1
1 John 4:18
ქართული ბიბლია, სრული ვერსია
ქბსვ
შიში არ არის სიყვარულში, არამედ სრულყოფილი სიყვარული განდევნის შიშს. რადგან შიშს სასჯელთან აქვს საქმე, ხოლო შეშინებული არ არის სიყვარულში სრულყოფილი.
Compare
Explore 1 John 4:18
2
1 John 4:4
თქვენ ღმერთისაგან ხართ, შვილებო, და სძლიეთ მათ, რადგან ის, ვინც თქვენშია, იმაზე მეტია, ვინც ქვეყნიერებაზე არის.
Explore 1 John 4:4
3
1 John 4:19
ჩვენ გვიყვარს იმიტომ, რომ პირველად მან შეგვიყვარა.
Explore 1 John 4:19
4
1 John 4:7
საყვარელნო, გვიყვარდეს ერთმანეთი, რადგან ღმერთისაგან არის სიყვარული. ხოლო ყოველი, ვისაც უყვარს, ღმერთისაგან არის შობილი და იცნობს ღმერთს.
Explore 1 John 4:7
5
1 John 4:8
ვისაც არ უყვარს, ის არ იცნობს ღმერთს, რადგან ღმერთი სიყვარულია.
Explore 1 John 4:8
6
1 John 4:10
ამაში გამოჩნდა სიყვარული, რომ ჩვენ კი არ შევიყვარეთ ღმერთი, არამედ მან შეგვიყვარა ჩვენ და მოავლინა თავისი ძე ჩვენი ცოდვების გამოსასყიდ მსხვერპლად.
Explore 1 John 4:10
7
1 John 4:11
საყვარელნო, თუკი ასე შეგვიყვარა ღმერთმა, ჩვენც გვმართებს ერთმანეთის სიყვარული.
Explore 1 John 4:11
8
1 John 4:9
ღმერთის სიყვარული იმით გამოგვეცხადა, რომ ღმერთმა მოავლინა ქვეყნიერებაზე თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ვიცოცხლოთ მისი მეშვეობით.
Explore 1 John 4:9
9
1 John 4:20
თუ ვინმე ამბობს, ღმერთი მიყვარს, თავისი ძმა კი სძულს, იგი ცრუა, რადგან ვისაც არ უყვარს თავისი ძმა, რომელსაც ხედავს, მას ვერ ეყვარება ღმერთი, რომელსაც ვერ ხედავს.
Explore 1 John 4:20
10
1 John 4:15
ვინც აღიარებს, რომ იესო არის ძე ღვთისა, ღმერთი მასში რჩება, ის კი – ღმერთში.
Explore 1 John 4:15
11
1 John 4:21
და ასეთი მცნება გვაქვს მისგან, რომ ღმერთის მოყვარულს თავისი ძმაც უნდა უყვარდეს.
Explore 1 John 4:21
12
1 John 4:1-2
საყვარელნო, ნუ ერწმუნებით ყოველ სულს, არამედ გამოსცადეთ სულები, ღმერთისაგან არიან თუ არა, რადგან ბევრი ცრუწინასწარმეტყველი მოვიდა ქვეყანაზე. ამით შეიცნობთ ღმერთის სულს: ყოველი სული, რომელიც აღიარებს ხორციელად მოსულ იესო ქრისტეს, ღმერთისაგან არის.
Explore 1 John 4:1-2
13
1 John 4:3
ხოლო ყოველი სული, რომელიც არ აღიარებს იესოს, ღმერთისაგან არ არის, არამედ ეს არის სული ანტიქრისტესი, რომლის შესახებაც გსმენიათ, რომ მოვა, და იგი ახლა უკვე ქვეყნიერებაზეა.
Explore 1 John 4:3
Home
Bible
Plans
Videos