YouVersion Logo
Search Icon

Romans 6

6
1მაშ რა ვთქვათ? დავრჩეთ ცოდვაში, რათა მადლი გამრავლდეს? არამც და არამც! 2ჩვენ, რომელნიც მოვკვდით ცოდვისათვის, როგორღა ვიცოცხლოთ მასში? 3ნუთუ არ იცით, რომ ყველანი, ვინც მოვინათლეთ ქრისტე იესოში, მის სიკვდილში მოვინათლეთ? 4ჩვენ მასთან ერთად დავიმარხეთ სიკვდილით ნათლისღებით, რათა, როგორც ქრისტე აღდგა მამის დიდებით მკვდრეთით, ჩვენც ვიაროთ სიცოცხლის განახლებით. #კლს 2:12.
5რადგან, თუ სიკვდილის მსგავსებით შევუსისხლხორცდით მას, ასევე ვიქნებით მისი აღდგომისას. 6რადგან ვიცით, რომ მასთან ერთად ჯვარს ეცვა ჩვენი ძველი ადამიანი, რათა გაუქმდეს ცოდვის სხეული და აღარ ვიყოთ ცოდვის მონები. 7რადგან, ვინც მოკვდა, ცოდვისაგან თავისუფალია. 8და თუ ჩვენ ქრისტესთან ერთად მოვკვდით, გვწამს, რომ მასთან ვიცოცხლებთ კიდეც, 9რადგან ვიცით, რომ მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე აღარ კვდება და სიკვდილი აღარ ბატონობს მასზე. 10რადგან, ის რომ მოკვდა, ცოდვისათვის მოკვდა ერთხელ, ხოლო რომ ცოცხლობს, ღმერთისათვის ცოცხლობს. 11თქვენც ასევე შერაცხეთ თქვენი თავი ცოდვისათვის მკვდრებად და ღმერთისათვის ცოცხლებად ქრისტე იესოში.
12მაშ, ნუ იმეფებს ცოდვა თქვენს მოკვდავ სხეულში მის გულისთქმათათვის დასამორჩილებად. 13ნურც მისცემთ თქვენს ასოებს ცოდვას უსამართლობის იარაღად, არამედ წარუდგინეთ ღმერთს თქვენი თავი, როგორც მკვდრეთით გაცოცხლებულებმა, და თქვენი ასოები სიმართლის იარაღად მიუძღვენით ღმერთს. 14რადგან ცოდვა ვეღარ იბატონებს თქვენზე, იმიტომ რომ თქვენ რჯულის ქვეშ კი არა, მადლის ქვეშ დგახართ.
15მაშ, რა? ხომ არ ვცოდოთ, რაკი რჯულის ქვეშ კი არა, მადლის ქვეშ ვართ? არამც და არამც! 16ნუთუ არ იცით, რომ ვისაც მისცემთ თავს მონებად მორჩილებისათვის, მისი მონები ხართ, ვისაც დაემორჩილებით: ან ცოდვისა – სასიკვდილოდ, ან მორჩილებისა – სიმართლისათვის. 17ხოლო მადლობა ღმერთს, რომ თქვენ, ადრე ცოდვის მონები, ახლა გულით დაემორჩილეთ მოძღვრების იმ სახეს, რომელსაც თქვენი თავი მიუძღვენით. 18და ცოდვისაგან გათავისუფლებულნი სიმართლის მონები გახდით. 19ადამიანურად ვამბობ თქვენი ხორცის უძლურების გამო: როგორც აძლევდით თქვენს ასოებს მონებად უწმიდურებას და ურჯულოებას ურჯულოებისთვის, ასევე ახლა გადაეცით თქვენი ასოები მონებად სიმართლეს – განსაწმედად.
20რადგან, როცა ცოდვის მონები იყავით, მაშინ თავისუფალნი იყავით სიმართლისაგან. 21მაგრამ რა ნაყოფი გქონდათ მაშინ? საქმეები, რომელთა გამო ახლა გრცხვენიათ, რადგან მათი ბოლო სიკვდილია. 22ახლა კი, როცა თავისუფლები ხართ ცოდვისაგან და ღმერთის მონები გახდით, თქვენი ნაყოფი სიწმიდეა, ხოლო ბოლო – საუკუნო სიცოცხლე. 23რადგან ცოდვის საზღაური სიკვდილია, ხოლო ღმერთის მადლი – საუკუნო სიცოცხლე ქრისტე იესოში, ჩვენს უფალში.

Currently Selected:

Romans 6: სბს

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in