1
Romans 6:23
ბიბლია
სბს
რადგან ცოდვის საზღაური სიკვდილია, ხოლო ღმერთის მადლი – საუკუნო სიცოცხლე ქრისტე იესოში, ჩვენს უფალში.
Compare
Explore Romans 6:23
2
Romans 6:14
რადგან ცოდვა ვეღარ იბატონებს თქვენზე, იმიტომ რომ თქვენ რჯულის ქვეშ კი არა, მადლის ქვეშ დგახართ.
Explore Romans 6:14
3
Romans 6:4
ჩვენ მასთან ერთად დავიმარხეთ სიკვდილით ნათლისღებით, რათა, როგორც ქრისტე აღდგა მამის დიდებით მკვდრეთით, ჩვენც ვიაროთ სიცოცხლის განახლებით.
Explore Romans 6:4
4
Romans 6:13
ნურც მისცემთ თქვენს ასოებს ცოდვას უსამართლობის იარაღად, არამედ წარუდგინეთ ღმერთს თქვენი თავი, როგორც მკვდრეთით გაცოცხლებულებმა, და თქვენი ასოები სიმართლის იარაღად მიუძღვენით ღმერთს.
Explore Romans 6:13
5
Romans 6:6
რადგან ვიცით, რომ მასთან ერთად ჯვარს ეცვა ჩვენი ძველი ადამიანი, რათა გაუქმდეს ცოდვის სხეული და აღარ ვიყოთ ცოდვის მონები.
Explore Romans 6:6
6
Romans 6:11
თქვენც ასევე შერაცხეთ თქვენი თავი ცოდვისათვის მკვდრებად და ღმერთისათვის ცოცხლებად ქრისტე იესოში.
Explore Romans 6:11
7
Romans 6:1-2
მაშ რა ვთქვათ? დავრჩეთ ცოდვაში, რათა მადლი გამრავლდეს? არამც და არამც! ჩვენ, რომელნიც მოვკვდით ცოდვისათვის, როგორღა ვიცოცხლოთ მასში?
Explore Romans 6:1-2
8
Romans 6:16
ნუთუ არ იცით, რომ ვისაც მისცემთ თავს მონებად მორჩილებისათვის, მისი მონები ხართ, ვისაც დაემორჩილებით: ან ცოდვისა – სასიკვდილოდ, ან მორჩილებისა – სიმართლისათვის.
Explore Romans 6:16
9
Romans 6:17-18
ხოლო მადლობა ღმერთს, რომ თქვენ, ადრე ცოდვის მონები, ახლა გულით დაემორჩილეთ მოძღვრების იმ სახეს, რომელსაც თქვენი თავი მიუძღვენით. და ცოდვისაგან გათავისუფლებულნი სიმართლის მონები გახდით.
Explore Romans 6:17-18
Home
Bible
Plans
Videos