Sirach (Ecclesiasticus) 33
33
1უფლის მოშიშს თავს არ დაატყდება უბედურება და თვით განსაცდელშიაც დაიხსნის ღმერთი. 2ბრძენკაცი არ შეიძულებს რჯულს, ხოლო ვინც თვალთმაქცობს მის წინაშე, გრიგალში მოხვედრილ ხომალდსა ჰგავს. 3გონიერი კაცი იწამებს რჯულს, და რჯული სარწმუნოა მისთვის, როგორც ურიმის პასუხი. 4მოამზადე სიტყვა და მოგისმენენ, შეუწონე ცოდნას და გაეცი პასუხი. 5ეტლის ბორბალია ბრიყვის გული და მბრუნავი ღერძი – მისი აზრები. 6ფიცხ ულაყსა ჰგავს მქირდავი მეგობარი: ვინც არ უნდა მოახტეს, ჭიხვინებს. 7რითი სჯობს ერთი დღე მეორეს, თუკი წელიწადის ყოველი დღე მზის სინათლითა ნათობს? 8უფლის სიბრძნემ გაყო ისინი, მან განასხვავა ალოსთავნი და დღესასწაულნი. 9ზოგი მათგანი აამაღლა და წმიდაჰყო, ზოგი კი სადაგ დღეთა რიცხვს მიაკუთვნა. 10ყოველი ადამიანი მიწისგანაა და მიწისგანვე შეიქმნა ადამიც. 11მაგრამ ყოვლისმცოდნე უფალმა დაყო ისინი და ერთმანეთისაგან განასხვავა მათი გზები. 12ზოგი მათგანი აკურთხა და აამაღლა, ზოგი წმიდაჰყო და მიიახლა, ზოგი კი დაწყევლა და დაამდაბლა და ადგილიდან დაძრა ისინი. 13როგორც თიხაა მექოთნის ხელში, როგორც უნდა, ისე რომ ზელს მას, ასეა ადამიანიც შემოქმედის ხელში, თავისი მსჯავრით რომ მიაგებს მას მისაგებელს. 14როგორც ბოროტებას უპირისპირდება სიკეთე, სიკვდილს კი – სიცოცხლე, ასევე ღვთისმოსავს – ცოდვილი. 15ასევე აღიქვი შემოქმედის ყოველი საქმე, წყვილ-წყვილად რომ იჩენენ თავს და უპირისპირდებიან ერთმანეთს. 16მე უკანასკნელმა ვიმუშაკე ფხიზლად, როგორც მცვრეველმა – მკრეფელთა კვალზე. 17უფლის კურთხევით მაინც ვიმარჯვე და მკრეფავებივით ავავსე საწნახელი. 18იცოდეთ, მხოლოდ ჩემთვის როდი დავშვერი, არამედ ყველასათვის, ვინც ცოდნას ეძებს.
19მისმინეთ, ერის მთავარნო, და საკრებულოს წინამძღვარნო, ყურად იღეთ: 20ნურც ცოლ-შვილს, ნურც ძმას და მეგობარს ნუ დაისვამ თავზე; შენს სიცოცხლეში ნუ მისცემ სხვას შენს ქონებას, თუ არ გინდა სატირლად და სანანებლად გაგიხდეს საქმე. 21სანამ ცოცხლობ და პირში სული გიდგას, ნურავის დაუთმობ შენს ადგილს. 22რადგანაც უმჯობესია შვილები გთხოვდნენ, ვიდრე შენ უყურებდე შვილებს ხელებში. 23ყველა შენს საქმეში ითავკაცე და ნუ შებღალავ შენს ღირსებას. 24შენი სიცოცხლის დამლევს და აღსასრულის ჟამს გაანაწილე მემკვიდრეობა. 25საკვები, ჯოხი და ტვირთი – სახედარს; პური, წვრთნა და საქმე კი – მსახურს. 26დაასაქმე მონა და მოისვენებ, ხელებს გაუხსნი და თავს აიშვებს. 27ხარის ქედს უღელი და აპეურები მოდრეკენ, ცბიერ მსახურს კი – ხუნდები და წყლულები. 28საქმე მიუჩინე, რომ არ გაზარმაცდეს, რადგანაც ბევრი სიავის სათავეა მცონარება. 29დაასაქმე, როგორც შეეფერება, ხოლო თუ არ დაგემორჩილა, მძიმე ბორკილები დაადე. 30მაგრამ ნურავის მოსთხოვ მეტისმეტს და ნურც განუსჯელად აკეთებ რასმე. 31თუ გყავს მსახური, შენსავით იყოს, რადგანც სისხლით გყავს შეძენილი. 32თუ გყავს მსახური, ძმასავით მოექეცი, რადგანაც დაგჭირდება, როგორც შენი სული. 33თუ შეურაცხყოფ, ადგება და გაიქცევა; სად, რომელ გზაზე დაუწყებ ძებნას?
Currently Selected:
Sirach (Ecclesiasticus) 33: სბს
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013

: