყავდა. მის ძმებს ბევრი ვაჟები არ ჰყოლიათ და არც მათი საგვარეულო იყო იუდას ძეთა საგვარეულოსავით მრავალრიცხოვანი.
28ისინი ცხოვრობდნენ ბეერ-შებაყში, მოლედასა და ხაცარ-შუყალში,
29ბილჰაში, ყეცემში, თოლადში,
30ბეთუელში, ხორმაში, ციკლაგში,
31ბეთ-მარქაბოთში, ხაცარ-სუსიმში, ბეთ-ბირსა და შაყარაიმში. აჰა, მათი ქალაქები დავითის გამეფებამდე.
32მათი დასახლებები: ყეტამი, ყაინი, რიმონი, თოქენი, ყაშანი – ხუთი ქალაქი.
33ასევე ყველა ის სოფლები, რომელნიც ამ ქალაქებს ეკვროდნენ ვიდრე ბაყალამდე. აჰა, მათი საცხოვრებელი და მათი საგვარტომო ნუსხა.
34მეშობაბი, იამლექი, იოშა ამაციას ძე,
35იოელი და იეჰუ, ძე იოშიბიასი, სერაიას ძისა, ყასიელის ძისა.
36ელიოყენაი, იაყაკობა, იშოხაია, ყასაია, ყადიელი, იშიმიელი, ბენაია.
37ზიზა, ძე შიფყისა, ძისა ალონისა, ძისა იედაიასი, ძისა შიმრისა.
38ესენი, სახელებით რომ არიან ჩამოთვლილნი, თავ-თავიანთი საგვარეულოების მთავრები იყვნენ. მათი მამის სახლი ძალიან გაიზარდა.
39მათ გედორისაკენ გასწიეს, ველის აღმოსავლეთით, თავიანთი ცხვრისთვის საძოვრების საძებნელად
40და პოხიერსა და კარგ საძოვარს მიაგნეს. ვრცელი ქვეყანა იყო, თან მშვიდი და მყუდრო, რადგან უწინ აქ ქამის შთამომავლები ცხოვრობდნენ.
41ისინი, სახელებით რომ იყვნენ ჩამოწერილნი, იუდას მეფის იეხიზკიაჰუს დღეებში მოვიდნენ, და გაანადგურეს მათი კარვები და მაყონელნი, იქ რომ იყვნენ. იმ დღეს ერთიანად ამოწყვიტეს ისინი და მათ ნაცვლად დასახლდნენ, რადგან იქ იყო მათი ცხვრის საძოვრები.
42მათგან – სიმონის ძეთაგან – ხუთასი კაცი სეყირის მთისკენ გაეშურა იშყის ძეთა: ფელატიას, ნეყარიას, რეფაიას და ყუზიელის მეთაურობით.
43და გაანადგურეს ყამალეკის დარჩენილი ნატამალი და დღემდე იქ ცხოვრობენ.
Currently Selected:
1ნეშტ. 4: GEO02
Highlight
Share
Compare
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002