YouVersion Logo
Search Icon

1ნეშტ. 12

12
მოლაშქრეთა შეკრება დავითის ირგვლივ
ციკლაგში
1აჰა ისინი, ციკლაგში რომ მივიდნენ დავითთან, როცა იგი ჯერ კიდევ საულ კიშის ძეს ემალებოდა. ისინი ომში შემწე მოყმეთა შორის იყვნენ.
2მშვილდისრით შეიარაღებულნი, მარჯვენა-მარცხენით ქვისა და მშვილდისრის მსროლელნი, საულის ძმათაგანნი, ბენიამინიდან.
3მეთაური ახიყეზერი და იოაში – შემაყა გიბყათელის ძენი, იეზიელი და ფელეტი – ყაზმავეთის ძენი, ბერაქა და იეჰუ ყანათოთელნი,
4იშმაყია გაბაონელი – ერთ-ერთი მოყმე ოცდაათში და ოცდაათის მეთაური, იერემია, იახაზიელი, იოხანანი, იოზაბედ გედერათელი,
5ელყუზაი, იერიმოთი, ბეყალია, შემარიაჰუ, შეფატია ხარუფელი,
6ელკანა, იშიაჰუ, ყაზარელი, იოყეზერი, იაშაბყამი – კორახელნი,
7იოყელა და ზებადია – იეროხამ გედორელის ძენი.
8გადელებს ჩამოშორდნენ და დავითთან უდაბნოს საფარში მივიდნენ მამაცი მოყმენი, საომრად გაწვრთნილი ვაჟკაცები, ფარ-შუბით შეიარაღებულნი, სახით ლომის მსგავსნი და მთის არჩვივით სწრაფნი.
9მეთაური ყეზერი, მეორე – ყობადია, მესამე – ელიაბი,
10მეოთხე – მიშმანა, მეხუთე – იერემია,
11მეექვსე – ყათაი, მეშვიდე – ელიელი,
12მერვე – იოხანანი, მეცხრე – ელზაბადი,
13მეათე – იერემიაჰუ, მეთერთმეტე – მაქბანაი.
14ესენი იყვნენ გადის ძეთაგანნი, მხედრობის მეთაურნი. ყველაზე ნაკლები ასსა უფროსობდა, ყველაზე დიდი – ათასს.
15მათ პირველ თვეში გადალახეს იორდანე, როდესაც ადიდებული მდინარე ნაპირებიდან გადმოდიოდა. მათ აღმოსავლეთით და დასავლეთით განდევნეს ამ ველის მკვიდრნი.
16ბენიამინისა და იუდას ძეთაგანაც მივიდნენ დავითთან საფარში.
17და გამოეგება მათ დავითი, და გამოელაპარაკა და უთხრა: „თუ სამშვიდობოდ და დამხმარედ მოხვედით ჩემთან, გიერთგულებთ. თუ იმისთვის მოხვდით, რომ ჩემი მტრის ხელს მზაკვრულად მიმცეთ, აჰა, ჩემი ხელი სუფთაა, დაე, ჩვენი მამა-პაპის ღმერთმა იხილოს ეს და განსაჯოს.“
18მაშინ სულმა მოიცვა ყამასაი, ოცდაათის მეთაური, და თქვა: „მშვიდობა შენდა, დავით, იესეს ძეო! მშვიდობა შენ და მშვიდობა შენს შემწეთ, რადგან ღმერთია შენი შემწე.“ და მიიღო ისინი დავითმა და რაზმის მეთაურობა ჩააბარა.
19მენაშესაგანაც მიემხრენ დავითს, როდესაც იგი ფილისტიმელებით მიდიოდა საულთან საომრად, მაგრამ არ მიხმარებიან ისინი, რადგან ფილისტიმელთა მთავრები შეითქვნენ და უკან გამოაბრუნეს დავითი, თქვეს: ჩვენდა საზიანოდ საულს, თავის ბატონს, მიემხრობაო.
20როცა ციკლაგს მივიდა, მენაშესგან შეუერთდნენ: ყადნახი, იოზაბადი, იდიყაელი, მიქაელი, იოზაბადი, ელიჰუ, ცილათი – მენაშელთა ათასისთავები.
21ისინი ეხმარებოდნენ დავითს ურდოთა წინააღმდეგ ბრძოლაში, რადგან ყველანი მამაცი მოყმენი და ჯარის მეთაურები იყვნენ.
22დღიდან დღემდე მოედინებოდნენ, ვიდრე მისი ლაშქარი ღვთის მხედრობასავით არ გაიზარდა.
23აჰა, რიცხვი საომრად აღკაზმული იმ მეთაურებისა, რომელნიც დავითთან ხებრონში მივიდნენ, რათა უფლის სიტყვისამებრ, საულის სამეფო გადაეცათ მისთვის.
24იუდას ძენი, ფარ-შუბის მტვირთველნი, ექვსიათას რვაასნი იყვნენ საომრად აღჭურვილნი.
25სიმონის ძეთაგან შვიდიათას ასი მამაცი მოყმე იყო.
26ლევის ძეთაგან – ოთხიათას ექვსასი.
27ხოლო იეჰოიადაყს, აარონელთა წინამძღოლს, თან სამიათას შვიდასი ახლდა.
28ცადოკს, მამაც ყმაწვილს და მის მამისსახლს, ოცდაორი მეთაური ჰყავდა.
29საულის ძმები, ბენიამინის ძეთაგან, სამიათასნი იყვნენ. მათგან დიდი წილი საულის სახლში დარჩა.
30ეფრემის ძენი ოციათას რვაასნი იყვნენ – მამაცი მოყმენი და თავ-თავიანთ მამისსახლთა სახელოვანი ვაჟკაცები.
31მენაშეს ნახევარტომიდან თვრამეტი ათასნი იყვნენ, რომელნიც სახელებით გამოიხმეს, რათა დავითის გასამეფებლად მოსულიყვნენ.
32ისაქარის ძეთაგან ორასი მეთაური იყო. რომელთაც იცოდნენ დრო-ჟამთა გულისხმისყოფა და უწყოდნენ, თუ რა უნდა გაეკეთებინა ისრაელს. ყველა მათი ძმა მათი დარიგებით იქცეოდა.
33ზებულუნიდან გამოდიოდნენ და საომრად იყვნენ დარაზმული ყველანაირი საბრძოლო აღჭურვილობით ორმოცდაათი ათასნი, რათა უორგულოდ დახმარებოდნენ.
34ნაფთალიდან ათასი სარდალი იყო, ოცდაჩვიდმეტი ათასი ფარ-შუბოსნის თანხლებით.
35დანიდან იყვნენ ოცდარვა ათას ექვსასნი, საომრად დარაზმულნი.
36აშერიდან საბრძოლველად ორმოცი ათასი საომრად დარაზმული გიმოდიოდა.
37იორდანეს გაღმა მხრიდან გამოდიოდნენ: რეუბენიანთაგანნი, გადელნი, მენაშეს ნახევარტომელნი, ყველანაირი საბრძოლო საჭურველით, სულ ასოცი ათასი.
38ყველა ეს მებრძოლი ვაჟკაცი მწყობრად დარაზმული, წრფელი გულით მოვიდა ხებრონში დავითის გასამეფებლად მთელს ისრაელზე. ასევე მთელი დანარჩენი ისრაელი ერთსულოვანი იყო დავითის გასამეფებლად.
39სამ დღეს დარჩნენ ისინი იქ, ჭამდნენ და სვამდნენ, რადგან მათ ძმებს ყველაფერი მოემზადებინათ მათთვის.
40ასევე მათ მეზობლებს ისაქარის, ზებულუნისა და ნაფთალის ტომებიდანაც კი მოჰქონდათ ვირებით, აქლემებით, ჯორებითა და ხარებით სურსათ-სანოვაგე: ფქვილეული, ლეღვი, ჩირი, ღვინო, ზეთი, უამრავი საქონელი და ცხვარი, ეს იმიტომ, რომ სიხარული იყო ისრაელში.

Currently Selected:

1ნეშტ. 12: GEO02

Highlight

Copy

Compare

Share

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in