YouVersion Logo
Search Icon

Sirach (Ecclesiasticus) 49

49
1იოშიას ხსოვნა შეზავებული საკმეველია, მემირონის ხელით შეკაზმული სიტკბოებად რომ ადნება ბაგეს, როგორც თაფლი; საამო, როგორც სიმღერა ღვინის სმისას. 2წრფელი გზით იღვწოდა ხალხის მოსაქცევად და შემუსრა ურჯულოთა სიბილწე. 3უფლისკენ მიიქცა გულით და ურჯულოების ჟამს ღვთისმოსაობა განამტკიცა. 4დავითის, ეზეკიასა და იოშიას გარდა ყველამ სცოდა ცოდვით, რადგანაც დაუტევეს უზენაესის რჯული; იუდას მეფენი გადაეგნენ, 5რადგანაც სხვებს მისცეს თავიანთი რქა, და თავიანთი დიდება – უცხო ტომს. 6მტრებმა ცეცხლს მისცეს სიწმიდის რჩეული ქალაქი და გაუკაცურდა მისი გზები, 7როგორც იწინასწარმეტყველა იერემიამ, რომელიც შეურაცხყვეს, თუმცა დედის საშოშივე იკურთხა წინასწარმეტყველად, რათა ამოეძირკვა, ამოეგდო და მოესრა, მაგრამ ამასთანავე ეშენებინა და დაენერგა კიდეც. 8ეზეკიელმა იხილა დიდების ხილვა, ღმერთმა რომ უჩვენა ქერუბიმის ეტლზე. 9თავსხმით შეახსენა მას მტრები და კეთილად მოექცა სწორ გზაზე დამდგართ. 10ამოყვავილდნენ თავიანთი საფლავებიდან 12 წინასწარმეტყველის ძვლები, რადგანაც ანუგეშეს იაკობი და სარწმუნო სასოებით იხსნეს ისინი. 11როგორ ვადიდოთ ზერუბაბელი? ის იყო როგორც ბეჭედი მარჯვენა ხელზე. 12ასევე იესოც, იოსედეკის ძე: მათ თავიანთ სიცოცხლეში ააგეს სახლი და აღუმართეს უფალს წმიდა ტაძარი, საუკუნო დიდებისთვის გამზადებული. 13დიდია ხსოვნა ნეემიასიც, დაქცეული გალავანი რომ აღგვიდგინა, დაუტანა ბჭენი და საკლიტურნი და შეაკეთა ჩვენი სახლები. 14ამ ქვეყნად არავინ შობილა ენოქის მსგავსი, მიწიდან რომ იქნა ატაცებული. 15არც იოსების მსგავსი კაცი დაბადებულა, ძმების წინამძღოლი, ხალხის მეოხი. პატივი მიეგო მის ძვლებს. 16განითქვა კაცთა შორის შემისა და სეთის სახელი, მაგრამ შექმნილთაგან ადამია ყველა ცოცხალზე უმეტესი.

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in