YouVersion Logo
Search Icon

1 John 2

2
1ჩემო შვილებო, ამას გწერთ იმისთვის, რომ არ შესცოდოთ. ხოლო თუ ვინმე შესცოდავს, გვყავს მამის წინაშე მეოხი, მართალი იესო ქრისტე. 2ის არის ჩვენი ცოდვების გამომსყიდველი მსხვერპლი, და არა მარტო ჩვენი, არამედ მთელი ქვეყნიერების ცოდვებისა. 3იმით გავიგებთ, რომ შევიცანით ის, თუ დავიცავთ მის მცნებებს. 4ვინც ამბობს: შევიცანიო იგი, მაგრამ მის მცნებებს არ იცავს, ცრუა და არ არის მასში ჭეშმარიტება. 5ხოლო ვინც იცავს მის სიტყვას, მასში ჭეშმარიტად აღსრულებულია ღმერთის სიყვარული. ამით ვუწყით, რომ მასში ვართ. 6ვინც ამბობს, რომ მასში რჩება, ისევე უნდა იაროს, როგორც ის დადიოდა.
7საყვარელნო! გწერთ არა ახალ მცნებას, არამედ ძველ მცნებას, რომელიც დასაბამიდან გქონდათ. ძველი მცნება არის სიტყვა, რომელიც ისმინეთ. #იო 13:34. 8და მაინც, გწერთ ახალ მცნებას, რომელიც ჭეშმარიტია მასშიც და თქვენშიც. რადგან ბნელი მიდის და ჭეშმარიტი ნათელი უკვე ანათებს. 9ვინც ამბობს, რომ ნათელშია, თავისი ძმა კი სძულს, იგი აქამდე ბნელში იმყოფება. 10ვისაც თავისი ძმა უყვარს, იგი ნათელში რჩება და საცდური არ არის მასში. 11ის კი, ვისაც თავისი ძმა სძულს, ბნელში იმყოფება და ბნელში დადის, და არ იცის, საით მიდის, რადგან სიბნელემ დაუბრმავა თვალები. 12გწერთ თქვენ, შვილებო, რადგან მოგეტევათ თქვენი ცოდვები მისი სახელით. 13გწერთ თქვენ, მამებო, რადგან იცნობთ მას, რომელიც დასაბამიდანაა. გწერთ თქვენ, ჭაბუკნო, რადგან სძლიეთ ბოროტს. 14მოგწერეთ თქვენ, შვილებო, რადგან იცნობთ მამას. მოგწერეთ თქვენ, მამებო, რადგან თქვენ იცნობთ მას, ვინც დასაბამიდანაა. მოგწერეთ თქვენ, ჭაბუკნო, რადგან ძლიერნი ხართ და ღმერთის სიტყვა იმყოფება თქვენში და თქვენ სძლიეთ ბოროტს. 15ნუ შეიყვარებთ ქვეყნიერებას, ნურც იმას, რაც ქვეყნიერებაზე არის. ვისაც ქვეყნიერება უყვარს, მასში არ არის მამის სიყვარული. 16რადგან ყოველივე, რაც არის ქვეყნიერებაზე: ხორცის გულისთქმა, თვალის გულისთქმა და ქონებით სიამაყე, მამისაგან კი არ არის, არამედ ქვეყნიერებისგან. 17და გადადის ქვეყნიერება და მისი გულისთქმაც, ღმერთის ნების აღმსრულებელი კი რჩება საუკუნოდ.
18შვილებო, უკანასკნელი ჟამია და, როგორც გსმენიათ, რომ მოდის ანტიქრისტე და ახლაც მრავლად არიან ანტიქრისტეები, ამით ვიცით, რომ უკანასკნელი ჟამია. 19ისინი ჩვენგან გავიდნენ, თუმცა ჩვენიანები არ ყოფილან, რადგან ჩვენიანები რომ ყოფილიყვნენ, ჩვენთან დარჩებოდნენ. მაგრამ ამით გახდა ცხადი, რომ ყველანი არ არიან ჩვენიანები. 20თქვენ კი ცხებულება გაქვთ წმიდის მიერ და იცით ყველაფერი. 21იმიტომ კი არ გწერეთ, რომ ჭეშმარიტება არ იცით, არამედ იმიტომ, რომ იცით იგი და რომ ჭეშმარიტებისაგან არავითარი სიცრუე არ წარმოიქმნება. 22ვინ არის ცრუ, თუ არა იგი, ვინც უარყოფს, რომ იესო არის ქრისტე? ის ანტიქრისტეა, მამისა და ძის უარმყოფელი. 23ვინც ძეს უარმყოფს, მას არც მამა ჰყავს. ხოლო ვინც აღიარებს ძეს, მას ჰყავს მამაც. 24ამრიგად, დარჩეს თქვენში, რაც მოისმინეთ დასაბამიდან. და თუ დარჩება თქვენში, რაც დასაბამიდან მოისმინეთ, თქვენც დარჩებით ძეში და მამაში. 25ეს არის აღთქმა, რომელიც მან აღგვითქვა: საუკუნო სიცოცხლე. 26ეს მოგწერეთ თქვენს მაცდუნებელთა შესახებ. 27ხოლო ცხებულება, რომელიც მიიღეთ მისგან, თქვენში რჩება და არავისგან სწავლა არ გჭირდებათ, არამედ მისი ცხებულება გასწავლით ყველაფერს. ის ჭეშმარიტია და მასში არ არის სიცრუე. და როგორც ის გასწავლით, დარჩით მასში.
28ახლა კი, შვილებო, დარჩით მასში, რათა, როცა იგი გამოცხადდება, გვქონდეს გაბედულება და არ შევრცხვეთ მის წინაშე მისი მოსვლისას. 29თუ იცით, რომ იგი მართალია, ისიც იცოდეთ, რომ ყოველი სიმართლის მოქმედი მისგან არის შობილი.

Currently Selected:

1 John 2: ქბსვ

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy