YouVersion Logo
Search Icon

Leviticus 2

2
1თუ ვინმე სწირავს პურეულ ძღვენს უფალს, მისი შესაწირავი გამტკიცული პურის ფქვილისა უნდა იყოს, და დაასხას მას ზეთი და დააყაროს საკმეველი. 2და მიუტანოს იგი აარონიან მღვდლებს, და აიღოს მღვდელმა იქიდან სავსე მუჭა ზეთიანი ფქვილისა საკმეველთან ერთად, და საკურთხეველზე დააკმიოს სამახსოვროდ, როგორც საცეცხლო მსხვერპლი, კეთილსურნელებად უფლისათვის. 3ხოლო რაც დარჩება პურეული ძღვენიდან, აარონისა და მისი ძეებისა იყოს. ეს უწმიდესია უფლის საცეცხლო მსხვერპლთაგან.
4თუ შესწირავ პურეულ ძღვენს ღუმელში გამომცხვრიდან, გამტკიცული პურის ფქვილით მოზელილი უფუარი პურები იყოს, ზეთში შერეული, უფუარი და ზეთნაცხები კვერები. 5თუ შენი შესაწირავი პურეული ძღვენი ტაფაზეა გამომცხვარი, მაშინ გამტკიცული პურის ფქვილისა უნდა იყოს, ზეთში მოზელილი და უფუარი. 6დაამტვრიე ის და დაასხი ზეთი. ეს არის პურეულის ძღვენი. 7თუ შენი შესაწირავი ტაფაზე გამომცხვარი პურეულის ძღვენია, მაშინ ის უნდა იყოს ზეთში მოზელილი გამტკიცული პურის ფქვილისაგან. 8მიართვი ამგვარად გამომცხვარი შენი ძღვენი უფალს და წარუდგინე იგი მღვდელს, და ის მიიტანს მას საკურთხეველთან. 9და აიღებს მღვდელი ამ მსხვერპლიდან ნაწილს სამახსოვრო მსხვერპლად და დააკმევს საკურთხეველზე; ეს არის საცეცხლო მსხვერპლი, კეთილსუნელება უფლისათვის. 10ხოლო პურეული ძღვენიდან დანარჩენი აარონისა და მისი ძეებისა იყოს. ეს უწმიდესია უფლის საცეცხლო მსხვერპლთაგან.
11არც ერთი ძღვენი, რომელსაც შესწირავთ უფალს, არ უნდა იყოს საფუარიანი, რადგან არც საფუარი და არც თაფლი არ უნდა დაწვათ უფლის საცეცხლო მსხვერპლად; 12პირველნაყოფთა შესაწირავად შეგიძლიათ შესწიროთ ისინი უფალს, მაგრამ საკურთხეველზე არ აიტანოთ, როგორც კეთილსურნელება. 13ყოველი შესაწირავი შენი პურეული ძღვენისა მარილით დაამარილე და არ დატოვო შენი მსხვერპლი შენი ღმერთის აღთქმის მარილის გარეშე. ყოველ შენს შესაწირავთან ერთად მარილიც შესწირე.
14თუ შესწირავ უფალს პურეულ ძღვენს პირველნაყოფთაგან – პირველ თავთავთაგან, ცეცხლზე მოხალული, დაღერღილი მარცვლით შესწირე შენს პირველნაყოფთა პურეული ძღვენი. 15დაასხი მას ზეთი, და დააყარე საკმეველი. ეს არის პურეული ძღვენი. 16და დაწვას მღვდელმა მისი სამახსოვრო შესაწირავი ღერღილისგან და ზეთისგან მთელი მისი საკმევლით, საცეცხლო შესაწირავად უფლისათვის.

Currently Selected:

Leviticus 2: ქბსვ

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in