YouVersion Logo
Search Icon

Matthew 20

20
1რადგან ცათა სასუფეველი ჰგავს ადამიანს – მამულის პატრონს, რომელიც დილით ადრე გავიდა მუშაკთა დასაქირავებლად თავისი ვენახისთვის, 2მოურიგდა მუშაკებს დღეში თითო დინარად და გაისტუმრა თავის ვენახში. 3ასე მესამე საათს, გავიდა და დაინახა სხვები, მოედანზე უქმად მდგარნი. 4და უთხრა მათ: ‘წადით თქვენც ჩემს ვენახში და რაც გერგებათ, მოგცემთ.’ და ისინიც წავიდნენ. 5კიდევ გავიდა მეექვსე და მეცხრე საათს და ასევე მოიქცა. 6და ბოლოს, გავიდა მეთერთმეტე საათზე, ნახა სხვებიც მდგარნი და უთხრა მათ: ‘რას დგახართ აქ მთელ დღეს უქმად?’ 7უპასუხეს მას: ‘არავინ დაგვიქირავა ჩვენ.’ ეუბნება მათ: ‘წადით ვენახში და, რაც გერგებათ, მოგცემთ.’ 8როდესაც მოსაღამოვდა, ვენახის პატრონი ეუბნება თავის მოურავს: ‘დაუძახე მუშაკებს და გადაუხადე გასამრჯელო, უკანასკნელიდან პირველამდე.’#ლევ 19:13; რჯ 24:15. 9მივიდნენ მეთერთმეტე საათზე დაქირავებულნი და მიიღეს თითო დინარი. 10პირველად მოსულებმა იფიქრეს, რომ მეტს მიიღებდნენ, მაგრამ იმათაც თითო დინარი მიიღეს. 11და როდესაც იგივე მიიღეს, დაიწყეს დრტვინვა მამულის პატრონის მიმართ, 12და ამბობდნენ: ‘ამ უკანასაკნელებმა მხოლოდ ერთი საათი იმუშავეს და ისინი ჩვენ გაგვიტოლე, ვინც დღის სიმძიმე და სიცხე გადავიტანეთ.’ 13მან მიუგო ერთ მათგანს და უთხრა: ‘მეგობარო, მე შენ არ გჩაგრავ. განა დინარად არ გაგირიგდი? 14აიღე შენი და წადი. მე კი მინდა, ამ უკანასკნელსაც იგივე მივცე, რაც შენ. 15განა არა მაქვს უფლება, რომ ჩემი კუთვნილი ჩემი ნებისამებრ განვაგო? იქნებ შენს თვალს შურს, კეთილი რომ ვარ?’ 16ასე იქნებიან უკანასკნელნი პირველნი და პირველნი – უკანასკნელნი, რადგან წვეული ბევრია, რჩეული კი – ცოტა.“#მთ 19:30; მრკ 10:31; ლკ 13:30.
17და როდესაც იესო იერუსალიმში ადიოდა, თან გაიყოლა თორმეტნი განმარტოებით და უთხრა მათ გზაში: 18„აჰა, ჩვენ ავდივართ იერუსალიმში და კაცის ძე გადაეცემა მღვდელმთავრებსა და მწიგნობრებს, და სასიკვდილო მსჯავრს გამოუტანენ მას. 19და გადასცემენ მას წარმართებს, რომ შეაგინონ, გაამათრახონ და ჯვარს აცვან, და მესამე დღეს აღდგება.“
20მაშინ მივიდა მასთან ზებედეს ძეთა დედა თავის ვაჟებთან ერთად, თაყვანი სცა და რაღაცას ითხოვდა მისგან. 21უთხრა მას: „რა გინდა?“ ეუბნება მას: „თქვი, რომ ეს ჩემი ორი ძე დაჯდეს ერთი შენს მარჯვნივ და მეორე შენს მარცხნივ შენს სასუფეველში.“ 22მიუგო იესომ და თქვა: „არ იცით, რას ითხოვთ. შეგიძლიათ იმ სასმისის შესმა, რომელსაც მე შევსვამ?“ ეუბნებიან მას: „შეგვიძლია.“ 23ეუბნება მათ: „ჩემს სასმისს შესვამთ, მაგრამ ჩემს მარჯვნივ და მარცხნივ დაჯდომის ნება ჩემგან არ არის, არამედ ვისთვისაც გამზადებულია ჩემი მამის მიერ.“ 24ეს რომ ათმა გაიგონა, გული მოუვიდათ ორ ძმაზე. 25იესომ კი მოიხმო ისინი და უთხრა: „თქვენ იცით, რომ წარმართთა მთავარნი ბატონობენ ხალხზე და დიდებულნი ხელმწიფებენ მათზე,#ლკ 22:25,26. 26მაგრამ თქვენს შორის ასე ნუ იქნება, არამედ, ვისაც თქვენს შორის სურს იყოს უდიდესი, იყოს თქვენი მსახური.#მთ 23:11; მრკ 9:35; ლკ 22:26. 27და ვისაც თქვენს შორის პირველობა სურს, იყოს თქვენი მონა, 28ისე, როგორც კაცის ძე არ მოსულა იმისათვის, რომ ემსახურონ, არამედ იმისათვის, რომ თავად ემსახუროს და თავისი სიცოცხლე გასცეს მრავალთა გამოსასყიდად.“
29და როდესაც იერიქოდან გამოდიოდნენ, დიდძალი ხალხი მისდევდა მას. 30და აჰა, ორი ბრმა იჯდა გზის პირას და, რომ გაიგონეს, იესო აქეთ მოდისო, აყვირდნენ და ამბობდნენ: „შეგვიწყალე ჩვენ, უფალო, დავითის ძევ!“ 31ხალხი კი უწყრებოდა მათ და აჩუმებდა. ხოლო ისინი უფრო მეტად ყვიროდნენ და ამბობდნენ: „შეგვიწყალე, უფალო, დავითის ძევ!“ 32და შეჩერდა იესო, დაუძახა მათ და უთხრა: „რა გინდათ, რომ გაგიკეთოთ?“ 33უთხრეს მას: „თვალები რომ აგვიხილო, უფალო.“ 34შეებრალა იესოს ისინი და შეეხო მათ თვალებს. და მყისვე აეხილათ თვალები და გაჰყვნენ მას.

Currently Selected:

Matthew 20: სბს

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in