აღთქმები ყოველი დღისთვისSample

ღმერთზე მინდობა
„...[განუწყვეტლივ] იარეთ და იცხოვრეთ სულიერად [სულიწმინდის მმართველობით] და აღარ აღასრულებთ ხორცის გულისთქმებს“. - გალატელთა 5:16
მჯერა, რომ ყოველთვის, როდესაც იმედგაცრუებას ვგრძნობთ, ეს ნიშნავს, რომ ღმერთზე დაყრდნობა შევწყვიტეთ. შეიძლება, ეს ძალიან თამამ განაცხადად მოგეჩვენოთ, მაგრამ დაფიქრდით: ღმერთმა სულიწმინდა და მისი მადლი გადმოღვარა ჩვენზე, რათა შევძლოთ ყველაფერთან გამკლავება, რაც ცხოვრების გზაზე შეგვხვდება. იმედგაცრუება კი მაშინ მოგვიცავს, როდესაც ვწყვეტთ ღმერთზე დამოკიდებულებას და ვცდილობთ ჩვენი გზებით გავაკეთოთ რაღაც.
ამის გაცნობიერება ნამდვილად დამეხმარა! როდესაც იმედგაცრუება მიპყრობს, ვახსენებ ჩემს თავს, რომ ის, რასაც ვაკეთებდი, სინამდვილეში სულიწმინდის ადგილის დაკავების მცდელობა იყო. ვცდილობდი, უმცროსი სულიწმინდა ვყოვილიყავი.
დამოუკიდებლობის სულთან გიწევთ ბრძოლა? როდესაც უარს ვამბობთ ღმერთზე დაყრდნობაზე, ამით ფაქტობრივად ვამბობთ: „კარგი, ღმერთო, ვაფასებ რომ ჩემთან ხარ, მაგრამ მიყურე, როგორ ვაკეთებ ამას“. ყოველთვის დანდობილნი ვიყოთ ღმერთზე, შეიძლება რთულია, მაგრამ ეს არის გამარჯვების გასაღები, რომელიც ჩვენი ცხოვრების ყოველ დღეს გვჭირდება.
როდესაც ღმერთმა გვიხსნა, ის უბრალოდ არ დაგვხმარებია და შემდეგ კი ამბობს: „კარგი, ესეც ასე, ახლა შენით უნდა განაგრძო“. მან მარადიულად გვიხსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ მას მივენდობით, ის წინ გაგვიძღვება და დაგვეხმარება.
გალატელთა 5:16 მოგვიწოდებს, რომ განუწყვეტლივ ვიაროთ და ვიცხოვროთ (წმინდა) სულში... მაშინ შენ, ნამდვილად არ აღასრულებ ხორციელ გულისთქმებს.
დააკვირდით, აქ არ არის ნათქვამი: „გაიმარჯვე ხორცზე დამოუკიდებლად და ამგვარად შენ აღარ აღასრულებ ხორციელ გულისთქმებს“. არა, აქ წერია, რომ ვიცხოვროთ სულიწმინდაში.
შეწყვიტე დამოუკიდებელი ცხოვრება და ნაცვლად ამისა, დაეყრდენი სულიწმინდას. გპირდები, რომ ამას არ ინანებ!
დაიწყე ლოცვა
ღმერთო შენ ხარ ყველაფერი, რაც მე მჭირდება. დამეხმარე, საკუთარ ძალაზე არ ვიყო მინდობილი, არამედ ჩემი რწმენა შენზე დავამყარო და მხოლოდ შენი იმედი ვიქონიო.
Scripture
About this Plan

დაიწყე შენი დღე ბიბლიის შესწავლით ჯოის მაიერის პრაქტიკული სწავლების მეშვეობით⁷ ამ დღის გაკვეთილი მოგანიჭებს იმედს, განგიახლებს გონებას და დაგეხმარება აღმოაჩინო, რომ შენ ყოველ დღე მოწოდებითა და ვნებით შეგიძლია იცხოვრო!
More
Related Plans

Reimagine Influence Through the Life of Lydia

Seasons of Hardship: Live the Jesus Way

Who Am I, Really? Discovering the You God Had in Mind

Don’t Know What You’re Doing After Graduation? Good.

Positive and Encouraging Thoughts for Women: A 5-Day Devotional From K-LOVE

Am I Really a Christian?

UNPACK This...Being a Good Teammate in Life

Overcoming the Trap of Self-Pity

16 Characteristics of the God-Kind of Love - 1 Corinthians 13:4-8
