Matthew 21
21
1და როდესაც მიუახლოვდნენ იერუსალიმს და ბეთბაგეში მივიდნენ, ზეთისხილის მთასთან, მაშინ იესომ გაგზავნა ორი მოწაფე 2და უთხრა მათ: „წადით სოფელში, რომელიც თქვენს წინაა, და მაშინვე იპოვით დაბმულ ვირს და ჩოჩორს მასთან ერთად. აუშვით და მომიყვანეთ. 3და თუ ვინმე რამეს გეტყვით, უთხარით: ‘უფალს სჭირდება’ და მაშინვე გამოგზავნის მათ.“ 4ყოველივე ეს მოხდა, რათა აღსრულებულიყო ნათქვამი წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს: 5„უთხარით სიონის ასულს: ‘აჰა, შენი მეფე მოდის შენთან, მშვიდი და მჯდარი ვირზე და ჩოჩორზე, სახედრის ნაშიერზე.’“#ზაქ 9:9. 6მოწაფეები წავიდნენ და ისე მოიქცნენ, როგორც უბრძანა მათ იესომ. 7მოუყვანეს მას ვირი და ჩოჩორი, დაუფინეს ზედ თავიანთი სამოსი და დაჯდა მათზე. 8დიდძალი ხალხი თავის სამოსს უფენდა გზაზე. სხვები კი ხეებს რტოებს აჭრიდნენ და გზაზე უფენდნენ. 9ხოლო ხალხი, რომელიც წინ უძღოდა და უკან მისდევდა, შესძახოდა: „ოსანა დავითის ძეს! კურთხეულია უფლის სახელით მომავალი! ოსანა მაღალთა შინა!“#ფს 118:25,26. 10და როდესაც შევიდა იერუსალიმში, მთელი ქალაქი შეიძრა და ამბობდნენ: „ვინ არის ეს?“ 11ხალხი კი ამბობდა: „ეს იესოა, წინასწარმეტყველი გალილეის ნაზარეთიდან.“
12და შევიდა იესო ტაძარში და გამოყარა ყველა გამყიდველი და მყიდველი, ვინც ტაძარში იყო, და გადააყირავა ფულის მცვლელთა დახლები და მტრედების გამყიდველთა მერხები. 13და ეუბნებოდა მათ, დაწერილია: „ჩემი სახლი სამლოცველო სახლად იწოდება, თქვენ კი ავაზაკთა ბუნაგად აქციეთ იგი!“#ესა 56:7; იერ 7:11. 14და მივიდნენ მასთან ტაძარში ბრმები და კოჭლები და მან განკურნა ისინი. 15ხოლო როდესაც დაინახეს მღვდელმთავრებმა და მწიგნობრებმა სასწაულები, რომლებიც მან მოახდინა, და ბავშვები, რომლებიც ტაძარში იძახდნენ და ამბობდნენ: „ოსანა დავითის ძეს,“ – გული მოუვიდათ, 16და უთხრეს მას: „გესმის, რას ამბობენ ისინი?“ იესო ეუბნება მათ: „დიახ! ნუთუ არასოდეს წაგიკითხავთ: ‘ჩვილთა და ძუძუმწოვართა პირით განიმზადე ქება.’“#ფს 8:2. 17და დატოვა ისინი, გავიდა ქალაქიდან ბეთანიაში და ღამე იქ გაათია.
18განთიადისას, ქალაქში რომ ბრუნდებოდა, მოშივდა. 19და გზაზე ერთი ლეღვის ხე დაინახა, მივიდა ახლოს და რომ ვერაფერი იპოვა ზედ, გარდა ფოთლებისა, და უთხრა მას: „ნუღარასდროს გამოგეღოს ნაყოფი!“ და მყისვე გახმა ლეღვი. 20და დაინახეს ეს მოწაფეებმა, გაუკვირდათ და თქვეს: „რა უცებ გახმა ეს ლეღვი!“ 21მიუგო იესომ და უთხრა მათ: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ გექნებათ რწმენა და არ დაეჭვდებით, მარტო იმას კი არ გააკეთებთ, რაც ამ ლეღვს დაემართა, არამედ ამ მთას რომ უთხრათ, აიწიე და ზღვაში ჩავარდი, ასეც მოხდება.#მთ 17:20; 1კო 13:2. 22ყველაფერს, რასაც ლოცვაში რწმენით ითხოვთ, მიიღებთ.“
23და როდესაც შევიდა ტაძარში და ასწავლიდა, მივიდნენ მასთან მღვდელმთავრები და ხალხის უხუცესნი და უთხრეს მას: „რომელი ხელმწიფებით აკეთებ ამას ან ვინ მოგცა შენ ეს ხელმწიფება?“ 24მიუგო იესომ და უთხრა მათ: „მეც გკითხავთ თქვენ ერთ სიტყვას და თუ მიპასუხებთ, მაშინ მეც გეტყვით თქვენ, რომელი ხელმწიფებით ვაკეთებ ამას. 25საიდან იყო იოანეს ნათლისცემა: ზეციდან თუ კაცთაგან? ხოლო ისინი ერთმანეთთან თათბირობდნენ და ამბობდნენ: თუ ვიტყვით – ზეციდან, გვეტყვის, მაშ, რატომ არ ერწმუნეთ მას? 26ხოლო თუ ვიტყვით, კაცთაგან, ხალხისა გვეშინია, რადგან ყველას წინასწარმეტყველად მიაჩნია იოანე.“ 27და მიუგეს იესოს და უთხრეს: „არ ვიცით.“ მანაც უთხრა მათ: „არც მე გეტყვით თქვენ, რომელი ხელმწიფებით ვაკეთებ ამას.“
28აბა, რას იტყვით ამაზე: „ერთ კაცს ორი შვილი ჰყავდა. მივიდა პირველთან და უთხრა: ‘შვილო, წადი დღეს და იმუშავე ვენახში.’ 29მან მიუგო და უთხრა: ‘არ მინდა.’ ბოლოს კი ინანა და წავიდა. 30მივიდა მეორესთან და იგივე უთხრა. მან მიუგო და უთხრა: ‘წავალ, ბატონო.’ მაგრამ არ წავიდა. 31ამ ორთაგან რომელმა შეასრულა თავისი მამის ნება?“ ეუბნებიან: „პირველმა.“ ეუბნება მათ იესო: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, მებაჟეები და მეძავები თქვენზე წინ შევლენ ღმერთის სასუფეველში. 32რადგან მოვიდა თქვენთან იოანე სიმართლის გზით და არ ერწმუნეთ მას, ხოლო მებაჟეები და მეძავები ერწმუნენ. თქვენ კი იხილეთ ეს და მაინც არ შეიცვალეთ გონება, რათა გერწმუნათ იგი.#ლკ 3:12; 7:29,30.
33ისმინეთ სხვა იგავი: იყო კაცი – მამულის პატრონი, რომელმაც ვაზი ჩაყარა, გარს ღობე შემოავლო, შიგნით საწნახელი ამოკვეთა და კოშკი ააგო, მიწის მუშაკთ ჩააბარა და წავიდა.#ესა 5:1,2. 34და როდესაც რთველი მოახლოვდა, თავისი მონები გაუგზავნა მიწის მუშაკთ თავისი მოსავლის მისაღებად. 35მიწის მუშაკებმა შეიპყრეს მისი მონები. ზოგს სცემეს, ზოგი დახოცეს, ზოგი ჩაქოლეს. 36კიდევ გაუგზავნა სხვა მონები, უწინდელზე მეტი, და იმათაც ასევე მოექცნენ. 37ბოლოს თავისი ძე გაგზავნა მათთან და თქვა: ‘ჩემი ძისა მოერიდებათ.’ 38მიწის მუშაკებმა ძე რომ დაინახეს, ერთმანეთს უთხრეს: ‘ეს მემკვიდრეა, მოდით, მოვკლათ იგი და დავისაკუთროთ მისი სამკვიდრებელი!’ 39და შეიპყრეს იგი, გაიყვანეს ვენახის გარეთ და მოკლეს. 40მაშ, როდესაც მოვა ვენახის პატრონი, რას უზამს ამ მიწის მუშაკთ?“ 41ეუბნებიან მას: „ამ ბოროტებს ბოროტად დაღუპავს და ვენახს გადასცემს სხვა მიწის მუშაკთ, რომლებიც მოსავალს თავის დროზე მისცემენ.“ 42ეუბნება მათ იესო: „ნუთუ არასოდეს წაგიკითხავთ წერილებში: ‘ქვა, რომელიც მშენებლებმა დაიწუნეს, ქვაკუთხედად იქცა. უფლისაგან მოხდა ეს და საოცარია ჩვენს თვალში.’#ფს 118:22,23. 43ამიტომ გეუბნებით თქვენ, რომ წაგერთმევათ ღმერთის სასუფეველი და მიეცემა ერებს, რომლებიც გამოიღებენ მის ნაყოფს. 44და ის, ვინც ამ ქვაზე დაეცემა, დაილეწება, ხოლო ვისაც ის დაეცემა, გასრესს.“#21:44 ეს მუხლი არის მხოლოდ ზოგიერთ ხელნაწერში. 45როდესაც მოისმინეს მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა იგავი, მიხვდნენ, რომ მათზე ამბობდა. 46და ცდილობდნენ მის შეპყრობას, მაგრამ ხალხისა ეშინოდათ, რადგან წინასწარმეტყველად მიაჩნდათ იგი.
Currently Selected:
Matthew 21: სბს
Highlight
Share
Copy

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013

: