YouVersion Logo
Search Icon

Numbers 8

8
1და ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა: #გამ 25:31-40; 37:17-24. 2„დაელაპარაკე აარონს და უთხარი: როდესაც ლამპრებს აანთებ, სალამპრის წინ უნდა დაენთოს შვიდივე ლამპარი.“ 3და გააკეთა ასე აარონმა: სალამპრის წინ აანთო ლამპრები, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს. 4სალამპრე ოქროსგან იყო გამოჭედილი. ღეროდან შროშნებამდე ჭედური იყო. ისეთი გააკეთა მოსემ სალამპრე, როგორიც უჩვენა უფალმა მას.
5და ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა: 6„აიყვანე ლევიანები ისრაელიანთაგან და განწმიდე ისინი. 7და განწმედა ასე გააკეთე: აპკურე მათ განმწმედი წყალი და გაიპარსონ სამართებლით მთელი ტანი, და გაირეცხონ სამოსი, და განიწმიდებიან. 8და მოიყვანონ მოზვერი და მასთან ერთად მოიტანონ პურეულის ძღვენი ზეთში მოზელილი ხორბლის გამტკიცული ფქვილისა, და მეორე მოზვერი მოიყვანონ ცოდვის მსხვერპლად. 9მიიყვანე ლევიანები საკრებულო კარვის წინ და შეკრიბე ისრაელიანთა მთელი თემი. 10მოიყვანე ლევიანები უფლის წინაშე, და დაასხან ისრაელიანებმა ხელები ლევიანებს. 11ხოლო აარონმა აღუსრულოს შერხევის წესი ლევიანებს უფლის წინაშე ისრაელიანთაგან, რათა იტვირთონ მათ უფლის სამსახური. 12ლევიანები დაასხამენ ხელებს მოზვრებს თავზე, და შესწირე ერთი ცოდვისათვის, ხოლო მეორე სრულადდასაწველად უფლისათვის, ლევიანთა შესანდობად. 13და დააყენე ლევიანები აარონის წინაშე და მის ძეთა წინაშე, და აღასრულე მათზე შერხევის წესი უფლისათვის.
14და გამოყავი ლევიანები ისრაელიანთაგან, რათა ჩემები გახდნენ ისინი. 15მას შემდეგ ჩადგებიან ლევიანები საკრებულო კარვის სამსახურში, როცა განწმედ მათ, და შესარხევი მსხვერპლივით წარადგენ; 16რადგან მე მებოძა ისინი ისრაელიანთაგან, და მე მივიკუთვნე ისინი ყოველი საშოს გამომრღვევი პირმშოს ნაცვლად. 17რადგან ჩემია ისრაელიანთა ყოველი პირმშო, კაციდან პირუტყვამდე; მას შემდეგ, რაც მოვსპე ეგვიპტელთა ყოველი პირმშო, ჩემთვის განვიკუთვნე ისინი,#გამ 13:2. 18და ავიყვანე ლევიანები ისრაელიანთა ყოველი პირმშოს ნაცვლად 19და საჩუქრად ვუბოძე ლევიანები აარონსა და მის ძეთ ისრაელიანთაგან, რათა შეასრულონ ისრაელიანთა სამსახური საკრებულო კარავში და შენდობა მოიპოვონ ისრაელიანთათვის, რათა არ იყოს ისრაელიანთა შორის მომსრველი სენი საწმიდართან მიახლოების გამო.“
20და გააკეთეს ასე მოსემ და აარონმა და ისრაელიანთა მთელმა თემმა ლევიანთათვის. ყოველივე, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს ლევიანთა შესახებ, ისე გააკეთეს მათთვის ისრაელიანებმა. 21განიწმიდნენ ცოდვისგან ლევიანები, გაირეცხეს სამოსი, და წარადგინა ისინი აარონმა შესარხევი შესაწირავივით უფლის წინაშე; და აღასრულა შენდობა მათთვის აარონმა, რათა განეწმიდა ისინი. 22და ამის შემდეგ შევიდნენ ლევიანები თავიანთი მსახურების შესასრულებლად საკრებულო კარავში აარონის წინაშე და მის ძეთა წინაშე. როგორც უბრძანა უფალმა მოსეს, ისე მოექცნენ ისინი მათ.
23და ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა: 24„ესაა წესი ლევიანთათვის: 25 წლიდან და ზევით, შევლენ სამსახურისათვის, რათა იმსახურონ საკრებულო კარავში. 25მაგრამ 50 წლის ასაკში ისინი თავს დაანებებენ სამსახურს და აღარ იმუშავებენ. 26მათ შეუძლიათ მოეხმარონ თავიანთ ძმებს საკრებულო კარვის დაცვაში, მაგრამ ნუღარ იმსახურებენ. ასე განაგე ლევიანების მოვალეობის აღსრულების საქმე.“

Currently Selected:

Numbers 8: სბს

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

Video for Numbers 8