Leviticus 1
1
1მოუხმო უფალმა მოსეს, და უთხრა საკრებულო კარვიდან: 2მიმართე ისრაელიანთ და უთხარი: როდესაც ვინმე თქვენთაგანი შესწირავს უფალს პირუტყვს, შესწიროს ნახირიდან ან ფარიდან.
3თუ მისი მსხვერპლი სრულადდასაწველია, მოიყვანოს უხინჯო მოზვერი საკრებულო კარვის კართან, რათა წყალობა ჰპოვოს უფლის წინაშე. 4დაადოს ხელი სრულადდასაწველ მსხვერპლს თავზე – და წყალობას ჰპოვებს ცოდვათა შესანდობად. 5და დაკლას მოზვერი უფლის წინაშე; ხოლო აარონიანმა მღვდლებმა მიიტანონ სისხლი და დაღვარონ საკურთხევლის ირგვლივ, რომელიც საკრებულო კარვის შესასვლელთან არის. 6და გაატყაონ სრულადდასაწველი მსხვერპლი და ასო-ასო აქნან. 7და საკურთხეველზე ცეცხლი გააჩაღონ აარონიანმა მღვდლებმა და შეშა დააყარონ ცეცხლს. 8და დაალაგონ აარონიანმა მღვდლებმა აქნილი ნაჭრები, თავი და ქონი საკურთხევლის ცეცხლზე დაწყობილ შეშაზე. 9და შიგნეული და ფეხები გაირეცხოს; და მღვდელმა დაწვას ეს ყოველივე საკურთხეველზე: ეს სრულადდასაწველია, საცეცხლო მსხვერპლია, კეთილსურნელებაა უფლისათვის.
10ხოლო თუ მისი სრულადდასაწველი მსხვერპლი იქნება ცხვარი ან თხა, მოიყვანოს მამალი, უხინჯო. 11და დაკლას იგი სამსხერპლოს ჩრდილოეთ მხარეს, უფლის წინაშე, და აარონიანმა მღვდლებმა აპკურონ მისი სისხლი საკურთხევლის ირგვლივ. 12ასო-ასო აიქნას იგი, და დაალაგოს ის მღვდელმა საკურთხევლის ცეცხლზე დაწყობილ შეშაზე. 13შიგნეული და კანჭები წყლით გაირეცხოს; და მღვდელმა დაწვას ეს ყოველივე საკურთხეველზე. ეს სრულადდასაწველია, საცეცხლო მსხვერპლი, კეთილსურნელებაა უფლისათვის.
14თუ ვინმეს უნდა, რომ სრულადდასაწველ მსხვერპლად ფრინველი შესწიროს უფალს, გვრიტი ან მტრედი მოიყვანოს. 15იგი მღვდელმა უნდა მიიყვანოს საკურთხეველთან, მოუგრიხოს კისერი და კვამლად აქციოს საკურთხეველზე; მისი სისხლი კი საკურთხევლის კედელს მიაწრიტოს; 16მოაცილოს ჩიჩახვი ბუმბულიანად და გადააგდოს საკურთხევლის აღმოსავლეთის მხარეს, ნაცრის გროვაზე; 17ფრთები გადაუმტვრიოს, არ კი მოაშოროს, და დაწვას ის მღვდელმა საკურთხევლის შეშის ცეცხლზე; ეს სრულადდასაწველია, საცეცხლო მსხვერპლია, კეთილსურნელებაა უფლისათვის.
Currently Selected:
Leviticus 1: ქბსვ
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© 2012 გაერთიენებული ბიბლიური საზოგადოებების საქართველოს წარმომადგენლობა

: