Amos 2
2
1ასე ამბობს უფალი: სამ დანაშაულს ვაპატიებ მოაბს, მეოთხეს აღარ ვაპატიებ, რადგან ცეცხლში დაანაცრა ედომის მეფის ძვლები.#ესა 15:1—16:14; 25:10-12; იერ 48:1-47; ეზკ 25:8-11; სოფ 2:8-11. 2ცეცხლს მივცემ მოაბს და ის შთანთქავს კერიოთის დარბაზებს; მოკვდება მოაბი ღრიანცელის, საომარი ყიჟინისა და საყვირის ხმაზე. 3ამოვძირკვავ მსაჯულს მისი წიაღიდან და დავხოცავ ყველა მთავარს მასთან ერთად, – ამბობს უფალი.
4ასე ამბობს უფალი: სამ დანაშაულს ვაპატიებ იუდეას, მეოთხეს აღარ ვაპატიებ, რადგან უკუაგდო უფლის რჯული და არ იცავენ მის წესებს; რადგან გზა-კვალი აურიეს მათ ცრუღმერთებმა, რომელთაც მათი მამები მიჰყვებოდნენ. 5ცეცხლს მივცემ იუდეას და შთანთქავს იერუსალიმის დარბაზებს. 6ასე ამბობს უფალი: სამ დანაშაულს ვაპატიებ ისრაელს, მეოთხეს აღარ ვაპატიებ, რადგან ვერცხლზე ჰყიდიან მართალს და ღარიბ-ღატაკს – წყვილ ხამლად – 7ისინი არიან, რომლებიც უმწეოთა თავს მტვერსა და ნაცარში ქელავენ და გზიდან აცდენენ ბეჩავთ; შვილი და მამა ერთ ქალთან შედიან, რათა შელახონ ჩემი წმიდა სახელი. 8გირაოში წამოღებულ სამოსელზე გართხმულან ყოველ სამსხვერპლოსთან, და ბრალდებულთაგან გამოძალულ ღვინოს სვამენ თავიანთი ღმერთის სახლში. 9გავანადგურებ ამორეველს მათ წინაშე, კედარივით რომ ამაღლდა და მუხასავით რომ გაძლიერდა; გავანადგურებ მაღლა მის ნაყოფს და დაბლა მის ფესვებს.#რჯ 3:8-11. 10იმისთვის გამოგიყვანეთ ეგვიპტის ქვეყნიდან და 40 წელი გატარეთ უდაბნოში, რომ დაგემკვიდრებინათ ამორეველთა ქვეყანა. 11შენს ძეთა შორის აღვძარი წინასწარმეტყველნი, და შენს ყრმათა შორის – მოწმიდარნი. ასე არ იყო, ისრაელიანებო? – ამბობს უფალი. –#რცხ 6:1-8. 12თქვენ კი ღვინოს ასმევდით მოწმიდარებს და უბრძანებდით წინასწარმეტყველთ: ნუ წინასწარმეტყველებთო! 13აჰა, გადაგჯეგავთ, როგორც ძნით სავსე ურემი ჯეგავს, – 14მკვირცხლი დაკარგავს სირბილის უნარს და ძლიერი ძალას ვერ მოიცემს; მამაცი კაცი თავს ვერ დაიხსნის. 15მშვილდისმპყრობელი ვერ გაუძლებს, ვერც ფეხმარდი ვერ გადარჩება და ვერც მხედარი ვერ იხსნის თავს. 16მამაცთა შორის გულადიც კი შიშველი გაიქცევა იმ დღეს, – ამბობს უფალი.
Currently Selected:
Amos 2: ქბსვ
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© 2012 გაერთიენებული ბიბლიური საზოგადოებების საქართველოს წარმომადგენლობა

: