აღთქმები ყოველი დღისთვისSample

შეუპოვარი სული
„[ჩემი უმთავრესი მიზანია] ...შევიცნო იგი, მისი აღდგომის ძალა...“. – ფილიპელთა 3:10
შემართებით მიჰყვებოდე ღმერთს, ადვილი არ არის, მაგრამ ნამდვილად ღირს. თუმცა არ შეგიძლია ღმერთს მართლა მიჰყვებოდე, სანამ რეალურ თავისუფლებას არ გამოსცდი. ღმერთი ჩართულია ჩვენი გათავისუფლების პროცესში. საოცარია თავისუფლება დანაშაულის გრძნობის, განსჯისა და მუდმივად იმაზე ფიქრის გარეშე, თუ რას ფიქრობს ხალხი ჩვენზე.
წარუმატებლობაზე ფიქრისგან ვთავისუფლდებით მაშინ, როდესაც ვაცნობიერებთ, ვინ ვართ ქრისტეში. ეს გვაძლევს გაბედულებას წამოვდგეთ და შევძლოთ ღვთის დაპირებებისკენ სწრაფვა. ერთ-ერთი ყველაზე დიდი თავისუფლება, რაც ღმერთმა მიბოძა, არის არჩევანის თავისუფლება, რომ ვიყო ის, ვინც ვარ. წლების განმავლობაში ვცდილობდი, ის ვყოფილიყავი, ვინც სინამდვილეში არ ვარ, ვფიქრობდი რომ ისეთი, ან ასეთი უნდა ვყოფილიყავი. მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი სხვების მსგავსი არ ვიყავი, მაინც ვცდილობდი მათნაირი გავმხდარიყავი, მანამ, სანამ ღმერთთან ურთიერთობის მეშვეობით არ გავიგე, როგორად შემქმნა მან. ამან საკუთარი თავისგანაც გამათავისუფლა, რათა იესო ქრისტეზე ვყოფილიყავი ორიენტირებული და სხვებისადმი ისეთი დამოკიდებულება მქონოდა, როგორიც მას სურდა.
ფილიპელთა მე-3 თავი ამბობს, რომ პავლე იყო შეუპოვარი, რათა ჰქონოდა ის, რისთვისაც ქრისტე მოკვდა, შეეცნო ის და მისი აღდგომის ძალა.
მჯერა, რომ როდესაც ზეციდან ვიშვებით, შეუპოვრობის სული აღმოცენდება ჩვენში, შეგვიძლია ამას სულიწმინდის ენთუზიაზმი ვუწოდოთ. სწორედ ეს გვაძლევს ძალას, რომ რთულ მდგომარეობაშიც კი ვთქვათ: „მე არ დავნებდები, მაინც მექნება ახლო, მგზნებარე, ღრმა პირადი ურთიერთობა ღმერთთან. არ დავნებდები, რომ ვიყო ის, ვინ ქრისტეს სურს რომ ვიყო“.
იყავი შეუპოვარი, რომ დარჩე რწმენაში და დაიმკვიდრო ღმერთის აღთქმები.
გახსოვდეს, რომ შენ მას ეკუთვნი და მისგან მოცემული გაქვს შეუპოვარი სული.
დაიწყე ლოცვა
ღმერთო, მინდა სრულიად ახალი ცხოვრებით ვიცხოვრო, შეუპოვრად მოგდიო შენ და შენს დაპირებებს. მჯერა რომ დამეხმარები გავხდე ის, როგორადაც შენ შემქმენი და სრული თავისუფლება განვიცადო.
Scripture
About this Plan

დაიწყე შენი დღე ბიბლიის შესწავლით ჯოის მაიერის პრაქტიკული სწავლების მეშვეობით⁷ ამ დღის გაკვეთილი მოგანიჭებს იმედს, განგიახლებს გონებას და დაგეხმარება აღმოაჩინო, რომ შენ ყოველ დღე მოწოდებითა და ვნებით შეგიძლია იცხოვრო!
More
Related Plans

Reimagine Influence Through the Life of Lydia

Seasons of Hardship: Live the Jesus Way

Who Am I, Really? Discovering the You God Had in Mind

Don’t Know What You’re Doing After Graduation? Good.

Positive and Encouraging Thoughts for Women: A 5-Day Devotional From K-LOVE

Am I Really a Christian?

UNPACK This...Being a Good Teammate in Life

Overcoming the Trap of Self-Pity

16 Characteristics of the God-Kind of Love - 1 Corinthians 13:4-8
