Sirach (Ecclesiasticus) 44
44
1ახლა კი ვაქოთ სახელოვანი ვაჟკაცნი და ჩვენი მოდგმის მამა-პაპანი. 2მრავალი სასახელო რამ მოიმოქმედა უფალმა მათი მეოხებით, უკუნისიდანაა მისი სიდიადე. 3ისინი მეფობდნენ თავიანთ საბრძანებელში, ძლიერებით სახელგანთქმულნი, ბრძენი მრჩეველნი და წინასწარმეტყველებათა მაუწყებელნი; 4თათბირისას ხალხის წინამძღოლნი, მისი მოძღვარნი და ბრძნული სიტყვებით აღმზრდელნი; 5ტკბილი ჰანგების მთხზველნი და ჩაწერილ თქმულებათა წარმომთქმელნი; 6მდიდარნი და ძალმორჭმულნი, თავიანთ ჭერქვეშ მშვიდად მცხოვრებნი; 7თავიანთ თაობებში პატივდებულნი და თავიანთი დროის სიქადულნი. 8ზოგიერთმა სადიდებლად დატოვა სახელი; 9ზოგიერთისა კი სახსენებელიც არ დარჩენილა, ისე გაქრნენ, თითქოს არც ყოფილიყვნენ, ისე განქარდნენ, თითქოს არც შობილიყვნენ, ისევე, როგორც მათი შვილები. 10მაგრამ, აი, მოწყალე კაცნი, რომელთა მართალი საქმენი დავიწყებას არ მისცემია. 11მათ თესლს გადაეცა მათი სიკეთე, მათი მემკვიდრეობა – მათსავ ნაშიერთ. 12მათი შთამომავლობა აღასრულებს თავის ვალს, და მათი შვილები – მათი წყალობით. 13უკუნისამდე იქნება მათი თესლი, და მათი დიდება არ წაიშლება. 14მშვიდობით განისვენეს მათმა ცხედრებმა და თაობებში იცოცხლებს მათი სახელი. 15ხალხები მოგვითხრობენ მათ საქმეს და საკრებულო გვაუწყებს მათ ქებას.
16ენოქი ესათნოვა უფალს და ცად აყვანილ იქნა, ნიმუში სინანულისა თაობებისთვის. 17ნოე სრულყოფილი და მართალი აღმოჩნდა; რისხვის ჟამს შეწყალებულ იქნა და, როცა წარღვნა მოხდა, ნატამალად დარჩა მიწაზე. 18და მიეცა საუკუნო აღთქმა, რომ აღარცერთი ხორციელი წარიხოცებოდა წარღვნით. 19აბრაამი – დიდი მამა ხალხთა სიმრავლისა, რომელსაც ვერავინ შეედრებოდა დიდებით; 20მან დაიცვა უზენაესის რჯული და აღთქმით შეეკრა მას; თავისი ხორცით განამტკიცა აღთქმა და არ შერყევია რწმენა განსაცდელში. 21ამიტომაც ფიცით აღუთქვა უფალმა, რომ ხალხები იკურთხებოდნენ მის თესლში, რომ ქვიშასავით გაამრავლებდა და ვარსკვლავებამდე აამაღლებდა მას, რომ ზღვიდან ზღვამდე და მდინარიდან მიწის კიდემდე მისცემდა მას სამკვიდროს. 22და ისააკსაც იგივე აღუთქვა მამამისის – აბრაამის გამო; 23ყოველი ადამიანის კურთხევა და აღთქმა იაკობის თავზე დაავანა, სცნო იგი თავისი კურთხევით, მისცა სამკვიდრო; განუსაზღვრა წილხვედრი და თორმეტ ტომში დაანაწილა.
Currently Selected:
Sirach (Ecclesiasticus) 44: სბს
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013

: