YouVersion Logo
Search Icon

1ნეშტ. 5

5
რეუბენის, გადის, მენაშეს და ლევის მოდგმა
1ძენი რეუბენის, ისრაელის პირმშოსი; იგი პირმშო იყო, მაგრამ, როცა მამის სარეცელი წაბილწა, მისი პირმშოობა გადაეცა, ისრაელის ძის იოსების ძეთ არა იმისათვის, რომ პირმშოდ ჩაწერილიყვნენ;
2იუდა ძლიერი იყო თავის ძმებში და წინამძღვარიც მისგან იყო, პირმშოობა კი იოსებმა მიიღო.
3რეუბენის, ისრაელის პირმშოს, ძენი: ხანოქი, ფალუ, ხეცრონი და ქარმი.
4იოელის ძენი: მისი ძე შემაყია, მისი ძე გოგი, მისი ძე შიმყი,
5მისი ძე მიქა, მისი ძე რეაია, მისი ძე ბაყალი,
6მისი ძე ბეერა, რომელიც ტყვედ წაიყვანა აშურის მეფემ, თიგლათ-ფილესერმა, ის იყო რეუბენის ძეთა წინამძღოლი.
7მისი ძმები, მათი საგვარეულოებისა და საგვარტომო ნუსხის მიხედვით იყვნენ: უფროსი იეყიელი, ზაქარია,
8ბელაყი, ძე ყაზაზისა, ძე შემაყისა, ძე იოელისა. იგი ყაროყერში ცხოვრობდა, ნებომდე და ბაყალ-მეყონამდე.
9აღმოსავლეთით ცხოვრობდა მდინარე ევფრატიდან მოყოლებული უდაბნოს პირამდე, რადგან დიდძალი საქონელი ჰყავდათ გილყადის ქვეყანაში.
10საულის დროს აგარელებს ეომებოდნენ და მათ ხელში ჩაცვივდნენ, და დასახლდნენ ისინი მათ კარვებში, გილყადის მთელ აღმოსავლეთ მხარეში.
11გადის ძენი მათ მეზობლად ცხოვრობდნენ ბაშანის ქვეყანაში სალქამდე,
12უფროსი – იოელი, მომდევნონი: შაფამი, იაყნაი და შაფატი ბაშანში ცხოვრობდნენ.
13მათი ძმები, თავ-თავიანთი მამის სახლიდან: მიქაელი, მეშულამი, შებაყი, იორაი, იაყქანი, ზიაყი, ყებერი და შიბყა.
14აჰა, ძენი აბიხაილისა, ხურის ძისა, იაროახის ძისა, გილყადის ძისა, მიქაელის ძისა, იეშიშაის ძისა, იახდოს ძისა, ბუზის ძისა.
15ახი, ძე ყაბდიელისა, ძე გუნისა, მათი მამისსახლის თავკაცი.
16ისინი ცხოვრობდნენ გილყადში, ბაშანსა და მის კუთვნილ ქალაქებში, ასევე შარონის მთელ სანახებში, ვიდრე გამოვიდოდნენ.
17ყველანი აღირიცხნენ იუდას მეფის, იოთამის, დროს და იერობყამის ისრაელის მეფის, დროს.
18რეუბენის ძეებში, გადის ძეებში და მენაშეს ნახევარ ტომში იყვნენ გულადი ვაჟკაცები, რომელნიც ფარსა და მახვილს ატარებდნენ, მშვილდოსნობდნენ და ბრძოლაში იყვნენ ნაწრთობნი. მათგან რიცხვით ორმოცდაოთხი ათას შვიდასსამოცი გამოდიოდა საომრად.
19აგარელებთან, იეტურთან, ნაფიშთან და ნოდაფთან ჰქონდათ ომი.
20და მიეხმარნენ მათ წინააღმდეგ ბრძოლაში და მათ ხელში ჩაცვივდნენ აგარელები, მთელი მათი საბადებლითურთ. ეს იმიტომ, რომ ომში ღმერთს მოუხმეს და მანაც უსმინა მათ, რაკი მისი იმედი ჰქონდათ.
21და წამოასხეს მათი საქონელი: ორმოცდაათი ათასი აქლემი, ორასორმოცდაათი ათასი წვრილფეხა, ორი ათასი ვირი და ასი ათასი ტყვე;
22მრავალი მოკლული დაეცა, რადგან ღვთისაგან იყო ეს ომი. და სახლობდნენ ისინი მათს ადგილებზე, სანამ ტყვეობაში მოხვდებოდნენ.
23და მენაშეს ნახევარი ტომიც დასახლდა იმ ქვეყანაში, ბაშანიდან მოყოლებული ვიდრე ბაყალ-ხერმონამდე, სენირამდე და ხერმონის მთამდე. მრავალრიცხოვანნი იყვნენ ისინი.
24ესენია მათი მამისსახლის თავკაცები: ყეფერი, იშყი, ელიელი, ყაზრიელი, იერემია, ჰოდავია, იახდიელი – მამაცი ვაჟკაცები, მამისსახლის სახელოვანი თავკაცები.
25როცა მათ ზურგი აქციეს მამათა ღმერთს და გზააბნეულნი გაჰყვნენ იმ ქვეყნის ხალხის ღმერთებს, მათგან რომ განდევნა ღმერთმა,
26მაშინ აღძრა ისრაელის ღმერთმა ფულის, აშურის მეფის, სული და აშურის მეფის თიგლათ-ფილესერის სული და გაასახლა რეუბენის ძენი, გადის ძენი და მენაშეს ნახევარი ტომი, და ჩაასახლა ისინი ხალახში, ხაბორში, ჰარაში. და მდინარე გოზანთან, დღემდე.
27 ლევის ძენი: გერშონი, კეჰათი და მერარი.
28 კეჰათის ძენი: ყამრამი, იცჰარი, ხებრონი და ყუზიელი.
29 ყამრამის ძენი: აარონი, მოსე, მირიამი. აარონის ძენი: ნადაბი, აბიჰუ, ელეაზარი და ითამარი,
30 ელეაზარმა შვა ფინხასი, ფინხასმა შვა აბიშუაყი,
31 აბიშუაყმა შვა ბუკი, ბუკმა შვა ყუზი,
32 ყუზმა შვა ზერახია, ზერახიამ შვა მერაიოთი,
33 მერაიოთმა შვა ამარია, ამარიამ შვა ახიტუბი.
34 ახიტუბმა შვა ცადოკი, ცადოკმა შვა ახიმაყაცი,
35 ახიმაყაცმა შვა ყაზარია, ყაზარიამ შვა იოხანანი.
36 იოხანანმა შვა ყაზარია – ეს იმ ტაძარში მღვდლობდა, რომელიც სოლომონმა ააშენა იერუსალიმში, –
37 ყაზარიამ შვა ამარია, ამარიამ შვა ახიტუბი,
38 ახიტუბმა შვა ცადოკი, ცადოკმა შვა შალუმი,
39 შალუმმა შვა ხილკია, ხილკიამ შვა ყაზარია,
40 ყაზარიამ შვა სერაია, სერაიამ შვა იეჰოცადაკი.
41 იეჰოცადაკი წავიდა [ტყვეობაში], როცა უფალმა იუდა და იერუსალიმი ნაბუქოდონოსორის ხელით გაასახლა.

Currently Selected:

1ნეშტ. 5: GEO02

Highlight

Share

Compare

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in