Exodus 40
40
1და უთხრა უფალმა მოსეს: 2პირველი თვის პირველ დღეს აღმართე სავანე – საკრებულო კარავი. 3და დადგი იქ კიდობანი მოწმობისა, და ჩამოაფარე კიდობანს ფარდა. 4შეიტანე ტაბლა და დააწყვე მასზე რაც დასაწყობია, და შეიტანე სასანთლე და დადგი ზედ მისი კანდელები. 5და დადგი ოქროს სამსხვერპლო საკმევლისათვის მოწმობის კიდობნის წინ, და ჩამოჰკიდე ფარდა სავანის შესასვლელთან. 6და დადგი სამსხვერპლო სრულადდასაწველისა სავანის – საკრებულო კარვის შესასვლელის წინ. 7და დადგი საბანელი საკრებულო კარავსა და სამსხვერპლოს შორის და ჩაასხი შიგ წყალი. 8და მოაწყვე გარშემო ეზო ჩამოჰკიდე ფარდა ეზოს კარიბჭეზე. 9აიღე მირონი და სცხე სავანეს და ყოველივეს, რაც მასშია. წმიდა ჰყავ მთელი მისი ჭურჭელი და წმიდა იქნება. 10სცხე სრულადდასაწველის სამსხვერპლოს და ყოველ მის ჭურჭელს, და წმიდა ჰყავ სამსხვერპლო, და წმიდათა წმიდა იქნება სამსხვერპლო. 11და სცხე საბანელს და მის კვარცხლბეკს და წმიდა ჰყავ იგი. 12და მიიყვანე აარონი და მისი ძენი საკრებულო კარვის შესასვლელთან და განბანე ისინი წყლით. 13და შემოსე აარონი წმიდა შესამოსლით, და სცხე მას და წმიდა ჰყავ იგი, რათა მღვდლობა გამიწიოს. 14და მისი ძენი მოიყვანე და შემოსე ისინი კვართებით. 15და სცხე მათ, როგორც სცხე მათ მამას, რათა მღვდლობა გამიწიონ, და იყოს მათი ცხება საუკუნო მღვდლობად მათი თაობიდან თაობამდე.
16და გააკეთა მოსემ ყოველივე, როგორც უბრძანა უფალმა მას. 17მეორე წლის პირველ თვეს, თვის პირველ დღეს აღიმართა სავანე. 18აღმართა მოსემ სავანე: დადგა მისი კვარცხლბეკები, აღმართა მისი კეტები, დაამაგრა ლარტყები და აღმართა მისი სვეტები. 19გადააფარა საფარველი სავანეს და დაადო საბურველი ზემოდან, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს. 20აიღო მოსემ მოწმობა და ჩადო კიდობანში, და გაუყარა კეტები კიდობანს და დაახურა სარქველი კიდობანს ზემოდან. 21და შეიტანა კიდობანი სავანეში, ჩამოჰკიდა ფარდა და დაფარა კიდობანი მოწმობისა, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს. 22და დადგა ტაბლა საკრებულო კარავში, სავანის ჩრდილოეთ მხარეს, ფარდის გარეთ. 23და დააწყო მასზე პურები უფლის წინაშე, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს. 24და დადგა სასანთლე სავანეში – საკრებულო კარავში ტაბლის პირისპირ, სავანის სამხრეთ მხარეს, 25და დადგა მასზე კანდელები უფლის წინაშე, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს. 26და დადგა ოქროს სამსხვერპლო საკრებულო კარავში ფარდის წინ. 27და აკმია მასზე სურნელოვანი საკმეველი, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს. 28და ჩამოჰკიდა ფარდა სავანის შესასვლელში. 29და დადგა სრულადდასაწველის სამსხვერპლო სავანის – საკრებულო კარვის შესასვლელში, და აღავლინა მასზე სრულადდასაწველი და პურეულის ძღვენი, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს. 30და დადგა საბანელი საკრებულო კარავსა და სამსხვერპლოს შორის, და ჩაასხა შიგ წყალი განსაბანად, 31და განიბანდნენ მასში მოსე და აარონი და მისი ძეები ხელებსა და ფეხებს. 32საკრებულო კარავში შესვლისას, ან სამსხვერპლოსთან მიახლოებისას განიბანებოდნენ ისინი, როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს მოსესთვის. 33და მოაწყო ეზო სავანესა და სამსხვერპლოს ირგვლივ, და ჩამოჰკიდა ფარდა ეზოს კარიბჭეზე. და დაასრულა მოსემ საქმე.
34დაფარა ღრუბელმა საკრებულო კარავი, და უფლის დიდებამ აავსო სავანე.#3მფ 8:10,11; ესა 6:4; ეზკ 43:4,5; გცხ 15:8. 35ვერ შევიდა მოსე საკრებულო კარავში, რადგან დაივანა მასზე ღრუბელმა და უფლის დიდებამ აავსო სავანე. 36როცა ასცილდებოდა სავანეს ღრუბელი, მაშინ აიყრებოდნენ ხოლმე ისრაელიანები სამგზავროდ. 37და თუ არ ასცილდებოდა ღრუბელი, არ აიყრებოდნენ იმ დღემდე, ვიდრე არ ასცილდებოდა. 38უფლის ღრუბელი ადგა სავანეს დღისით, და ცეცხლი ენთო ღრუბელში ღამით ისრაელის მთელი სახლის თვალწინ, მთელს მათ გზაზე.
Currently Selected:
Exodus 40: ქბსვ
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© 2012 გაერთიენებული ბიბლიური საზოგადოებების საქართველოს წარმომადგენლობა

: