Sirach (Ecclesiasticus) 31
31
1სიფხიზლე სიმდიდრის გამო ხორცს გალევს და მასზე ზრუნვა ძილს უფრთხობს კაცს. 2ფხიზელი ზრუნვა თვალს არ მოგახუჭინებს და მძიმე სენი თეთრად გათენებინებს ღამეს. 3მდიდარი დაშვრა სიმდიდრის მოხვეჭაში და ახლა მშვიდად ტკბება თავისი კეთილდღეობით. 4ღარიბი დაშვრა ცხოვრების სიდუხჭირეში და მოსვენების ჟამსაც ღარიბად რჩება. 5ოქროს მოყვარე ვერ გამართლდება და ვისაც მოგებაზე ელევა სული, გზა-კვალი აერევა. 6მრავალი დაეცა ოქროს გულისთვის და მათსავე თვალწინ იყო მათი დაცემა. 7ოქრო მახეა მათთვის, ვისაც თვალს სჭრის, და ყველა უგუნური შიგ გაებმება. 8ნეტა იმ მდიდარს, რომელიც უბიწო დარჩა და არ დახარბებია ოქროს. 9ვინ არის? ნეტარად შევრაცხავთ, რადგანაც სასწაული მოახდინა თავის ხალხში. 10ვინ აცდუნა ოქრომ და უმწიკვლო დარჩა? ეს იყოს მისი სიქადული. ვის შეეძლო ცოდვის ჩადენა და არ ჩაიდინა? ბოროტი ექნა და არა ქნა? 11ურყევი იქნება მისი სიმდიდრე და მისი მოწყალება იუწყება საკრებულოში.
12მდიდრულ სუფრას უზიხარ? პირს ნუ დააღებ და წამოიძახებ: სუფრაც ამას ჰქვიაო. 13გახსოვდეს, არაფერია ხარბ თვალზე უკეთური, არც მასზე გაუმაძღარი შექმნილა რამე; ამიტომაც მისტირის ყველაფერს, რასაც კი ხედავს. 14საითაც გაიხედავ, ხელს ნუ გაიწვდი, რომ ლანგარზე მეზობლის ხელს არ შეეხალო. 15მოყვასზე შენი თავის მიხედვით იმსჯელე და ყველა საქმეს დაუფიქრდი. 16ჭამე, როგორც კაცს შეშვენის, რასაც გთავაზობენ, და ნუ იღმურძლები, რომ არ შეგიძულონ. 17პირველმა ანებე თავი ჭამას, ზრდილობის გამო, და ნუ იქნები ხარბი, რომ თავი დააღწიო საცთურს. 18თუ მრავალთა შორის უზიხარ სუფრას, პირველი ნუ გაიწვდი ხელს. 19ზრდილი კაცი მცირედსაც დასჯერდება, ამიტომაც არა წუხს სულთქმით თავის საწოლზე. 20ვინც ზომიერად ჭამს, ტკბილად სძინავს, ადრე დგება და მასთანაა მისივე სული. ღორმუცელას კი უძილობა, გულზიდება და მუცლის გვრემა სტანჯავს. 21სმა-ჭამამ თუ დაგამძიმა, სუფრიდან ადექი და შეისვენე. 22მისმინე, შვილო, ყური მათხოვე და ბოლოს ჩახვდები ჩემს სიტყვებს. ყველა საქმეში წინდახედულება გამოიჩინე და არანაირი სენი არ შეგეყრება. 23პურადს ბაგენი დალოცავენ და მოწმობა მისი სიკეთისა სარწმუნოა. 24პურაძვირზე ქალაქი დრტვინვას მოჰყვება და მოწმობა მისი სიძუნწისა მართებულია.
25ღვინოს ნუ მიეძალები, რადგანაც მას ბევრი დაუღუპავს. 26ფოლადის სიმტკიცეს ქურა გამოსცდის, ქედმაღალთა გულებს კი – ღვინო ჩხუბში. 27სიცოცხლისათვის სარგოა ღვინო თუ ზომიერად სვამენ; რა იქნებოდა სიცოცხლე ღვინის გარეშე? კაცთა სიხარულად შეიქმნა იგი. 28გულს ალხენს და სულს ახარებს დროულად და ზომიერად შესმული ღვინო. 29სულის სიმწარეა ბევრი ღვინის სმა, ჩხუბსა და აყალმაყალს რომ იწვევს. 30სიმთვრალე თავისდა ჭირად აშმაგებს ბრიყვს, ძალას ართმევს და თავ-პირს ულეწავს. 31ნადიმობისა და ღვინის სმისას ნუ ჰყვედრი მოყვასს, მოლხენისას ნუ შეურაცხყოფ და თხოვნით ნუ შეაწუხებ.
Currently Selected:
Sirach (Ecclesiasticus) 31: სბს
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013

: