YouVersion Logo
Search Icon

Numbers 36

36
1მივიდნენ გალაად მაქირის ძის, მანაშეანთა გვარის თავკაცნი იოსების ძეთა საგვარეულოდან და განაცხადეს მოსესა და ისრაელიანთა მამამთავრების წინაშე, 2და თქვეს: „ჩვენს ბატონს უბრძანა უფალმა, რათა მისცეს ქვეყანა სამკვიდროდ წილისყრით ისრაელიანებს, და ჩვენს ბატონს უბრძანა უფალმა, რათა მიეცა ცელოფხადის, ჩვენი ძმის, სამკვიდრებელი მისი ასულებისათვის;#რცხ 27:7. 3მაგრამ თუ ისინი მისთხოვდებიან ისრაელიანთა სხვა რომელიმე ტომის ძეებს, მაშინ მათი სამკვიდრებელი მოაკლდება ჩვენი მამების სამკვიდრებელს და მიემატება იმ ტომის სამკვიდრებელს, სადაც იქნებიან ისინი გათხოვილი, ხოლო ჩვენს წილხვედრ სამკვიდროს მოაკლდება. 4და როცა იქნება ისრაელიანთა საიუბილეო წელი, მაშინ საბოლოოდ დარჩება მათი სამკვიდრო იმ ტომის სამკვიდროს, სადაც იქნებიან ისინი გათხოვილი, და ჩვენი მამების ტომის სამკვიდროს მოაკლდება მათი სამკვიდრებელი.“
5და ამცნო მოსემ ისრაელიანებს უფლის ბრძანება: „მართალს ამბობს იოსებიანთა ტომი. 6ეს არის, რაც ბრძანა უფალმა ცელოფხადის ასულებზე: ვინც მოეწონებათ, იმათ მისთხოვდნენ, ოღონდ მამისეული ტომის საგვარეულოში გათხოვდნენ, 7რათა არ გადავიდეს ისრაელიანთა სამკვიდრებელი ტომიდან ტომზე; რადგან ისრაელიანთაგან თითოეული თავის მამათა ტომის სამკვიდროზე უნდა იყოს მიკრული. 8ყოველი სამკვიდრებლის მემკვიდრე ასული, ისრაელიანთა ტომთაგან, თავისი მამის ტომის საგვარეულოში უნდა გათხოვდეს, რათა ისრაელიანთაგან დაიმკვიდროს თავისი მამის სამკვიდრო. 9არ გადავიდეს სამკვიდრებელი ტომიდან სხვა ტომზე, რადგან ისრაელიანთა თითოეული ტომი თავის სამკვიდროზე უნდა იყოს მიკრული.“
10როგორც უბრძანა უფალმა მოსეს, ისე გააკეთეს ცელოფხადის ასულებმა. 11და მახლა, თირცა, ხოგლა, მილქა და ნოყა, ცელოფხადის ასულები, მისთხოვდნენ თავიანთ ბიძაშვილებს. 12იოსებიან-მანაშეანთა საგვარეულოებში იყვნენ გათხოვილნი ისინი და ამიტომაც მათ მამისეულ საგვარეულოს შერჩა მათი სამკვიდრო.
13და ეს არის ბრძანებანი და წესები, რომელნიც ამცნო უფალმა ისრაელიანთ მოსეს მეშვეობით მოაბის ველებზე, იორდანესთან, იერიხოს პირდაპირ.

Currently Selected:

Numbers 36: ქბსვ

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy