YouVersion Logo
Search Icon

1 John 1

1
1რაც იყო დასაბამიდან, რაც გვსმენია, რაც ჩვენი თვალით გვინახავს, რასაც დავკვირვებივართ და რასაც ჩვენი ხელებით შევხებივართ, სიცოცხლის სიტყვის შესახებ – #იო 1:1. 2და სიცოცხლე გამოჩნდა, და ჩვენ ვიხილეთ და ვმოწმობთ და გაუწყებთ თქვენ საუკუნო სიცოცხლეს, რომელიც იყო მამასთან და ჩვენ გამოგვეცხადა, – #იო 1:14. 3რაც გვინახავს და გვსმენია, გაუწყებთ თქვენ, რათა თქვენც გქონდეთ თანაზიარება ჩვენთან, ხოლო ჩვენი თანაზიარება არის მამასთან და მის ძესთან, იესო ქრისტესთან. 4ამას გწერთ, რომ სრულყოფილი იყოს თქვენი სიხარული.
5და ეს არის უწყება, რომელიც მოვისმინეთ მისგან და გადმოგცემთ თქვენ, რომ ღმერთი არის ნათელი და არავითარი სიბნელე არ არის მასში. 6თუ ვამბობთ, რომ თანაზიარება გვაქვს მასთან და ბნელში კი დავდივართ, ვცრუობთ და არ ვიქმთ ჭეშმარიტებას. 7ხოლო თუკი ნათელში დავდივართ, როგორც ის არის ნათელში, მაშინ თანაზიარება გვაქვს ერთმანეთთან და მისი ძის, იესოს სისხლი გვწმედს ყოველი ცოდვისაგან. 8თუ ვამბობთ, რომ არა გვაქვს ცოდვა, თავს ვიტყუებთ და ჭეშმარიტება არ არის ჩვენში. 9თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, იგი, სარწმუნო და მართალი, მოგვიტევებს ცოდვებს და განგვწმედს ყოველგვარი უკეთურებისაგან. 10თუ ვამბობთ, რომ არ შეგვიცოდავს, ცრუდ ვსახავთ მას და მისი სიტყვა არ არის ჩვენში.

Currently Selected:

1 John 1: ქბსვ

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy