1ნეშტ. 3
3
დავითის შთამომავალნი
1ესენი იყვნენ დავითის ძენი, რომლებიც ხებრონში შეეძინენ მას: პირმშო ყამნონი, ახინოყამ იზრეყელელისგან, მეორე – დანიელი, აბიგაილ ქარმელელისაგან.
2მესამე – აბესალომი, გეშურის მეფე თალმაის ასულის, მაყაქას ვაჟი. მეოთხე – ადონია, ხაგითის ვაჟი.
3მეხუთე – შეფატია, აბიტალისაგან, მეექვსე – ითრაყამი, ყეგლასგან, თავისი ცოლისაგან.
4ექვსნი შეეძინენ მას ხებრონში. შვიდი წელი და ექვსი თვე იქ იმეფა, ოცდაცამეტი წელი კი იერუსალიმში.
5ესენი შეეძინენ იერუსალიმში: შიმყა, შობაბი, ნათანი, სოლომონი – ოთხნი, ბათ-შუაყისგან, ყამიელის ასულისაგან.
6იბხარი, ელიშამაყი, ელიფალეტი,
7ნოგა, ნეფეგი, იაფიაყი,
8ელიშამაყი, ელიადაყი, ელიფელეტი – ცხრანი.
9სულ ესენი არიან დავითის ძენი, ხარჭების ძეთა გარდა. თამარიც მათი და იყო.
იუდას მეფენი
10სოლომონის ძე რეხაბყამი, მისი ძე აბია, მისი ძე ასა, მისი ძე იოშაფატი,
11მისი ძე იორამი, მისი ძე ახაზიაჰუ, მისი ძე იოაში, მისი ძე ამაციაჰუ,
12მისი ძე ყაზარია, მისი ძე იოთამი,
13მისი ძე ახაზი, მისი ძე ხიზკიაჰუ, მისი ძე მენაშე,
14მისი ძე ამონი, მისი ძე იოშიაჰუ.
15იოშიაჰუს ძენი: პირმშო – იოხანანი, მეორე – იეჰოიაკიმი, მესამე – ციდკიაჰუ, მეოთხე – შალუმი.
16იეჰოიაკიმის ძენი: მისი ძე იექონია, მისი ძე ციდკიაჰუ.
17იექონიას ძენი: ასირი, მისი ძე შეალთიელი,
18მალქირამი, ფედაია, შენაცარი, იეკამია, ჰოშამაყი, ნედაბია.
19ფედაიას ძენი: ზერუბაბელი, შიმყი. ზერუბაბელის ძენი: მეშულამი, ხანანია, მათი და შელომითი,
20ხაშუბა, ოჰელი, ბერექია, ხასადია, და იუშაბ-ხესედი – ხუთნი.
21ხანანიას ძენი: ფელატია და ესაია, რეფაიას ძენი, არნანის ძენი, ყობადიას ძენი, შექანიას ძენი.
22და შექანიას ძე შემაყია. შემაყიას ძენი: ხატუში, იგეალი, ბარიახი, ნეყარია, შაფატი – ექვსნი.
23ნეყარიას ძენი: ელიოყენაი, ხიზკია, ყაზრიკამი – სამნი.
24ელიოყენაის ძენი: ჰოდავიაჰუ, ელიაშიბი, ფელაია, ყაკუბი, იოხანანი, დელაია, ყანანი – შვიდნი.
Currently Selected:
1ნეშტ. 3: GEO02
Highlight
Share
Compare
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002