Numbers 9
9
1და უთხრა უფალმა მოსეს სინაის უდაბნოში, ეგვიპტის ქვეყნიდან გამოსვლის მეორე წლის პირველ თვეს:#გამ 12:1-13. 2„უთხარი ისრაელიანთ, აღასრულონ პასექი მისთვის დაწესებულ დროს; 3ამ თვის #9:3 აბიბი (სხვაგვარად ნისანი), ებრაული კალენდრის პირველი თვე, დაახლ. შუა მარტიდან შუა აპრილამდე. მეთოთხმეტე დღეს, მწუხრის ჟამს აღასრულეთ ის, დაწესებულ დროს, ყოველი მისი წესისა და რიგის დაცვით აღასრულეთ ის.“ 4და უთხრა მოსემ ისრაელიანთ, რომ აღესრულებინათ პასექი. 5და აღასრულეს მათ პასექი პირველი თვის მეთოთხმეტე დღეს, მწუხრის ჟამს, სინაის უდაბნოში. ყველაფერი, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს, ისე აღასრულეს ისრაელიანებმა. 6და იყვნენ იქ ზოგიერთები, რომელნიც შებილწულნი იყვნენ მკვდარი ადამიანის გვამების შეხებით და არ შეეძლოთ პასექის აღსრულება იმ დღეს; და მივიდნენ ისინი მოსესა და აარონის წინაშე იმ დღეს, 7და უთხრეს მათ მას: „შებილწულნი ვართ მკვდარი ადამიანის გვამებთან შეხებით. რატომ უნდა მოვაკლდეთ და ვერ შევწიროთ შესაწირავი უფალს ისრაელიანთა შორის დანიშნულ დროს?“ 8და უთხრა მათ მოსემ: „მოიცადეთ, მოვისმენ, რას გიბრძანებთ უფალი.“
9და ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა: 10„უთხარი ისრაელიანთ: თუ ვინმე თქვენგანი ან თქვენი შთამომავალი შეიბილწება გვამებთან შეხებით, ან თუ შორეულ გზაზე იქნება, მაინც აღასრულოს პასექი უფლისა. 11მეორე თვის მეთოთხმეტე დღეს, მწუხრის ჟამს, აღასრულონ პასექი, ხმიადითა და მწარე მწვანილთ ჭამონ ის. 12არაფერი დატოვონ მისგან შეუჭმელი განთიადამდე, და მისი ძვლები არ დაამტვრიონ; აღასრულონ პასექი ყოველი წესის დაცვით.#გამ 12:46; იო 19:36. 13ხოლო ყოველი, რომელიც სუფთაა და გზად არ არის, და არ აღასრულებს პასექს, ის სული უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან, რადგან უფლის შესაწირავი არ შესწირა დანიშნულ დროს, ცოდვა დაედება მას. 14თუ იცხოვრებს თქვენთან ხიზანი და აღასრულებს უფლის პასექს, წესისა და რიგისამებრ აღასრულოს ის. ერთი წესი გქონდეთ – ხიზნისათვისაც და ქვეყნის მკვიდრთათვისაც.“
15კარვის აღმართვის დღეს ღრუბელმა დაფარა საკრებულო კარავი, და ბინდიდან განთიადამდე ცეცხლივით მოჩანდა ის კარვის თავზე. 16და ასე იყო მუდამ: ღრუბელი ფარავდა მას დღისით და ცეცხლივით ჩანდა ღამით კარავზე. 17როცა ღრუბელი კარავს ასცილდებოდა, მაშინ აიყრებოდნენ ხოლმე გზის გასადგომად ისრაელიანები. და იმ ადგილზე, სადაც ჩერდებოდა ღრუბელი, იქ დაიბანაკდებდნენ ხოლმე ისრაელიანები. 18უფლის ბრძანებით აიყრებოდნენ ხოლმე ისრაელიანები და უფლის ბრძანებითვე იბანაკებდნენ. მთელი იმ ხნის მანძილზე, რაც ღრუბელი ეფინა კარავს, ისინიც იდგნენ. 19და მაშინაც, როცა ღრუბელი დიდხანს აყოვნებდა კარავზე, ისრაელიანები ასრულებდნენ უფლის ბრძანებას და არ აიყრებოდნენ ხოლმე. 20და როდესაც ღრუბელი კარავზე რამდენიმე დღეს აყოვნებდა, ისინი უფლის ბრძანებით იბანაკებდნენ და უფლის ბრძანებითვე აიყრებოდნენ ხოლმე. 21და ისეც ხდებოდა, რომ ღრუბელი აყოვნებდა ბინდიდან განთიადამდე, და დილას აიწევდა ღრუბელი, და ისინიც აიყრებოდნენ ხოლმე. დღე იქნებოდა თუ ღამე, როცა აიწევდა ღრუბელი, ისინიც აიყრებოდნენ ხოლმე. 22თუ ორი დღე, ან თვე, ან მთელი წელი აყოვნებდა ღრუბელი კარავზე, ისრაელიანებიც იდგნენ და არ დაიძვროდნენ. და როცა აიწევდა, ისინიც აიყრებოდნენ ხოლმე. 23უფლის ბრძანებით ბანაკდებოდნენ და უფლის ბრძანებითვე აიყრებოდნენ ხოლმე, უფლის სამსახურს ასრულებდნენ. და დადიოდნენ უფლის ბრძანებით, მოსეს პირით რომ იყო გამოცხადებული.
Currently Selected:
Numbers 9: სბს
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013