YouVersion Logo
Search Icon

1ნეშტ. 13

13
კარგი დასაწყისი და ცუდი დასასრული
1და ეთათბირა დავითი ათასისთავებს, ასისთავებს და წინამძღოლებს.
2და უთხრა დავითმა ისრაელის მთელ კრებულს: „თუ თქვენ თანახმა იქნებით და თუ ეს უფლის, ჩვენი ღვთის, ნება იქნება, ხალხი გავუგზავნოთ ისრაელის ყველა მხარეში ჩვენს ძმებს, მღვდლებს, ლევიანებს მათს შემოგარენ ქალაქებში, რათა შემოგვიერთდნენ,
3და ჩვენთან გადმოვასვენოთ ჩვენი ღვთის კიდობანი, რადგან საულის დროს მისთვის არ მიგვიმართავს.“
4და თქვა მთელმა კრებულმა: „ასე იყოს“, ვინაიდან ეს საქმე მოსაწონი იყო ხალხის თვალში.
5და შეყარა დავითმა მთელი ისრაელი ეგვიპტის შიხორიდან ხამათის მისადგომამდე, კირიათ-იეყარიმიდან ღვთის კიდობნის გადმოსასვენებლად.
6და ავიდა დავითი და მთელი ისრაელი ბაყალათაში, კირიათ-იეყარიმში, იუდას რომ ეკუთვნის, რათა იქიდან წამოესვენებინათ კიდობანი ღვთისა, ქერუბიმებზე მჯდომარე უფლისა, რომელიც ამ სახელით იწოდება.
7და შედგეს ღვთის კიდობანი ახალ ურემზე და წამოასვენეს აბინადაბის სახლიდან. და ურემს ყუზა და ახიო მიჰყვებოდნენ.
8დავითი და მასთან ერთად მთელი ისრაელი როკავდა ღვთის წინაშე მთელი ძალით. და მღეროდნენ და უკრავდნენ ქნარებს, ბობღნებს, დაფდაფებს, ჩანგებსა და წინწილებს.
9როცა ქიდონის კალოსთან მივიდნენ, ყუზამ ხელი შეაშველა კიდობანს, რადგან დააყირავეს იგი ხარებმა.
10და აენთო უფლის რისხვა ყუზაზე და იქვე დასცა იგი ღმერთმა კიდობანზე ხელის მიშველების გამო, და იქვე მოკვდა ღვთის წინაშე.
11და შეწუხდა დავითი, რომ დაღუპა უფალმა ყუზა, და დღემდე იმ ადგილს ეწოდება ფერეც-ყუზა.
12და შეეშინდა დავითს ღვთისა იმ დღეს და თქვა: „როგორ მოვა ჩემამდე ღვთისკიდობანი?“
13და არ ინდომა დავითმა უფლის კიდობნის თავისათნ მიტანა დავითის ქალაქში და გითელი ყობედ-ედომის სახლისკენ გადაახვევინა.
14სამ თვეს ესვენა ღვთის კიდობანი გითელი ყობედ-ედომის სახლში და აკურთხა უფალმა ყობედ-ედომის სახლი და მთელი მისი საბადებელი.

Currently Selected:

1ნეშტ. 13: GEO02

Highlight

Copy

Compare

Share

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in