YouVersion Logo
Search Icon

Leviticus 3

3
1თუ სამშვიდობო მსხვერპლია მისი შესაწირავი და ნახირიდან თუ სწირავს მოზვერს ან დეკეულს, უხინჯო შესწიროს უფლის წინაშე. 2დაადოს ხელი თავის მსხვერპლს თავზე და დაკლას იგი საკრებულო კარვის შესასვლელთან. და აარონიანმა მღვდლებმა სისხლი მოაპკურონ საკურთხევლის ირგვლივ. 3და შესწიროს სამშვიდობო მსხვერპლიდან უფალს საცეცხლო მსხვერპლად ქონი, რომელიც შიგნეულს აფენია, და მთელი ნაფერდლების ქონი. 4ორივე თირკმელი და ქონი, რომელიც მათ აკრავს, ბარკლების ქონი, და ღვიძლის ყური, თირკმელებთან ერთად მოჰკვეთოს. 5აარონის ძეებმა დააკმიონ იგი საკურთხეველზე სრულადდასაწველთან ერთად, რომელიც ცეცხლზე დაყრილ შეშაზე აწყვია საცეცხლო მსხვერპლად, კეთილსურნელება უფლისათვის.
6თუ მისი სამშვიდობო მსხვერპლი ფარიდან არის უფლისთვის შესაწირავად, უხინჯო ვერძი ან დედა ცხვარი შესწიროს. 7და თუ ცხვარს სწირავს ის თავის მსხვერპლად, უფლის წინაშე შესწიროს. 8დაადოს ხელი თავის მსხვერპლს თავზე და დაკლას იგი საკრებულო კარვის წინ; და აარონის ძეებმა მოაპკურონ მისი სისხლი საკურთხევლის ირგვლივ. 9და შესწიროს სამშვიდობო მსხვერპლიდან უფალს საცეცხლო მსხვერპლად: მისი ქონი, მთელი დუმა, კუდუსუნითურთ მოჰკვეთოს; და ქონი, რომელიც შიგნეულს აკრავს, და მთელი მუცლის ქონი, 10ორივე თირკმელი და ქონი, რომელიც მათ აკრავს, ბარკლების ქონი, და ღვიძლის ყური, თირკმელებთან ერთად მოჰკვეთოს. 11და დააკმიოს იგი მღვდელმა საკურთხეველზე; ეს არის საცეცხლო მსხვერპლის ლუკმა უფლისათვის.
12და თუ თხა არის მისი სამსხვერპლო, მიიყვანოს ის უფლის წინაშე; 13და დაადოს ხელი მას თავზე და დაკლას საკრებულო კარვის წინ; და მოაპკურონ აარონის ძეთ მისი სისხლი საკურთხევლის ირგვლივ. 14და მიიტანოს თავისი მსხვერპლიდან, როგორც საცეცხლო მსხვერპლი უფლისათვის ქონი, რომელიც ფარავს შიგნეულს, და მთელი მუცლის ქონი; 15ორივე თირკმელი და ქონი, რომელიც მათ აკრავს, ბარკლების ქონი, და ღვიძლის ყური, თირკმელებთან ერთად მოჰკვეთოს. 16და დააკმიოს მღვდელმა ის საკურთხეველზე. ეს არის საცეცხლო მსხვერპლის ლუკმა – კეთილსურნელება უფლისათვის.
მთელი ქონი უფლისაა. 17ეს არის საუკუნო წესი თქვენი თაობებისთვის, ყველგან, სადაც კი ცხოვრობთ; არავითარი ქონი და არავითარი სისხლი არა ჭამოთ.

Currently Selected:

Leviticus 3: ქბსვ

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in