YouVersion Logo
Search Icon

Amos 4

4
1ისმინეთ ეს სიტყვები, ბაშანის ფურებივით ნასუქალო სამარიელო ქალბატონებო, ბეჩავთა და ღარიბ-ღატაკთა შემვიწროებელნო, რომ ეუბნებით თქვენს ქმრებს: მოგვიტანეთ, რომ დავლიოთო! 2დაიფიცა უფალმა ღმერთმა თავისი სიწმიდე: აჰა, დაგიდგებათ დღე და თქვენ კაუჭებით წაგათრევენ და თქვენს დანარჩენთ ანკესებით. 3გარღვეული კედლებიდან გაგრეკავენ ჰარმონისაკენ, – ამბობს უფალი. – 4წადით ბეთელში და შესცოდეთ; გილგალში ამრავლეთ ცოდვები; ყოველ დილით მიიტანეთ თქვენი მსხვერპლი და ყოველ მესამე დღეს – თქვენი მეათედები. 5შეწირეთ საფუარიანი სამადლობელო მსხვერპლი, გაახმაურეთ თქვენი ნებაყოფლობითი შესაწირი და ქვეყანას გააგებინეთ, რადგან ეს გიყვართ, ისრაელიანებო, – ამბობს უფალი ღმერთი. 6კბილის დასადგმელი არაფერი მოგეცით თქვენს ქალაქებში, და უპურობა მოგეცით თქვენს ადგილებზე; მაინც არ მოქცეულხართ ჩემსკენ, – ამბობს უფალი. 7წვიმაც კი შეგიწყვიტეთ მკამდე სამი თვით ადრე; ვაწვიმებდი ერთ ქალაქზე და მეორე ქალაქზე არ ვაწვიმებდი; ერთ ყანას წვიმით ვაჟიებდი, მეორე ყანა კი უწვიმრად იშრიტებოდა. 8ორი-სამი ქალაქი ერთ ქალაქში იყრიდა თავს წყლის სასმელად და ვერ იკლავდნენ წყურვილს; მაინც არ მოქცეულხართ ჩემსკენ, – ამბობს უფალი. 9მუსრი გაგავლეთ ხურვებითა და სიყვითლით; თქვენი უამრავი ბაღები და ვენახები, ლეღვი და ზეთისხილი კუტკალიამ გადაჭამა, და მაინც არ მოქცეულხართ ჩემსკენ, – ამბობს უფალი. – 10შეგყარეთ შავი ჭირი, როგორც ეგვიპტეში, მახვილით ვხოცავდი თქვენს ჭაბუკებს, ვიტაცებდი თქვენს ცხენებს, და თქვენი ბანაკების სიმყრალე თქვენს ნესტოებს მივაწვდინე; მაინც არ მოქცეულხართ ჩემსკენ, – ამბობს უფალი. – 11დაგაქციეთ, როგორც ღმერთმა დააქცია სოდომი და გომორა, და მაინც არ მოქცეულხართ ჩემსკენ, – ამბობს უფალი.#დაბ 19:24. 12ამიტომ ასე მოგექცევი, ისრაელ! და რაკი ამას დაგმართებ, გაემზადე შენი ღმერთის შესახვედრად, ისრაელ! 13რადგან, აჰა, ის, მთათა გამომსახველი და ქარის შემქმნელი, კაცისთვის მისი ფიქრის გამომცხადებელი, ნათლის ბნელად გარდამქცეველი და ქვეყნის სიმაღლეთა გადამთელავი, უფალი ცაბაოთ ღმერთია მისი სახელი!

Currently Selected:

Amos 4: ქბსვ

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in