Matthew 23
23
1მაშინ იესომ მიმართა ხალხს და თავის მოწაფეებს, 2და თქვა: „მოსეს ტახტზე დასხდნენ მწიგნობარნი და ფარისეველნი. 3ამიტომ ყველაფერი, რის დაცვასაც ისინი მოგთხოვენ, შეასრულეთ და დაიცავით, მაგრამ მათ საქმეებს ნუ მიბაძავთ, რადგან ამბობენ და არ ასრულებენ. 4კრავენ მძიმე და ძნელად საზიდ ტვირთს და ზურგზე ჰკიდებენ ადამიანებს, თავად კი თითითაც არ სურთ მისი დაძვრა. 5ყველა თავიანთ საქმეს ადამიანთათვის საჩვენებლად აკეთებენ, იფართოებენ თავიანთ ფილაკტერიონებს და იგრძელებენ სამოსის ფოჩებს;#მთ 6:1; რჯ 6:8; რცხ 15:38. 6უყვართ სერობებზე სათავეში ჯდომა და წინა ადგილებზე – სინაგოგებში, 7და მისალმებანი მოედნებზე, რომ ადამიანებმა მიმართონ მათ: ‘რაბი!’ 8თქვენ კი ნუ გიწოდებენ რაბის, რადგან ერთია თქვენი მოძღვარი – ქრისტე და თქვენ ყველანი ძმები ხართ. 9ნურც მამას უწოდებთ ნურავის დედამიწაზე, რადგან ერთი მამა გყავთ თქვენ – ცაში. 10ნურც წინამძღოლს გიწოდებენ, რადგან ერთი გყავთ თქვენ წინამძღოლი – ქრისტე. 11უდიდესი თქვენს შორის თქვენი მსახური იყოს.#მთ 20:26,27; მრკ 9:35; 10:43,44; ლკ 22:26. 12ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება, ხოლო ვინც თავს დაიმდაბლებს – ამაღლდება.#ლკ 14:11; 18:14. 13ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომ ცათა სამეფოს კეტავთ ადამიანთა წინაშე, რადგან არც თქვენ შედიხართ და არც სხვა შემავალთ უშვებთ. 14ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რადგან ჭამთ ქვრივთა სახლებს და მოსაჩვენებლად დიდხანს ლოცულობთ. ამიტომ კიდევ უფრო დიდ სასჯელს მიიღებთ. 15ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომ შემოივლით ზღვასა და ხმელეთს, რათა ერთი ვინმე მაინც მოაქციოთ რჯულზე და როცა მოაქცევთ, გეენას ძედ ხდით, საკუთარ თავზე ორჯერ უარესად. 16ვაი თქვენ, ბრმა წინამძღოლნო, რომლებიც ამბობთ: ვინც ტაძარს დაიფიცებს, არაფერია, ხოლო ვინც ტაძრის ოქროს დაიფიცებს, ის ვალდებულიაო. 17ბრიყვებო და ბრმებო! რა უფრო დიდია: ოქრო თუ ტაძარი, რომელიც ოქროს წმედს? 18და ამბობთ: ვინც სამსხვერპლოს დაიფიცებს, არაფერია, ხოლო ვინც დაიფიცებს ძღვენს, რომელიც მასზეა, ის ვალდებულიაო. 19ბრმებო, რომელი უფრო დიდია: ძღვენი თუ სამსხვერპლო, ძღვენს რომ განწმედს? 20ამრიგად, ვინც სამსხვერპლოს იფიცებს, ის იფიცებს მას და ყველაფერს, რაც მასზეა. 21და ვინც ტაძარს იფიცებს, ის იფიცებს მასაც და მასში მყოფსაც. 22და ვინც ცას იფიცებს, ის იფიცებს ღმერთის ტახტსაც და მასზე მჯდომსაც.#ესა 66:1; მთ 5:34. 23ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომლებიც იხდით პიტნის, კამისა და ძირას მეათედს და მიატოვეთ, რაც უფრო მნიშვნელოვანია რჯულში – სამართალი, წყალობა და რწმენა. ესეც უნდა გაგეკეთებინათ და არც ის უნდა მიგეტოვებინათ.#ლევ 27:30. 24ბრმა წინამძღოლებო, კოღოს მწურავებო და აქლემის მყლაპავებო! 25ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომლებიც გარედან ასუფთავებთ სასმისსა თუ ჯამს, შიგნით კი სავსე ხართ ნატაცებით და სიხარბით. 26ბრმა ფარისეველო, ჯერ შიგნიდან გაასუფთავე სასმისი და ჯამი, რომ გარედანაც სუფთა იყოს. 27ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, შეთეთრებულ სამარხებს რომ ჰგავხართ, რომლებიც გარედან ლამაზები ჩანან, შიგნით კი სავსე არიან მკვდართა ძვლებითა და ყოველგვარი უწმიდურებით.#საქ 23:3. 28ასევე თქვენც გარეგნულად მართლები ჩანხართ ადამიანთა თვალში, შიგნით კი თვალთმაქცობით და ურჯულოებით ხართ აღვსილნი. 29ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომ აშენებთ წინასწარმეტყველთა სამარხებს და ამკობთ მართალთა ძეგლებს 30და ამბობთ: ‘ჩვენი მამების დროს რომ გვეცხოვრა, არ ვიქნებოდით მათი მოზიარენი წინასწარმეტყველთა სისხლში.’ 31ამრიგად, საკუთარი თავის შესახებ მოწმობთ, რომ წინასწარმეტყველთა მკვლელების ძენი ხართ. 32ბარემ თქვენც ბოლომდე აავსეთ თქვენი მამების საწყაული! 33იქედნეთა ნაშობო გველებო, როგორ გაექცევით გეენას სასჯელს?#მთ 3:7; 12:34; ლკ 3:7. 34ამიტომ, აჰა, მე მოგივლენთ წინასწარმეტყველთ, ბრძენთ და მწიგნობრებს. და ზოგს მოკლავთ და ჯვარს აცვამთ, ზოგს კი გაამათრახებთ თქვენს სინაგოგებში და განდევნით ქალაქიდან ქალაქში, 35რომ გეწიოთ მთელი ეს მართალი სისხლი, მიწაზე დათხეული, მართალი აბელის სისხლიდან მოყოლებული ზაქარია ბარაქიას ძის სისხლამდე, რომელიც ტაძარსა და სამსხვერპლოს შორის მოკალით.#დაბ 4:8; 2ნშ 24:20,21. 36ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ ყოველივე ეს მოეკითხება ამ თაობას.
37იერუსალიმო, იერუსალიმო, წინასწარმეტყველთა დამხოცველო და შენთან მოვლინებულთა ჩამქოლავო! რამდენჯერ მინდოდა შენი შვილების შემოკრება, როგორც ფრინველი იკრებს ფრთებქვეშ თავის ბარტყებს, მაგრამ არ ინდომეთ. 38აჰა, გრჩებათ თქვენი სახლი აოხრებული.#იერ 22:5. 39რადგან გეუბნებით თქვენ: ვეღარ მიხილავთ ამიერიდან, ვიდრე არ იტყვით: ‘კურთხეულია უფლის სახელით მომავალი!’“#ფს 118:26.
Currently Selected:
Matthew 23: სბს
Highlight
Share
Copy

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013

: