Amos 3
3
1ისმინეთ ეს სიტყვა, რომელიც თქვენზე თქვა უფალმა, ისრაელიანებო, მთელს მოდგმაზე, რომელიც ეგვიპტიდან გამოვიყვანე: 2მხოლოდ თქვენ გცანით მთელი ქვეყნიერების მოდგმათა შორის, ამიტომაც მოგკითხავთ ყველა თქვენს დანაშაულს. 3თუ ივლიან ორნი ერთად, თუ ერთმანეთში არ შეთანხმდნენ? 4თუ ბრდღვინავს ლომი ტყეში, როცა ნადავლი არ ეგულება თავის წინ? თუ გამოსცემს ხმას ლომის ბოკვერი თავისი ბუნაგიდან, როცა არაფერი შეუპყრია? 5თუ გაებმება ჩიტი ბადეში მიწაზე თუ იქ მახე არ იქნება დაგებული? 6თუ ახმიანებულა ბუკი ქალაქში და ხალხს არ შეშინებია? თუ მომხდარა ქალაქში უბედურება უფლის უნებურად? 7რადგან არაფერს მოიმოქმედებს უფალი ღმერთი, თუ არ გაუცხადა თავისი საიდუმლო თავის მსახურთ, წინასწარმეტყველთ. 8ლომი ბრდღვინავს – ვინ არ შეშინდება! უფალი ღმერთი ლაპარაკობს – ვინ არ გაქადაგდება! 9გააგონეთ დარბაზებს აშდოდში და დარბაზებს ეგვიპტის ქვეყანაში, უთხარით: შეიკრიბეთ სამარიის მთებზე და იხილეთ დიდი შფოთი მათ შორის და ძალადობა – მის წიაღში! 10არ იციან სიმართლის ქმნა, – ამბობს უფალი, – ძარცვა-გლეჯით ავსებენ საგანძურებს თავიანთ დარბაზებში. 11ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: მტერი შემოადგება ირგვლივ ქვეყანას, დაამხობს შენს ციხესიმაგრეს და დარბაზებს გაგიძარცვავს. 12ასე ამბობს უფალი: როგორც მწყემსი ლომს გამოგლეჯს ხახიდან ორ კანჭს ან ყურისძირს, ისე გადარჩებიან ისრაელიანები, სამარიაში საწოლის კუთხეში მსხდომნი და დამასკოში – სარეცელზე. 13ისმინეთ და დაუმოწმეთ იაკობის ხალხს, – ამბობს უფალი ღმერთი, ყოვლისმპყრობელი ღმერთი: – 14რადგან იმ დღეს, როცა მოვკითხავ ისრაელს მის შეცოდებებს და მოვკითხავ სამსხვერპლოთა გამო ბეთელში, მოეკვეთება რქები სამსხვერპლოს და მიწაზე დაემხობა.#4მფ 23:15. 15დავაქცევ ზამთრის სახლს ზაფხულის სახლთან ერთად, განადგურდება სპილოსძვლის სახლები და ბევრი სახლი აღიგვება, – ამბობს უფალი.
Currently Selected:
Amos 3: ქბსვ
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© 2012 გაერთიენებული ბიბლიური საზოგადოებების საქართველოს წარმომადგენლობა

: