YouVersion Logo
Search Icon

2 Peter 3

3
1ეს უკვე მეორე წერილია, რომელსაც გწერთ, საყვარელნო, და ორივეში შეხსენებით ვაღვიძებ თქვენს წრფელ აზრს, 2რათა გახსოვდეთ წმიდა წინასწარმეტყველთა მიერ ადრევე თქმული სიტყვები და თქვენს მოციქულთაგან გადმოცემული უფლისა და მაცხოვრის მცნებანი. 3უპირველესად იცოდეთ, რომ უკანასკნელ დღეებში მოვლენ მქირდავნი ქირდვით, საკუთარი გულისთქმებით მავალნი, #იუდ 18. 4და იტყვიან: „სად არის მისი მოსვლის აღთქმა? რადგან მას შემდეგ, რაც მამებმა განისვენეს, ყოველივე უცვლელად რჩება ქმნილების დასაბამიდან.“ 5ისინი განზრახ ივიწყებენ, რომ ძველთაგანვე ღმერთის სიტყვით არის შექმნილი ცა და მიწა, წყლისაგან და წყლის მიერ; #დაბ 1:6-9. 6და რომ მაშინდელი ქვეყნიერება წყლით წარიხოცა და მოისპო. #დაბ 7:11. 7ხოლო ახლანდელი ცა და მიწა, რომელიც იმავე სიტყვით ინახება, გამზადებულია ცეცხლისთვის უღვთო კაცთა განკითხვისა და მოსპობის დღისათვის. 8ხოლო ეს ერთი რამ არ უნდა იყოს დაფარული თქვენგან, საყვარელნო, რომ ერთი დღე უფლისათვის არის, როგორც ათასი წელი, ხოლო ათასი წელი, როგორც ერთი დღე. #ფს 90:4. 9არ აყოვნებს უფალი აღთქმულს, ზოგიერთებს რომ დაყოვნებად მიაჩნიათ, არამედ სულგრძელია თქვენდამი და არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ სურს, რომ ყველა მივიდეს მონანიებამდე. 10ხოლო უფლის დღე მოვა ქურდივით და მაშინ ზეცანი გრგვინვით გარდავლენ, ელემენტები მხურვალებით დაიშლებიან, მიწა და მისი საქმენი, რაც მასზეა, გადაიბუგება. #მთ 24:43; ლკ 12:39; 1თს 5:2; გცხ 16:15. 11თუკი ყველაფერი ასე დაიშლება, როგორი წმიდა ქცევა და ღვთისმოსაობა უნდა შეინარჩუნოთ, 12რადგან ელით და ესწრაფვით ღმერთის დღის მოსვლას, როცა ცეცხლმოდებული ცანი დაირღვევიან, ხოლო დამწვარი ელემენტები დადნებიან. 13ჩვენ კი მისი აღთქმისამებრ მოველით ახალ ცასა და ახალ მიწას, სადაც დამკვიდრებულია სიმართლე. #ესა 65:17; 66:22; გცხ 21:1. 14ამიტომ, საყვარელნო, რაკი ამას ელოდებით, იბეჯითეთ, რომ შეუბღალავნი და უბიწონი აღმოჩნდეთ მის წინაშე მშვიდობით, 15და ჩვენი უფლის სულგრძელება მიიჩნიეთ ხსნად, როგორც ჩვენმა საყვარელმა ძმამ პავლემაც მოგწერათ მისთვის მინიჭებული სიბრძნით, 16როგორც ლაპარაკობს იგი ამის შესახებ ყველა წერილში, რომლებშიც ზოგი რამ ისე ძნელად გასაგებია, რომ უმეცარნი და უმტკიცონი ამახინჯებენ სხვა წერილების მსგავსად, საკუთარი თავის დასაღუპად. 17ამგვარად, თქვენ, საყვარელნო, რაკი წინასწარ იცით, გაფრთხილდით, რომ არ აჰყვეთ ურჯულოთა ცდომილებებს და არ დაკარგოთ თქვენი სიმტკიცე, 18არამედ იზარდეთ ჩვენი უფლისა და მაცხოვრის, იესო ქრისტეს მადლსა და ცოდნაში. მისია დიდება აწ და საუკუნო დღის მიმართ. ამინ.

Currently Selected:

2 Peter 3: ქბსვ

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy