Joel 4
4
1რადგან აჰა, იმ დღეებში და იმხანად იქნება, რომ შემოვაბრუნებ იუდეას და იერუსალიმს. 2შევკრებ ყველა ხალხს და ჩავიყვან იოშაფატის ველზე; იქ განვსჯი მათ ჩემი ერის გამო, ჩემი სამკვიდრო ისრაელის გამო, რომ გაფანტეს იგი წარმართთა შორის და დაინაწილეს ჩემი ქვეყანა. 3წილი ყარეს ჩემს ერზე, ყმაწვილი მეძავზე გაცვალეს, ყმაწვილქალი ღვინოზე გაყიდეს და სვამდნენ. 4რა გინდათ ჩემგან, ცორო და ციდონო, და ფილისტიმის მხარეებო? სამაგიერო ხომ არ გინდათ მომიზღათ? თუ ამას მიპირებთ, ადვილად და მალევე მოვაქცევ თქვენს თავზე თქვენსავე შურისგებას.#ესა 23:1-18; ეზკ 26:1—28:26; ამო 1:9,10; ზაქ 9:1-4; მთ 11:21,22; ლკ 10:13,14.#ესა 14:29-31; იერ 47:1-7; ეზკ 25:15-17; ამო 1:6-8; სოფ 2:4-7; ზაქ 9:5-7. 5იმის გამო, რომ ჩემი ვერცხლი და ოქრო გაქვთ წაღებული, და თქვენს ტაძრებში გაქვთ შეზიდული ჩემი რჩეული განძეული. 6ბერძნებს მიჰყიდეთ იუდეისა და იერუსალიმის შვილები, რომ მოგეშორებინათ ისინი თავიანთი საზღვრებიდან. 7აჰა, აღვძრავ მათ იმ ადგილიდან, სადაც გაყიდეთ, და თქვენს თავზე მოვაქცევ თქვენსავე შურისგებას. 8მივყიდი თქვენს ძეთა და ასულთ იუდაელთ და ისინი მიჰყიდიან მათ საბაელთ, შორეულ ხალხს, როგორც ნათქვამი აქვს უფალს. 9გამოაცხადეთ ეს ამბავი ხალხებში, განემზადეთ ომისათვის, აღძარით გმირები, რომ ფეხზე დადგეს ყველა მეომარი. 10სახნისებისაგან მახვილები გამოჭედეთ, თოხებისაგან – შუბები! უძლურმა თქვას: ძლიერი ვარო!#ესა 2:4; მიქ 4:3. 11იჩქარეთ, დაიძარით, ხალხებო, ყოველი მხრიდან და შეგროვდით! იქ მიავლინე, უფალო, შენი გმირები! 12გაიღვიძონ ხალხებმა და მიაშურონ იოშაფატის ველს, რადგან იქ დავჯდები, რომ განვსაჯო ყველა ხალხი, ვინც კი გარშემოა. 13გაამზადეთ ნამგლები, რადგან დაპურდა ყანა. წადით, ჩადით, რადგან აივსო საწნახელი, გალიცლიცდა კოდები, რადგან გამრავლდა მათი ბოროტება.#გცხ 14:14-16; გცხ 14:19,20; 19:15. 14ურდოები აწყდებიან სასჯელის ველს, რადგან ახლოვდება უფლის დღე სასჯელის ველზე. 15მზე და მთვარე დაბნელდება, ვარსკვლავებს წაერთმევათ ბრწყინვალება. 16იგრგვინებს უფალი სიონიდან და ხმას გამოსცემს იერუსალიმიდან; შეირყევა ცა და მიწა, მაგრამ უფალი დაიცავს თავის ერს და დაიფარავს ისრაელის ძეთ.#ამო 1:2.
17მაშინ მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, სიონზე, ჩემს წმიდა მთაზე, დავანებული; გახდება იერუსალიმი საწმიდარი და ვეღარასოდეს შევა იქ უცხოთესლი. 18იმ დღეს გადმოჩქეფს მთებიდან შანარი#3:18 ტკბილი ღვინო და რძე გადმოიღვრება ბორცვებიდან; და წყლით გაივსება იუდეის ყოველი ხევი, წყარო გამოვა უფლის სახლიდან და აავსებს შიტიმის ხევს. 19გაუკაცურდება ეგვიპტე და უდაბნოდ იქცევა ედომი, რადგან ჩაგრავდნენ იუდაელთ, უცოდველ სისხლს ღვრიდნენ მათ ქვეყანაში. 20უკუნისამდე დარჩება იუდეა, და თაობიდან თაობამდე – იერუსალიმი. 21ავიღებ მათ სისხლს, რაც არ ამიღია; და სიონზე დაივანებს უფალი.
Currently Selected:
Joel 4: ქბსვ
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© 2012 გაერთიენებული ბიბლიური საზოგადოებების საქართველოს წარმომადგენლობა

: