YouVersion Logo
Search Icon

1ნეშტ. 2

2
იაკობისა და იუდას მოდგმა
1ესენი არიან ისრაელის ძენი: რეუბენი, სიმონი, ლევი, იუდა, ისაქარი, ზებულუნი,
2დანი, იოსები, ბენიამინი, ნაფთალი, გადი და აშერი.
3იუდას ძენი: ყერი, ონანი და შელა; ქანაანელი შუაყის ასულისაგან მას სამი შეეძინა. იუდას პირმშო ყერი, ბოროტი იყო უფლის თვალში, ამიტომ მოაკვდინა იგი უფალმა.
4თამარმა, მისმა რძალმა, შვა ფერეცი და ზერახი. იუდას სულ ხუთი ვაჟი ჰყავდა.
5ფერეცის ძენი: ხეცრონი და ხამული.
6ზერახის ძენი: ზიმრი, ეთანი, ჰემანი, ქალქოლი და დარაყი – ხუთნი.
7ქარმის ძენი: ყაქარი, ფიცი რომ გატეხა და ისრაელს უბედურება შეამთხვია.
8ეთანის ძენი: ყაზარია. –
9და ხეცრონის ძენი, მას რომ შეეძინენ: იერახმეელი, რამი და ქელუბაი.
10რამმა შვა ყამინადაბი. ყამინადაბმა შვა ნახშონი – იუდას ძეთა წინამძღოლი,
11ნახშონმა შვა სალმა. სალმამ შვა ბოყაზი,
12ბოყაზმა შვა ყობედი. ყობედმა შვა იესე,
13იესემ შვა თავისი პირმშო ელიაბი, მეორე – აბინადაბი, მესამე – შიმყა,
14მეოთხე – ნეთანეელი, მეხუთე – რადაი,
15მეექვსე – ოცემი, მეშვიდე – დავითი.
16მათი დები: ცერუია და აბიგაილი. ცერუიას ძენი: აბიშაი, იოაბი და ყასაელი – სამნი.
17აბიგაილმა შვა ყამასა. ყამასას მამა იეთერი იყო, ისმაელიანი.
18ქალებმა, ხეცრონის ძემ, ყაზუბას, თავის ცოლს, და იერიყოთს აშობინა; აჰა, მისი ძენი: იეშერი, შობაბი და არდონი.
19და მოკვდა ყაზუბა და ქალებმა ეფრათი შეირთო ცოლად, უშვა მას ხური.
20ხურმა შვა ური. ურიმ შვა ბეცალელი.
21მერე ხეცრონი გილყადის მამის ასულთან შევიდა და ცოლად შეირთო. მაშინ იგი სამოცი წლისა იყო. უშვა მას სეგუბი.
22სეგუბმა შვა იაირი. გილყადის ქვეყანაში მას ოცდასამი ქალაქი ჰქონდა.
23გეშურმა და არამმა წაართვეს მათ იაირის დაბები, კენათი თავის ქალაქებიანად – სულ სამოცი ქალაქი. ყველა ესენი გილყადის მამის, მაქირის ძენი არიან.
24მას შემდეგ რაც ხეცრონი ქალებ-ეფრათში მოკვდა, ხეცრონის ცოლმა აბიამმა უშვა მას აშხური, თეკოაყის მამა.
25ხეცრონის პირმშოს იერახმეელის ძენი იყვნენ: პირმშო რამი, ბუნა, ორენი, ოცემი და ახია.
26იერახმეელს სხვა ცოლიც ჰყავდა, სახელად ყატარა, ის იყო ონამის დედა.
27იერახმეელის პირმშოს რამის ძენი იყვნენ: მაყაცი, იამინი და ყეკერი.
28ონამის ძენი იყვნენ: შამაი და იდაყი. შამაის ძენი: ნადაბი და აბიშური.
29აბიშურის ცოლს ერქვა აბიხაილი. მან შვა ახბანი და მოლიდი.
30ნადაბის ძენი: სელედი და აფაიმი. სელედი უშვილოდ მოკვდა.
31აფაიმს ჰყავდა ძე – იშყი, იშყის ძე იყო შეშანი. შეშანის ძე იყო ახლაი.
32იადაყის, შამაის ძმის, ძენი: ახი, შამი, იეთერი და იონათანი. იეთერი უშვილოდ მოკვდა.
33იონათანის ძენი: ფელეთი, ზაზა. ესენი იერახმეელის ძენი იყვნენ.
34შეშანს ვაჟები არ ჰყოლია, მხოლოდ ასულები ჰყავდა. შეშანს ეგვიპტელი ყმა ჰყავდა, სახელად იარხაყი.
35შეშანმა თავისი ასული თავის ყმას იარხაყს მისცა ცოლად. და უშვა მას ყათაი.
36ყათაიმ შვა ნათანი, ნათანმა შვა ზაბადი,
37ზაბადმა შვა ეფლალი, ეფლალმა შვა ყობედი,
38ყობედმა შვა იეჰუ, იეჰუმ შვა ყაზარია,
39ყაზარიამ შვა ხალეცი, ხალეცმა შვა ელყასა,
40ელყასამ შვა სისმაი, სისმაიმ შვა შალუმი,
41შალუმმა შვა იეკამია, იეკამიამ შვა ელიშამაყი.
42იერახმეელის ძმის, ქალების ძენი: პირმშო – მეშაყი, ეს არის ზიფის მამა; და მარეშას, ხებრონის მამის, ძენი.
43ხებრონის ძენი: კორახი, თაფუახი, რეკემი, შემაყი.
44შემაყმა შვა რახამი, იორკეყამის მამა. რეკემმა შვა შამაი.
45შამაის ძე იყო მაყონი. მაყონი იყო მამა ბეთ-ცურისა.
46ქალების ხარჭას, ყეფას, შეეძინა: ხარანი, მოცა და გაზეზი. ხარანმა შვა გაზეზი.
47იაჰდაის ძენი: რეგემი, იოთამი, გეშანი, ფელეტი, ყეფა და შაყაფი.
48ქალების ხარჭას, მაყაქას, შეეძინა: შებერი, თირხანა.
49და შვა მადმანას მამა შაყაფი, მაქბენასა და გიბყას მამა – შევა. ქალების ასული იყო ყაქსა.
50ესენი იყვნენ ქალების ძენი: ხურას ძე შობალი, ეფრათას პირმშო, მამა კირიათ-იეყარიმისა,
51სალმა, მამა ბეთ-ლეხემისა, და ხარეფი, მამა ბეთ-გადერისა.
52შობალს, კირიათ-იეყარიმის მამას, ჰყავდა ვაჟები: ჰაროე, ხაცი, მენუხოთი.
53კირიათ-იეყარიმის საგვარეულონი: ითრელი, ფუთელი, შუმათელი და მიშრაყელი. მათგან გამოვიდნენ: ცორყათელი და ეშთაოლელი.
54სალმას ძენი: ბეთ-ლეხემი, ნეტოფათელი, ყატაროთ-ბეთ-იოაბი, მანახთიელთა ნახევარი, და ცორყელნი.
55იაყბეცში მცხოვრებ მწიგნობართა საგვარეულონი: თირყათელნი, შიმყათელნი, სუქათელნი, ესენი კინელნი არიან, ბეთ-რექაბის მამის ხამათის შთამომავლები.

Currently Selected:

1ნეშტ. 2: GEO02

Highlight

Share

Compare

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in