Numbers 10
10
1და ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა: 2„გაიკეთე ვერცხლის ორი ბუკი, ჭედური გააკეთე ისინი, რათა გამოიყენო თემის მოსახმობად და ბანაკთა ასაყრელად. 3როდესაც ჩაჰბერავენ მათ, შეიკრიბება შენთან მთელი თემი საკრებულო კარვის შესასვლელთან. 4როდესაც ერთ ბუკს ჩაჰბერავენ, შეიკრიბებიან შენთან თავკაცები – ისრაელიანთა ათასისთავნი; 5როდესაც საგანგაშოს ჩაჰბერავთ, აიყრებიან ბანაკები, რომლებიც აღმოსავლეთით დგანან; 6როდესაც მეორედ ჩაჰბერავთ საგანგაშოს, აიყრებიან ბანაკები, რომლებიც სამხრეთით არიან დაბანაკებული. საგანგაშო უნდა ჩაჰბერონ მათ ასაყრელად. 7ხოლო როცა კრებულის შეკრება გახდება საჭირო, ჩაჰბერეთ ბუკი, მაგრამ არა საგანგაშო. 8აარონის ძეებმა – მღვდლებმა – უნდა ჩაჰბერონ ბუკები; და ეს იქნება სამუდამო წესად თქვენთვის და თქვენი მოდგმისათვის; 9როცა გახვალთ საომრად თქვენსავე ქვეყანაში მტრის წინააღმდეგ, რომელიც თქვენ გმტრობთ, მაშინ ჩაჰბერეთ ბუკებს საგანგაშოდ და გაგიხსენებთ უფალი, თქვენი ღმერთი, და გადაურჩებით თქვენს მტრებს; 10და თქვენი სიხარულის დღეს, და თქვენს დღესასწაულებზე, და თქვენს ახალმთვარობას დაჰბერეთ ბუკებს თქვენს სრულადდასაწველებზე და თქვენს სამადლობელო მსხვერპლებზე; და ეს იქნება თქვენს გასახსენებლად თქვენი ღმერთის წინაშე; მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი.“
11და მეორე წლის, მეორე თვეს, თვის მეოცე დღეს აიწია ღრუბელი საკრებულო კარვიდან. 12და აიყარნენ ისრაელიანები სინაის უდაბნოდან, და შეჩერდა ღრუბელი ფარანის უდაბნოში. 13პირველად აიყარნენ ისინი უფლის ბრძანებით, მოსემ რომ გადმოსცა. 14იუდიანთა ბანაკის დროშა პირველი დაიძრა რაზმად და რაზმად; ლაშქრას სათავეში ედგა ნახშონი, ძე ყამინადაბისა. 15და ისაქარიანთა ტომის ლაშქრის მეთაური იყო ნეთანელი, ძე ცუყარისა. 16და ზებულუნიანთა ტომის ლაშქრის მეთაური იყო ელიაბი, ძე ხელონისა.
17შემდეგ დაშალეს კარავი, და აიყარნენ გერშონიანები და მერარიანები – კარვის მზიდველნი. 18დაიძრა რეუბენის ბანაკის დროშა თავისი ლაშქრით, და მისი ლაშქარის მეთაური იყო ელიცური, ძე შედეურისა. 19სიმეონიანთა ტომის ლაშქრის მეთაური იყო შელუმიელი, ძე ცურიშადაისა. 20და გადიანთა ტომის ლაშქრის მეთაური იყო ელიასაფი, ძე რეღუელისა.
21შემდეგ აიყარნენ კოჰათიანები, საწმიდრის მზიდველნი; მათ მისვლამდე კარავი უკვე აღმართული იყო. 22და დაიძრა დროშა ეფრემიანთა ბანაკისა მათი ლაშქრით, და ლაშქრის მეთაური იყო ელიშამაყი, ძე ყამიჰუდისა. 23მანაშეანთა ტომის ლაშქრის მეთაური იყო გამალიელი, ძე ფედაცურისა. 24და ბენიამინიანთა ლაშქრის მეთაური იყო აბიდანი, ძე გედეონისა.
25ბოლოს დაიძრა დროშა დანიანთა ბანაკისა, მათი ლაშქრით – ეს ბანაკი ყოველთვის უკანასკნელი იყო; და მისი ლაშქრის მეთაური იყო ახიყეზერი, ძე ყამიშადაისა. 26აშერის ტომის ლაშქრის მეთაური იყო ფაგეყიელი, ძე ყოქრანისა. 27და ნაფთალის ძეთა ტომის ლაშქრის მეთაური იყო ახირაყი, ძე ყენანისა. 28ეს იყო ისრაელიანთა მგზავრობათა რიგი მათი ლაშქრების მიხედვით. ასე მგზავრობდნენ ისინი.
29უთხრა მოსემ ხობაბს, მოსეს სიმამრის, მიდიანელი რეღუელის ძეს: „ჩვენ მივემგზავრებით იმ ადგილისაკენ, რომელზეც უფალმა თქვა: მას მოგცემთო თქვენ. წამოდი ჩვენთან ერთად, და სიკეთეს გწევთ, რადგან უფალმა სიკეთე ილაპარაკა ისრაელზე.“ 30მაგრამ მან უპასუხა: „არ წამოვალ, მე წავალ ჩემს სამშობლო ქვეყანაში.“ 31უთხრა მოსემ: „ნუ მიგვატოვებ, რადგან შენ იცი, სად უკეთესია დაბანაკება უდაბნოში და შენ თვალი იქნები ჩვენთვის. 32თუ წამოხვალ ჩვენთან, მაშინ რა სიკეთესაც გვწევს უფალი, ჩვენც იმავეს გწევთ შენ.“
33და იარეს უფლის მთიდან სამი დღის სავალზე, და აღთქმის კიდობანი წინ მიუძღოდა მათ სამი დღის სავალზე, რათა აღმოეჩინა მათთვის დასავანებელი ადგილი. 34უფლის ღრუბელი უჩრდილებდა მათ დღისით, როცა მათი ბანაკი დაიძვროდა.
35და როდესაც დაიძვროდა კიდობანი, მოსე ამბობდა: „აღდეგ, უფალო, და გაიფანტებიან შენი მტრები და უკუიქცევიან შენი მოძულენი შენგან.“#ფს 67:2.
36და როცა ჩერდებოდა კიდობანი, მოსე ამბობდა: „დაბრუნდი, უფალო, ისრაელიანთა მრავალ ათასეულებთან.“
Currently Selected:
Numbers 10: სბს
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013