Matthew 22
22
1და მიუგო იესომ ისევ იგავით და უთხრა მათ: 2„ცათა სასუფეველი ჰგავს კაცს, მეფეს, რომელმაც ქორწილი გაუმართა თავის ძეს. 3და გაგზავნა თავისი მონები ქორწილში წვეულთა მოსაპატიჟებლად, მაგრამ მათ არ ისურვეს მოსვლა. 4კვლავ გაგზავნა სხვა მონები და უთხრა: ‘უთხარით წვეულებს: აჰა, გამზადებულია ჩემი სუფრა, ჩემი ხარები და ნასუქალი საქონელი დაკლულია, ყველაფერი მზად არის, გვეწვიეთ ქორწილში!’ 5მათ კი ყური არ ათხოვეს და ზოგი თავის ყანაში წავიდა, ზოგი თავის სავაჭროში. 6სხვებმა კი შეიპყრეს მისი მონები, შეურაცხყვეს და დახოცეს. 7მეფემ რომ გაიგო, განრისხდა, გაგზავნა თავისი რაზმი და ამოჟლიტა ის კაცისმკვლელნი, მათი ქალაქი კი ცეცხლს მისცა. 8მაშინ უთხრა თავის მონებს: ‘ქორწილი მზად არის, მაგრამ წვეულები არ იყვნენ ღირსნი. 9ამიტომ გადით გზაჯვარედინებზე და მოიწვიეთ ქორწილში ყველა, ვისაც იპოვით.’ 10და გავიდნენ მონები გზებზე და შეკრიბეს ყველა, ვინც კი იპოვეს, ბოროტი თუ კეთილი, და საქორწილო დარბაზი აივსო მეინახეებით. 11შევიდა მეფე სტუმრების სანახავად და დაინახა იქ კაცი, რომელსაც საქორწილო სამოსი არ ეცვა, 12და ეუბნება მას: ‘მეგობარო, აქ როგორ შემოხვედი, საქორწილო სამოსი რომ არ გაცვია?’ ის კი დუმდა. 13მაშინ უთხრა მეფემ თავის მსახურებს: ‘შეუკარით მაგას ხელ-ფეხი და გააგდეთ გარესკნელის ბნელში. და იქნება იქ მოთქმა და კბილთა ღრჭენა.’#მთ 8:12; 25:30; ლკ 13:28. 14რადგან წვეულნი ბევრნი არიან, რჩეულნი კი მცირედნი.“
15მაშინ ფარისევლები შეიკრიბნენ და მოითათბირეს, როგორ დაეჭირათ იგი სიტყვაზე. 16და მიუგზავნეს მას თავისი მოწაფეები ჰეროდიანებთან ერთად და უთხრეს: „მოძღვარო, ვიცით, რომ მართალი ხარ და ჭეშმარიტებით ასწავლი ღმერთის გზას და არავის ერიდები, რადგან არ უყურებ კაცთა გარეგნობას. 17მაშ, გვითხარი: როგორ ფიქრობ, უნდა ვაძლიოთ ხარკი კეისარს თუ არა?“ 18მიხვდა იესო მათ მზაკვრობას და თქვა: „რატომ მცდით, თვალთმაქცნო? 19მაჩვენეთ ხარკის მონეტა.“ და მიუტანეს მას დინარი. 20და ეუბნება მათ: „ვისია ეს სახე და წარწერა?“ 21ეუბნებიან მას: „კეისრისა!“ მაშინ უთხრა მათ: „მიეცით კეისრისა კეისარს და ღმერთისა – ღმერთს!“ 22ეს რომ გაიგონეს, გაუკვირდათ, დატოვეს იგი და წავიდნენ.
23იმ დღეს მივიდნენ მასთან სადუკეველნი, რომელნიც ამბობდნენ, რომ არ არსებობს აღდგომა და შეეკითხნენ მას:#საქ 23:8. 24„მოძღვარო, მოსემ თქვა: ‘თუ ვინმე უშვილოდ მოკვდება, მისმა ძმამ უნდა შეირთოს მისი ცოლი და აღუდგინოს ნაშიერი თავის ძმას.’#რჯ 25:5. 25გვყავდა ჩვენ შვიდი ძმა. პირველმა შეირთო ცოლი და მოკვდა. ნაშიერი არ ჰყავდა და თავისი ცოლი ძმას დაუტოვა. 26ასევე მეორემაც, მესამემაც, მეშვიდემდე. 27ყველას შემდეგ ქალიც მოკვდა. 28მაშ აღდგომის ჟამს იმ შვიდიდან ვისი ცოლი იქნება იგი? ის ხომ ყველას ჰყავდა.“ 29მიუგო იესომ და უთხრა მათ: „ცდებით, რადგან არც წერილები იცით და არც ღმერთის ძალა. 30რადგან აღდგომისას არც ცოლს ირთავენ, არც თხოვდებიან, არამედ არიან, როგორც ღმერთის ანგელოზები ცაში. 31ხოლო მკვდართა აღდგომაზე ნუთუ არ წაგიკითხავთ ღმერთისაგან თქვენთვის თქმული: 32‘მე ვარ ღმერთი აბრაამისა, ღმერთი ისააკისა და ღმერთი იაკობისა’? ღმერთი მკვდრებისა კი არაა, არამედ ცოცხლების.“#გამ 3:6. 33და ესმოდა ეს ხალხს და უკვირდა მისი მოძღვრება.
34როდესაც ფარისევლებმა გაიგეს, რომ სადუკეველები გააჩუმა, შეიკრიბნენ ერთად. 35და შეეკითხა მას ერთი მათგანი, რჯულის მცოდნე, გამოსაცდელად:#ლკ 10:25-28. 36„მოძღვარო, რომელი მცნებაა რჯულში ყველაზე დიდი?“ 37უთხრა მას: „‘შეიყვარე უფალი ღმერთი შენი, მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით.’#რჯ 6:5. 38ეს არის პირველი და ყველაზე დიდი მცნება. 39და მეორე ამის მსგავსი: ‘შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი.’#ლევ 19:18. 40ამ ორ მცნებას ემყარება მთელი რჯული და წინასწარმეტყველნი.“
41როდესაც ფარისევლები შეიკრიბნენ, იესო შეეკითხა მათ: 42„რას ფიქრობთ თქვენ ქრისტეზე? ვისი ძეა იგი?“ მათ უთხრეს: „დავითისა.“ 43ეუბნება მათ: „მაშ როგორღა უწოდებს დავითი სულით მას უფალს, როდესაც ამბობს: 44‘უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე დავამხობდე შენს მტრებს შენს ფეხთა ქვეშ?’#ფს 110:1. 45თუ დავითი უფალს უწოდებს მას, მაშ მისი ძე როგორღაა?“ 46და ვერავინ შეძლო მისთვის სიტყვის მიგება და არავის გაუბედავს იმ დღიდან შეკითხოდა მას.
Currently Selected:
Matthew 22: სბს
Highlight
Share
Copy

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013

: