Sirach (Ecclesiasticus) 43
43
1სიდიადე სიმაღლისა – წმიდა ცამყარი, ხედი ზეცისა – დიდების სახილველი. 2მზე ამოსვლისთანავე გვიცხადებს თავისი მოვლინებით, რარიგ საკვირველია უზენაესის საქმე. 3თავისი შუადღისას ახმობს ქვეყანას, და მის მცხუნვარებას წინ ვინ დაუდგება? 4ქურას ახურებენ ნაკეთობათა გამოსადნობად, მზე კი სამმაგად ბუგავს მთებს; ცეცხლის ალს აფრქვევს და თვალებსა გვჭრის სხივთა ბრწყინვალებით. 5დიდია უფალი, მისი შემოქმედი, ვისი სიტყვითაც მიმოიქცევა თავის სარბიელზე. 6მთვარეც დროულად უჩვენებს ყველას ჟამსა და საუკუნის ნიშანს. 7მთვარე გვაუწყებს დღესასწაულის ნიშანს, მისი ნათელი იკლებს გავსების შემდეგ. 8„თვე“ მისი სახელიდან მოდის. საოცარია მისი ზრდა მისივე ცვალებადობით; ციური მხედრობის საჭურველი, ცამყარზე მანათობელი. 9ცის მშვენება ვარსკვლავთა დიდებაა, სხივოსანი სამკაული უფლის ზესკნელში. 10წმიდის სიტყვით დამდგარან მწყობრად, და არ იღლებიან თავიანთ საგუშაგოზე. 11შეხედე ცისარტყელას და აკურთხე მისი შემოქმედი, რა მშვენიერია თავისი ელვარებით. 12დიდებულ რკალად გაჰკვრია ზეცას, უზენაესის ხელმა მორკალა იგი. 13თავისი სიტყვით მოავლენს თოვლს და აელვებს ელვას თავისი მსჯავრისას. 14ამისთვის გაიხსნენ საგანძურნი და ფრთოსნებივით გამოეფინენ ღრუბლები. 15თავისი სიდიადით გაამკვრივა ღრუბლები და მტვრად აქცია სეტყვის ლოდები. 16მისი მზერით ირყევიან მთები და მისი ნებით ქრის სამხრეთის ქარი. 17მისი გრგვინვის ხმა ათრთოლებს მიწას, ისევე, როგორც ჩრდილოეთის ქარიცა და გრიგალიც. 18თავქვე დაშვებული ფრთოსნებივით ჩამოჰყრის თოვლს, კალიასავით რომ ეფინება მიწას; თვალი შეჰხარის მის სისპეტაკეს და გულს აოცებს მისი ბარდნა. 19მარილივით მოაფრქვევს მიწაზე ჭირხლს, გაყინული ეკალივით რომ იჩხვლიტება. 20დაბერავს ჩრდილოეთის სუსხიანი ქარი და წყალი ყინულად იქცევა, რომელიც მოსარკავს წყალთა ყოველ შესაკრებელს და აბჯარივით შემოსავს წყალს. 21გადაჭამს მთებს, გადახრუკავს უდაბნოს და ცეცხლივით გადატრუსავს ბალახს. 22მაგრამ ყველაფერს სწრაფად კურნავს ნისლი და ჩამოყრილი ცვარი აგრილებს ხვატს. 23თავისი ბრძანებით დააცხრო უფსკრული და კუნძულებით მოფინა იგი. 24ზღვაოსნები მოგვითხრობენ იქაური განსაცდელის ამბავს, და გვაოცებს, რასაც ვისმენთ ჩვენი ყურით. 25რადგანაც იქ არის ათასგვარი უცნაურობა და საოცრება, ყოველი ჯურის ცხოველი და ზღვის ურჩხულნი. 26მისი წყალობით იგნებენ გზას მისი მაცნენი და მისივე სიტყვით წესრიგდება ყოველი. 27ბევრი რამ შეგვეძლო გვეთქვა, მაგრამ ვერ მივწვდებით მას; მოკლედ რომ მოვჭრათ, ის არის ყოველი. 28სად ვპოვოთ ძალა მის სადიდებლად? რადგანაც ყველა თავის ქმნილებას აღემატება სიდიადით. 29საშინელია უფალი და უდიადესი, საოცარია მისი ძალმოსილება. 30უფლის მადიდებელნო, როგორც შეგიძლიათ, აღამაღლეთ იგი; ის მაინც უფრო მაღლა იქნება; მოიკრიბეთ ძალა მის სადიდებლად, თუმცა ფუჭია ძალისხმევა: ვერ მისწვდებით. 31ვის უხილავს, რომ წარმოგვიჩინოს? ვის უდიდებია იმგვარად, როგორიც არის? 32ყოველივე ამაზე გაცილებით უფრო მეტი დაფარულია, ჩვენ მხოლოდ მის საქმეთა მცირე ნაწილი თუ ვიხილეთ. 33ყველაფერი უფალმა შექმნა და ღვთისმოსავებს უბოძა სიბრძნე.
Currently Selected:
Sirach (Ecclesiasticus) 43: სბს
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013

: