აღთქმები ყოველი დღისთვისSample

მდგრადი ცხოვრება
„ხასხასა [საღ, რბილ] მოლზე დამასვენებს და წყნარ წყლებზე წამიძღვება“. – ფსალმუნი 22:2
მდგრადი ცხოვრებით ცხოვრობ? შეიძლება დაგიჭერია შენი თავი, ასე ფიქრისას: „მეტი აღარ შემიძლია ამის კეთება, უბრალოდ აღარ შემიძლია ასე გაგრძელება“. როცა მსგავს განსხადებებს აკეთებ, შენ სინამდვილეში ამბობ: „ვიცი რომ მაქვს შესაძლებლობების ზღვარი და უკვე მივაღწიე მას, მაგრამ ახლა ვაპირებ იგნორირება გავუკეთო და ვნახო, კიდევ რამდენ ხანს შევძლებ მოთმენას“.
ჩვენი სხეული გაფრთხილებებს გვაძლევს, როდესაც საკუთარ თავს ზედმეტად ვატანთ ძალას. მაგალითად აქ ტკენა, ან იქ ტკივილი, მაგრამ ვფიქრობთ, რომ კარგად ვიქნებით და იქმდე ვუგულებელვყოფთ სიმპტომებს, სანამ ძალიან ავად არ გავხდებით.
ამით არ ვამაყობ, მაგრამ ჩემი მსახურების პირველი ოცი წლის განმავლობაში, უმეტესად ფიზიკურად საშინლად ვგრძნობდი თავს, ექიმებთან გავიქეცი და ყველანაირი აბები და ვიტამინები ვცადე. ექიმები ცდილობდნენ ეთქვათ, რომ ზედმეტ ძალას ვატანდი საკუთარ თავს, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევდი მათ. მოგზაურობებისას, სიტყვით გამოსვლებისას, შეხვედრებისას და ასე შემდეგ - საკუთარ თავს ძლიერ ვქანცავდი.
საბოლოოდ გავაცნობიერე, რომ ჩვენ ვერ ვუგულებელვყოფთ ღმერთის მითითებას ისე, რომ მომავალში უფლის დაუმორჩილებლობით გამოწვეული უარყოფითი შედეგები წინ არ დაგვხვდეს. ამიტომ, გარკვეული ცვლილებები განვიცადე და ახლა თავს ისე კარგად ვგრძნობ, როგორც არასდროს.
თუ არამდგრადი ცხოვრებით ცხოვრობ, შეწყვიტე თავის არიდება ცვლილებების განხორციელებისაგან. ნუ დაელოდები, სანამ რამე არ მოხდება, ნერვული აშლილობა ან გულის პრობლემები, დაიწყე ცვლილებები ახლავე, რათა იცხოვრო ისეთი ცხოვრებით, როგორიც ღმერთს სურს შენთვის.
როდესაც ღმერთის გზით ცხოვრობ, გარანტიას გაძლევ, რომ აღმოაჩენ ღვთიური სიმშვიდის აბსოლუტურად ახალ დონეს შენს ცხოვრებაში.
დაიწყე ლოცვა
უფალო, გთხოვ ჩემი ცხოვრების არამდგრადი საკითხები დამანახე. ყოველ მათგანს შენს ხელში გადმოგცემ. გთხოვს, დღეიდან შენს სიმშვიდეში მამყოფე, რათა ჩემი ცხოვრებით ტკბობა და შენი მსახურება ცხოვრების ბოლომდე შევძლო.
Scripture
About this Plan

დაიწყე შენი დღე ბიბლიის შესწავლით ჯოის მაიერის პრაქტიკული სწავლების მეშვეობით⁷ ამ დღის გაკვეთილი მოგანიჭებს იმედს, განგიახლებს გონებას და დაგეხმარება აღმოაჩინო, რომ შენ ყოველ დღე მოწოდებითა და ვნებით შეგიძლია იცხოვრო!
More
Related Plans

Reimagine Influence Through the Life of Lydia

Seasons of Hardship: Live the Jesus Way

Who Am I, Really? Discovering the You God Had in Mind

Don’t Know What You’re Doing After Graduation? Good.

Positive and Encouraging Thoughts for Women: A 5-Day Devotional From K-LOVE

Am I Really a Christian?

UNPACK This...Being a Good Teammate in Life

Overcoming the Trap of Self-Pity

16 Characteristics of the God-Kind of Love - 1 Corinthians 13:4-8
