YouVersion Logo
Search Icon

Deuteronomy 1

1
1ეს არის სიტყვები, რომლებიც ელაპარაკა მოსე მთელ ისრაელს იორდანეს გაღმა, ყარაბას უდაბნოში, სუფის პირდაპირ, ფარანსა და თოფელს, ლაბანსა, ხაცეროთსა და დი-ზაჰაბს შორის, 2რომელიც 11 დღის სავალზეა ხორებიდან, სეყირის მთის გავლით, კადეშ-ბარნეაყამდე. 3მეორმოცე წლის მეთერთმეტე თვის პირველ დღეს, უთხრა მოსემ ისრაელიანებს ყოველივე, რაც უბრძანა მას უფალმა მათთვის სათქმელად. 4ეს იყო მას შემდეგ, რაც განგმირეს სიხონი, მეფე ამორეველთა, რომელიც მკვიდრობდა ხეშბონში, და ყოგი, მეფე ბაშანისა, რომელიც მკვიდრობდა ყაშთაროთსა და ედრეყში. 5იორდანეს გაღმა, მოაბელთა ქვეყანაში, დაიწყო მოსემ განმარტება ამ რჯულისა და თქვა:#რცხ 21:21-35. 6უფალმა, ღმერთმა ჩვენმა, გვითხრა ხორებში: „გეყოთ ამ მთაზე ცხოვრება; 7გაბრუნდით და მოედეთ ამორეველთა მთას და მათი მეზობლების ქვეყნებს, მთასა და ბარს, დაბლობს, სამხრეთის ზღვის სანაპიროს, ქანაანელთა ქვეყანას და ლიბანს დიდ მდინარე ევფრატამდე. 8აჰა, გაძლევთ თქვენ ამ ქვეყანას. მიდით და დაიმკვიდრეთ ქვეყანა, რომლის მოცემაც გულით აღუთქვა უფალმა თქვენს მამებს: აბრაამს, ისააკსა და იაკობს, და მათ მოდგმას.“
9და მე მაშინ ასე გითხარით: „არ შემიძლია მარტოს თქვენი ტარება! 10უფალმა, თქვენმა ღმერთმა, გაგამრავლათ, და აჰა, დღეს ურიცხვნი ხართ, როგორც ცის ვარსკვლავები. 11უფალმა, თქვენი მამების ღმერთმა, გამრავლოთ თქვენ ათასგზის მეტად, ვიდრე დღესა ხართ, და გაკურთხოთ, როგორც დაგპირდათ! 12მე მარტომ როგორ ვატარო თქვენი საზრუნავი და თქვენი ტვირთი და თქვენი შუღლი? 13ამოირჩიეთ თქვენი ტომებიდან ბრძენი, გონიერი და გამოცდილი კაცები და მათ დაგინიშნავთ წინამძღვრებად.“ 14ამაზე თქვენ მიპასუხეთ: კარგ საქმეს გვთავაზობო. 15და ავიყვანე მთავრები თქვენი ტომებიდან, ბრძენი და გამოცდილი კაცები და დაგინიშნეთ ისინი წინამძღვრებად, ათასისთავებად, ასისთავებად, ორმოცდაათისთავებად, ათისთავებად და თქვენი ტომების ზედამხედველებად. 16და მე ვუბრძანე თქვენს მსაჯულებს მაშინ: „მოუსმინეთ თქვენს ძმებს და განსაჯეთ სამართლიანად, როგორც ძმასა და ძმას შუა, ასევე მათსა და ხიზანთა შუა. 17ნუ იქნებით მიკერძოებულნი სასამართლოზე: ერთნაირად მოუსმინეთ ძლიერსა და სუსტს. ნუ შეუშინდებით კაცს, რადგან სამართალი ღვთისაა! საქმე, რომელიც გემძიმებათ, მე წარმომიდგინეთ, და მოვისმენ მას.“ 18იმჟამადვე გამცნეთ ყველაფერი, რაც უნდა შეგესრულებინათ.
19და ავიყარეთ ხორებიდან, როგორც გვიბრძანა უფალმა, ჩვენმა ღმერთმა, და გავიარეთ მთელი ეს დიდი და საშინელი უდაბნო, რომელიც იხილეთ ამორეველთა მთისაკენ მიმავალ გზაზე, და მივედით კადეშ-ბარნეაყამდე. 20და იქ გითხარით მე თქვენ: „თქვენ მოხვედით ამორეველთა მთამდე, რომელსაც უფალი, ჩვენი ღმერთი, გვაძლევს. 21აჰა, გაძლევთ უფალი, თქვენი ღმერთი, ამ ქვეყანას. წადით, დაიმკვიდრეთ, როგორც გვითხრა ჩვენ უფალმა, ჩვენი მამების ღმერთმა. ნუ გეშინიათ და ნუ შეძრწუნდებით!“
22მაგრამ თქვენ ყველანი მოხვედით ჩემთან და მითხარით: „გავგზავნით კაცებს ჩვენს წინ, რათა დაზვერონ ის ქვეყანა და მოგვიტანონ ამბავი იმ გზისა, რომლითაც უნდა ვიაროთ, და იმ ქალაქებისა, რომლებშიც შესვლა მოგვიწევს.“ 23მე მომეწონა ეს გეგმა, და ამოვირჩიე 12 კაცი, თითო ტომიდან თითო. 24და გაემგზავრნენ ისინი და გადაიარეს მთა, მივიდნენ ეშქოლის ხეობამდე და დაზვერეს იგი, 25და მოკრიფეს ხილი იმ ქვეყნისა, ჩვენ მოგვართვეს და ამბავი მოგვიტანეს: ნაყოფიერია ის ქვეყანა, რომელსაც უფალი, ჩვენი ღმერთი, გვაძლევსო.
26მაგრამ თქვენ არ ინებეთ იქ ასვლა და წინ აღუდექით უფლის, თქვენი ღმერთის, ბრძანებას,#რჯ 9:23; ებრ 3:16. 27და დრტვინავდით თქვენს კარვებში, და ამბობდით: „ჩვენ უფალს ვძულვართ და იმიტომ გამოგვიყვანა ეგვიპტის ქვეყნიდან, რომ ამორეველთა ხელში ჩავეგდეთ დასაღუპად. 28სად უნდა წავიდეთ? ჩვენმა ძმებმა გული გაგვიტეხეს და გვითხრეს: იქაური ხალხი ჩვენზე ბრგეა და მაღალი, ცამდე აზიდული სიმაგრეებით გარშემორტყმული დიდი ქალაქები აქვთ და ყანაკელნიც ვიხილეთო იქ.“ 29მე გითხარით თქვენ: „ნუ ძრწით და ნუ გეშინიათ მათი. 30უფალი, თქვენი ღმერთი, წინ მიგიძღვით. ის იბრძოლებს თქვენთვის ისევე, როგორც ეგვიპტეში გააკეთა თქვენს თვალწინ, 31და ამ უდაბნოში, როგორც თავად იხილეთ, რომ უფალი, თქვენი ღმერთი, როგორც თავისი შვილი ატაროს კაცმა, ისე გატარებდათ მთელ გზაზე, რომელიც განვლეთ, ვიდრე მოხვიდოდით ამ ადგილამდე.#საქ 13:18. 32ამის შემდეგაც არ ერწმუნეთ უფალს, თქვენს ღმერთს,#ებრ 3:19. 33რომელიც წინ მიგიძღვოდათ, რათა დასაბანაკებელი ადგილი მოენახა თქვენთვის, – ღამით ცეცხლივით მიდიოდა, რათა ეჩვენებინა თქვენთვის სწორი გზა, დღისით კი ღრუბლის სახით მიდიოდა.“
34გაიგონა უფალმა თქვენი სიტყვები, განრისხდა და დაიფიცა:#ებრ 3:18. 35„ამ უკეთური თაობიდან ვერავინ იხილავს იმ კეთილ ქვეყანას, რომელიც ფიცით აღვუთქვი თქვენს მამებს. 36მხოლოდ ქალებ იეფუნეს ძე იხილავს მას. მას და მის ძეთ მივცემ მიწას, რომელსაც ფეხი დაადგა, რადგან ბოლომდე უფლის ერთგული იყო.“ 37მეც განმირისხდა უფალი თქვენს გამო და ასე მითხრა: „ვერც შენ შეხვალ იქ. 38იესო, ნავეს ძე, რომელიც შენს წინაშე დგას, შევა იქ. გაამხნევე, რადგან ის დაუმკვიდრებს ისრაელიანთ იმ ქვეყანას. 39და თქვენი ძუძუზე მყოფნი, რომლებზეც ამბობდით, მტრის ნადავლი გახდებიანო, და თქვენი ჩვილები, რომლებიც დღეს ავსა და კარგს ვერ არჩევენ, ისინი შევლენ იქ, და მათ მივცემ იმ მიწას, და ისინი დაიმკვიდრებენ მას. 40თქვენ კი მიბრუნდით და გაემგზავრეთ უდაბნოში, მეწამული ზღვის გზით.“
41მაშინ თქვენ პასუხად მომიგეთ: „შევცოდეთ უფალს! წავალთ და ვიბრძოლებთ, როგორც გვიბრძანა უფალმა, ღმერთმა ჩვენმა.“ და აისხით თითოეულმა თქვენი საჭურველი, და დაუფიქრებლად გადაწყვიტეთ მთაზე ასვლა. 42მაშინ მითხრა უფალმა, რომ თქვენთვის მეთქვა: „ნუ ახვალთ მთაზე და ნუ შეებრძოლებით, რადგან არა ვარ თქვენს შორის და დაგამარცხებთ მტერი!“ 43მე გადმოგეცით, მაგრამ არ ისმინეთ, წინ აღუდექით უფლის ბრძანებას, გაკადნიერდით და ახვედით მთებში. 44და გამოვიდნენ თქვენს წინააღმდეგ ამორეველნი, რომელნიც მკვიდრობდნენ იქ, და დაგესივნენ, როგორც ფუტკარმა იცის, და გმუსრავდნენ სეყირიდან ხორმამდე. 45და როცა დაბრუნდით, ტიროდით უფლის წინაშე, მაგრამ ყურად არ იღო უფალმა თქვენი ქვითინი და არ შეისმინა თქვენი.
46და დიდხანს იყავით კადეშში, საკმაოდ დიდხანს.

Currently Selected:

Deuteronomy 1: ქბსვ

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy