1
1 John 5:14
ქართული ბიბლია, სრული ვერსია
ქბსვ
და ეს არის გამბედაობა, რომელიც გვაქვს მის მიმართ, რომ, როცა რაიმეს ვითხოვთ მისი ნებისამებრ, იგი გვისმენს.
Compare
Explore 1 John 5:14
2
1 John 5:15
ხოლო თუ ვიცით, რომ ის გვისმენს, რასაც ვთხოვთ, ისიც ვიცით, რომ მიღებული გვაქვს, რაც მისგან ვითხოვეთ.
Explore 1 John 5:15
3
1 John 5:3-4
რადგან ღმერთის სიყვარული ის არის, რომ ვიცავდეთ მის მცნებებს. ხოლო მისი მცნებები არ არის მძიმე. რადგან ყოველი ღმერთისგან შობილი სძლევს ქვეყნიერებას. და ეს არის ძლევა, რომელიც სძლევს ქვეყნიერებას, ჩვენი რწმენა.
Explore 1 John 5:3-4
4
1 John 5:12
ვისაც ძე ჰყავს, სიცოცხლე აქვს; ვისაც ძე ღვთისა არა ჰყავს, სიცოცხლეც არა აქვს.
Explore 1 John 5:12
5
1 John 5:13
ამას გწერთ თქვენ, ღმერთის ძის სახელის მორწმუნეებს, რათა იცოდეთ, რომ ღმერთის ძის სახელის რწმენით გაქვთ თქვენ საუკუნო სიცოცხლე.
Explore 1 John 5:13
6
1 John 5:18
ვიცით, რომ ღმერთისაგან შობილნი არ სცოდავენ; არამედ ის, ვინც ღმერთისაგან იშვა, იცავს მათ და ბოროტება არ ეკარება მათ.
Explore 1 John 5:18
Home
Bible
Plans
Videos