Amos 1
1
1ამოსის, თეკოაყელი მწყემსის, სიტყვები, რომლებიც ისმინა მან ისრაელის შესახებ იუდეის მეფის ყუზიას დროს და ისრაელის მეფის იერობოყამ იოაშის ძის დროს, მიწისძვრამდე ორი წლით ადრე.#4მფ 15:1-7; 2ნშ 26:1-23; 4მფ 14:23-29. 2და თქვა მან: უფალი სიონიდან იგრგვინებს და ხმას გამოსცემს იერუსალიმიდან; გადახმება სამწყემსურის საძოვრები და გადაირუჯება ქარმელის თხემი.#იოლ 3:16. 3და თქვა უფალმა: სამსა და ოთხ დანაშაულს არ ვაპატიებ დამასკოს, რადგან ცეცხლის კევრით გალეწეს გალაადი.#ესა 17:1-3; იერ 49:23-27; ზაქ 9:1. 4ცეცხლს მივცემ ხაზაელის სახლს და ცეცხლი შთანთქავს ბენ-ჰადადის დარბაზებს. 5დავლეწავ დამასკოს საკეტურებს; ამოვძირკვავ ავენის ველების მკვიდრთ და ბეთ-ყედენის სახლის კვერთხისმპყრობელს; გადაიხვეწებიან არამელნი კირში, – ამბობს უფალი. 6ასე თქვა უფალმა: სამ დანაშაულს ვაპატიებ ღაზას, მეოთხეს აღარ ვაპატიებ, რადგან მათ ყველა ტყვედ წაიყვანეს, რომ ედომისთვის გადაეცათ ისინი.#ესა 14:29-31; იერ 47:1-7; ეზკ 25:15-17; იოლ 3:4-8; სოფ 2:4-7; ზაქ 9:5-7. 7ცეცხლს მივცემ ღაზას კედლებს და ის შთანთქავს მის დარბაზებს. 8ამოვძირკვავ აშდოდის მკვიდრთ და აშკელონელ კვერთხისმპყრობელს; ყეკრონზეც შევმართავ ხელს და საბოლოოდ გაწყდება ფილისტიმელთა ნატამალი, – ამბობს უფალი. 9ასე ამბობს უფალი: სამ დანაშაულს ვაპატიებ ცორს, მეოთხეს აღარ ვაპატიებ, რადგან ტყვედ ჩაუგდეს მთელი ხალხი ედომს, აღარ გაიხსენეს ძმური აღთქმა.#ესა 23:1-18; ეზკ 26:1—28:19; იოლ 3:4-8; ზაქ 9:1-4; მთ 11:21,22; ლკ 10:13,14. 10ცეცხლს მივცემ ცორის კედლებს და ის შთანთქავს მის დარბაზებს. 11ასე ამბობს უფალი: სამ დანაშაულს ვაპატიებ ედომს, მეოთხეს აღარ ვაპატიებ, რადგან მახვილით დევნიდა თავის ძმას, ჩაიხშო ნათესაური გრძნობები, მუდამ ბრდღვინავს რისხვით და ბრაზს ინახავს გულში.#ესა 34:5-17; 63:1-6; იერ 49:7-22; ეზკ 25:12-14; 35:1-15; აბდ 1-14; მიქ 1:2-5. 12ცეცხლს მივცემ თემანს და ის შთანთქავს ბოცრას დარბაზებს. 13ასე თქვა უფალმა: სამ დანაშაულს ვაპატიებ ყამონელებს, მეოთხეს აღარ ვაპატიებ, რადგან ფატრავდნენ ორსულ ქალებს გალაადში, რომ გაეფართოვებინათ თავიანთი საზღვრები.#იერ 49:1-6; ეზკ 21:28-32; 25:1-7; სოფ 2:8-11. 14ცეცხლს მივცემ რაბას კედლებს და ის შთანთქავს მის დარბაზებს ყიჟინის ხმაზე ბრძოლის დღეს, ქარბორბალათი ქარიშხლიან დღეს. 15ტყვედ ჩავარდება მათი მეფე თავის დიდებულებთან ერთად, – ამბობს უფალი.
Currently Selected:
Amos 1: ქბსვ
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© 2012 გაერთიენებული ბიბლიური საზოგადოებების საქართველოს წარმომადგენლობა

: