1ნეშტ. 14
14
დავით მეფის სიმდიდრე და ძლევამოსილება
1გაუგზავნა ხირამმა, ცორის მეფემ, დავითს მოციქულები და ფიჭვის ძელები, კედლის მშენებლები, ხუროები მისთვის სახლის ასაშენებლად.
2და მიხვდა დავითი, რომ მტკიცედ ჰყავდა დადგენილი იგი უფალს ისრაელის მეფედ, და რომ აღამაღლა მისი სამეფო თავისი ერის, ისრაელის, გამო.
3და კიდევ მოიყვანა დავითმა იერუსალიმში ცოლები და კიდევ შეეძინა დავითს ვაჟები და ასულები.
4აჰა, იმათი სახელები, რომელნიც იერუსალიმში შეეძინა: შამუაყი, შობაბი, ნათანი, სოლომონი,
5იბხარი, ელიშუაყი, ელიფალეტი.
6ნოგა, ნეფეგი, იაფიაყი,
7ელიშამაყი, ბეყელიადაყი, ელიფალეტი.
ფილისტიმელებზე გამარჯვება
8და შეიტყვეს ფილისტიმელებმა, რომ მთელი ისრაელის მეფედ აკურთხეს დავითი, და დაიძრნენ ფილისტიმელნი დავითის შესაპყრობად. და შეიტყო ეს დავითმა და გამოვიდა მათ წინააღმდეგ.
9და მოვიდნენ ფილისტიმელები და რეფაიმის ველზე განლაგდნენ.
10დავითი ღმერთს დაეკითხა: „გავილაშქრო ფილისტიმელებზე? ჩამიგდებ მათ ხელში?“ და უთხრა მას უფალმა: „გაილაშქრე, რადგან ხელში ჩაგიგდებ ფილისტიმელებს.“
11და ავიდნენ ბაყალ-ფერაციმში, და იქ სძლია დავითმა და თქვა: „წალეკა უფალმა ჩემი მტრები ჩემივე ხელით, როგორც წყალი წალეკავს.“ ამიტომ ეწოდა იმ ადგილს ბაყალ-ფერაციმი.
12და იქ მიატოვეს თავიანთი კერპები. დავითმა ბრძანა და ცეცხლში დაწვეს ისინი.
13და კვლავ გამოილაშქრეს ფილისტიმელებმა და ველზე განლაგდნენ.
14და კვლავ დაეკითხა დავითი ღმერთს. და უთხრა ღმერთმა: „უკან ნუ გაეკიდები, გარს მოუარე და ბალზამის ხეების მხრიდან მიადექი.
15და, როგორც კი ბალზამის ხის კენწეროებიდან შრიალის ხმა შემოგესმება, იმ წამსვე შეიმართე საომრად, რადგან მაშინ წაგიძღვება ღმერთი ფილისტიმელთა ბანაკის შესამუსრად.“
16ისე მოიქცა დავითი, როგორც ღმერთმა დაარიგა, და გაბაონიდან გეზერამდე მუსრი გაავლო ფილისტიმელთა ურდოს.
17დავითმა მთელ ქვეყანაზე გაითქვა სახელი და უფალმა მისი შიში მისცა ყველა ხალხს.
Currently Selected:
1ნეშტ. 14: GEO02
Highlight
Copy
Compare
Share
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002