Matthew 24
24
1როდესაც გამოვიდა იესო ტაძრიდან, მივიდნენ მასთან მისი მოწაფეები, და მიუთითეს ტაძრის შენობებზე. 2ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: „ხედავთ ყოველივე ამას? ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ქვა ქვაზე არ დარჩება აქ, რომ არ ჩამოიქცეს.“
3ხოლო როცა ზეთისხილის მთაზე იჯდა, მიუახლოვდნენ მას მოწაფეები განმარტოებით და უთხრეს: „გვითხარი, როდის მოხდება ეს და რა იქნება შენი მოსვლისა და ამ საუკუნის აღსასრულის ნიშანი?“ 4მიუგო იესომ და უთხრა მათ: „გაფრთხილდით, რომ არავინ შეგაცდინოთ. 5რადგან ბევრნი მოვლენ ჩემი სახელით და იტყვიან: ‘მე ვარ ქრისტე!’ და მრავალს შეაცდენენ. 6გაიგებთ ომების შესახებ და ხმებს საომარ ამბებზე. იცოდეთ, ნუ შეძრწუნდებით, რადგან ეს უნდა მოხდეს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის აღსასრული. 7რადგან აღდგება ერი ერის წინააღმდეგ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ, და იქნება შიმშილობანი, სნეულებანი და მიწისძვრანი ადგილ-ადგილ. 8ეს ყველაფერი კი მშობიარობის ტკივილების დასაწყისია. 9მაშინ გადაგცემენ სატანჯველად და დაგხოცავენ, და მოგიძულებენ ყველა ერები ჩემი სახელის გამო.#მთ 10:22. 10და მაშინ ცდუნდებიან ბევრნი, ერთმანეთს გასცემენ და შეიძულებენ ერთმანეთს. 11და მრავალი ცრუწინასწარმეტყველი აღდგება და ბევრს შეაცდენენ. 12და რაკი გამრავლდება ურჯულოება, მრავალს გაუნელდება სიყვარული. 13ბოლომდე დამთმენი კი გადარჩება.#მთ 10:22. 14და ექადაგება ეს სახარება სასუფევლის შესახებ მთელს ქვეყნიერებას ყველა ერებისთვის დასამოწმებლად და მაშინ დადგება აღსასრული.
15ამრიგად, როდესაც იხილავთ გავერანების სიბილწეს, მდგომს წმიდა ადგილზე, წინასწარმეტყველი დანიელის მიერ თქმულს – წამკითხველმა გაიგოს, –#დან 9:27; 11:31; 12:11. 16მაშინ, ვინც იუდაშია, მთებს მიაშუროს. 17ვინც ერდოზე იქნება, ნუ ჩამოვა შინიდან რაიმეს გამოსატანად.#ლკ 17:31. 18ვინც ყანაში იქნება, ნუ დაბრუნდება უკან თავისი სამოსის წასაღებად. 19ხოლო ვაი ორსულებს და მეძუძურებს იმ დღეებში! 20ილოცეთ, რომ არ მოგიხდეთ გაქცევა ზამთარში ან შაბათ დღეს. 21რადგან იქნება დიდი გასაჭირი, როგორიც არ ყოფილა სამყაროს დასაბამიდან დღემდე და აღარც არასოდეს იქნება.#დან 12:1; გცხ 7:14. 22ის დღეები რომ არ შემოკლდეს, ვერა ხორციელი ვერ გადარჩება. მაგრამ რჩეულთა გულისათვის შემოკლდება ის დღეები. 23მაშინ ვინმემ რომ გითხრათ: ‘აჰა, აქ არის ქრისტე,’ ან: ‘იქ,’ არ ირწმუნოთ. 24რადგან აღდგებიან ცრუქრისტენი და ცრუწინასწარმეტყველნი და მოახდენენ დიდ ნიშნებსა და სასწაულებს, რათა რჩეულნიც შეაცდინონ, თუკი შეძლებენ. 25აჰა, წინასწარ გითხარით თქვენ. 26თუ გეტყვიან: აჰა, ის უდაბნოშიაო, ნუ გამოხვალთ. აჰა, ის შიდა ოთახებშიაო, ნუ ირწმუნებთ.#ლკ 17:23,24. 27რადგან, როგორც ელვა გამოჩნდება ხოლმე აღმოსავლეთიდან და თვით დასავლეთამდე ანათებს, ასევე იქნება კაცის ძის მოსვლაც. 28სადაც არის მძორი, იქ გროვდებიან ორბები.#ლკ 17:37.
29და მყისვე, გასაჭირის იმ დღეების შემდგომ, მზე დაბნელდება და მთვარე აღარ გამოსცემს თავის ნათელს, ვარსკვლავები ჩამოცვივიან ციდან და ციური ძალები შეირყევა.#ესა 13:10; 34:4; იოლ 2:10; 3:15; გცხ 6:12,13; ეზკ 32:7. 30და მაშინ გამოჩნდება კაცის ძის ნიშანი ცაზე, და მაშინ მოჰყვება მოთქმას დედამიწის ყველა ტომი, და იხილავენ კაცის ძეს, ცის ღრუბლებზე მომავალს, მრავალი ძალითა და დიდებით.#დან 7:13; ზაქ 12:10-14; გცხ 1:7. 31და მოავლინებს თავის ანგელოზებს დიდხმიანი საყვირით და შეკრებენ მის რჩეულებს ოთხივე ქართაგან, ცათა ერთი კიდიდან მეორემდე.
32ლეღვისაგან ისწავლეთ მაგალითი: როცა მისი რტოები რბილდება და ფოთლებს ისხამს, იცით, რომ ახლოა ზაფხული. 33ასევე თქვენც, როცა იხილავთ ყოველივე ამას, იცოდეთ, რომ კარზეა მომდგარი. 34ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ გადავა ეს თაობა, ვიდრე ყოველივე ეს არ მოხდება. 35ცა და დედამიწა გარდავლენ, ხოლო ჩემი სიტყვები არ გარდავლენ.
36იმ დღეზე და ჟამზე კი არავინ იცის, არც ზეციურმა ანგელოზებმა, არც ძემ, არამედ მხოლოდ მამამ. 37რადგან, როგორც იყო ნოეს დღეებში, ისევე იქნება კაცის ძის მოსვლაც.#დაბ 6:5-8. 38რადგან, როგორც წარღვნამდელ დღეებში ჭამდნენ, სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ იმ დღემდე, ვიდრე ნოე კიდობანში არ შევიდა, 39და არაფერი იცოდნენ, ვიდრე წარღვნა არ მოვიდა და ყველა არ წალეკა, – ასევე იქნება კაცის ძის მოსვლაც.#დაბ 7:6-24. 40მაშინ ორნი იქნებიან მინდვრად: ერთს წაიყვანენ და ერთი დარჩება; 41ორნი დაფქვავენ დოლაბზე: ერთს წაიყვანენ და ერთი დარჩება. 42ამგვარად, ფხიზლად იყავით, რადგან არ იცით, რომელ დღეს მოვა თქვენი უფალი. 43ეს კი უწყოდეთ: სახლის პატრონმა რომ იცოდეს, რომელ სადარაჯოზე მოვა ქურდი, იფხიზლებდა და თავისი სახლის ძირს არავის გამოათხრევინებდა.#ლკ 12:39,40. 44ამიტომ თქვენც მზად იყავით, რადგან, რომელ საათზეც არ ფიქრობთ, მაშინ მოვა კაცის ძე.
45ვინ არის ერთგული და გონიერი მონა იმათგან, რომლებიც დაუყენა ბატონმა თავის სახლეულს, რომ დროულად აძლევდეს მათ საზრდოს? 46ნეტარია მონა, რომლის ბატონიც მოვა და ამგვარად მოქმედს ჰპოვებს მას. 47ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ მთელ თავის საბადებელზე დააყენებს მას. 48ხოლო თუ ეს მონა ბოროტია და თავის გულში იტყვის: ‘იგვიანებს ჩემი ბატონი,’ 49და ცემას დაუწყებს თავის თანამონებს და ლოთებთან დაიწყებს ჭამას და სმას, 50მოვა იმ მონის ბატონი იმ დღეს, როცა არ ელის, და იმ ჟამს, როცა არ უწყის, 51და შუაზე გაკვეთს მას და თვალთმაქცებთან დაუდებს წილს. და იქნება იქ გოდება და კბილთა ღრჭენა.
Currently Selected:
Matthew 24: სბს
Highlight
Share
Copy

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013

: