Sirach (Ecclesiasticus) 32
32
1თუ თამადად დაგსვეს, თავს ნუ აიმაღლებ, არამედ იყავი დანარჩენთა შორის, როგორც ერთი მათგანი, ჯერ მათზე იზრუნე და მერე დაჯექი; 2როცა ყველაფერს აღასრულებ, რაც გევალება, რათა თანამეინახეებში მოილხინო და სუფრის რიგიანი გამძღოლისათვის გვირგვინი დაიმსახურო. 3ისაუბრე, თამადას დარბაისლური სიტყვა შეშვენის, მაგრამ სიმღერას ნუკი ჩაახშობ. 4როცა გისმენენ, სიტყვას ნუ გააგრძელებ და უდროო დროს ნუ ბრძენობ. 5რაც ლალის თვალია ოქროს ბეჭედში, იგივეა ხმატკბილი სიმღერა ნადიმობისას. 6რაც ზურმუხტის ბეჭედია ოქროს ბუდეში, იგივეა საამო ჰანგი ღვინის სმისას. 7ისაუბრე, ჭაბუკო, თუ საჭიროდ თვლი; როცა შეგეკითხებიან, ორიოდე სიტყვით მიუგე. 8თქვი, რაც მთავარია, ბევრი მცირედით, იყავი როგორც მცოდნე და, იმავდროულად, მდუმარიც. 9დიდებულთა შორის ყოფნისას მათ სწორად ნუ მიიჩნევ თავს და როცა სხვა ლაპაროკობს, ენად ნუ გაიკრიფები. 10ქუხილს წინ უსწრებს ელვა, მოკრძალებულ კაცს კი – კეთილგანწყობა. 11დროულად წამოდექი, ბოლოს ნუ დარჩები; შინისკენ გაეშურე და ნუ შეყოვნდები. 12იქ შეგიძლია გაერთო და აკეთო, რაც მოგესურვება, მაგრამ გოროზი სიტყვით ნუ სცოდავ. 13ამიტომაც ადიდე შენი შემოქმედი და შენი პატივისმცემელიც.
14უფლის მოშიში ყურად იღებს შეგონებას და დილაადრიან ამდგარი წყალობას ჰპოვებს. 15რჯულით აღივსება ვინც მას მიელტვის, თვალთმაქცი კი მასში წაიფორხილებს. 16უფლის მოშიშნი სამართალს ჰპოვებენ და სანთელივით აღანთებენ მართლმსაჯულებას. 17ცოდვილი კაცი თავს აარიდებს მხილებას და შენდობასაც თავისი ნებისამებრ ჰპოვებს. 18გონიერი კაცი განსჯას არ უგულებელყოფს, უგუნურს და ქედმაღალს კი ვერ შეძრავს შიში. 19დაუფიქრებლად ნურაფერს გააკეთებ, და თუ გააკეთე, სინანულს ნუღარ მოჰყვები. 20ნუ ივლი ნანგრევებით მოფენილ გზაზე, რომ ქვას არსად წამოჰკრა ფეხი. 21სწორ გზასაც ნუ მიენდობი, 22და თვით შენს შვილებსაც უფრთხილდი. 23ყოველ საქმეში შენს სულს მიენდე: ესაა მცნებათა დაცვა. 24რჯულის მოსავი მცნებებს უფრთხილდება და უფლის მოიმედეს არ ემუქრება ვნება.
Currently Selected:
Sirach (Ecclesiasticus) 32: სბს
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013

: