Matthew 11
11
1და როდესაც დაასრულა იესომ თავისი 12 მოწაფის დამოძღვრა, წავიდა იქიდან, რომ ესწავლებინა და ექადაგა მათ ქალაქებში.
2ხოლო იოანემ საპყრობილეში გაიგო ქრისტეს საქმენი და გაგზავნა თავისი ორი მოწაფე, 3რათა ეკითხათ მისთვის: „შენა ხარ ის, ვინც უნდა მოვიდეს, თუ სხვას უნდა ველოდოთ?“ 4მიუგო იესომ და უთხრა მათ: „წადით და მოახსენეთ იოანეს, რასაც ისმენთ და ხედავთ: 5ბრმები ხედავენ და ხეიბრები დადიან, კეთროვნები იწმიდებიან და ყრუებს ესმით, მკვდრები აღდგებიან და ღატაკებს ეხარებათ.#ესა 35:5,6; 61:1. 6და ნეტარია, ვინც არ დაეჭვდება ჩემში.“ 7როდესაც ისინი წავიდნენ, იესომ უთხრა ხალხს იოანეზე: „რის სანახავად გადიოდით უდაბნოში? ქარისაგან შერხეული ლერწმისა? 8მაშ, რისთვის გადიოდით, ფაფუკად შემოსილი კაცის სანახავად? ფაფუკად შემოსილები მეფეთა სასახლეებში იმყოფებიან. 9მაშ, რისთვის გადიოდით? წინასწარმეტყველის სანახავად? დიახ, გეუბნებით თქვენ: და წინასწარმეტყველზე მეტისაც. 10რადგან ეს არის ის, ვისზეც დაწერილია: ‘აჰა, მე მოვავლენ შენს წინ ჩემს ანგელოზს, რომელიც განამზადებს შენს გზას შენს წინაშე.’#მალ 3:1. 11ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: დედაკაცთაგან ნაშობთა შორის არ აღმდგარა იოანე ნათლისმცემელზე დიდი, მაგრამ ცათა სასუფეველში უმცირესი მასზე დიდია. 12იოანე ნათლისმცემლის დღეებიდან აქამდე ცათა სასუფეველი ძალისხმევით აიღება და ძალისმხმეველნი მიიტაცებენ მას.#ლკ 16:16. 13რადგან ყველა წინასწარმეტყველი და რჯული იოანემდე წინასწარმეტყველებდა. 14და თუ მიღება გსურთ, ის არის ელია, რომელიც უნდა მოვიდეს.#მალ 4:5; მთ 17:10-13; მრკ 9:11-13. 15ვისაც ყურები აქვს, ისმინოს! 16მაგრამ ვის ვამსგავო ეს თაობა? იგი წააგავს ბავშვებს, რომლებიც მოედნებზე სხედან და გასძახიან თავიანთ ამხანაგებს 17და ეუბნებიან: ‘სალამურს გიკრავდით და ვერ აგაცეკვეთ, გოდება გაგიმართეთ და არ იგლოვეთ.’ 18მოვიდა იოანე, არც ჭამს, არც სვამს, და ამბობენ: ეშმაკეულიაო. 19მოვიდა კაცის ძე, ჭამს და სვამს, და ამბობენ: ‘აჰა, კაცი, რომელიც ჭამს და ღვინოს სვამს, მებაჟეთა და ცოდვილთა მეგობარი.’ ხოლო სიბრძნე თავისი საქმეებით მართლდება.“
20მაშინ დაიწყო იესომ იმ ქალაქების ყვედრება, სადაც აღსრულდა უმეტესი მის ძალთაგან, იმის გამო, რომ არ მოინანიეს. 21„ვაი შენ, ქორაზინ, და ვაი შენ, ბეთსაიდა! რადგან ტვიროსსა და სიდონში რომ ქმნილიყო ძალნი, რომლებიც თქვენთან იქმნა, ისინი დიდი ხნის წინათ ძაძებში და ნაცარში მოინანიებდნენ.#ესა 23:1-18; ეზკ 26:1—28:26; იოლ 3:4-8; ამო 1:9,10; ზაქ 9:2-4. 22ხოლო თქვენ გეუბნებით: ტვიროსსა და სიდონს უფრო გაუადვილდებათ განსჯის დღეს, ვიდრე თქვენ. 23შენ კი, კაპერნაუმ, განა ცამდე ამაღლდები? ჯოჯოხეთამდე დაეშვები. რადგან სოდომში რომ გამოვლენილიყო ის ძალნი, შენში რომ გამოვლინდა, დღემდე იდგებოდა.#ესა 14:13-15; დაბ 19:24-28. 24ხოლო თქვენ გეუბნებით, – სოდომის მიწას უფრო გაუადვილდება სასჯელის დღეს, ვიდრე შენ.“#მთ 10:15; ლკ 10:12.
25და მაშინ მიმართა იესომ და თქვა: „გადიდებ, შენ მამაო, უფალო ცისა და მიწისაო, რადგან დაფარე ეს ბრძენთა და გონიერთაგან და განუცხადე ჩვილებს. 26დიახ, მამაო! რადგან ასეთი იყო შენი კეთილი ნება. 27ყოველივე მომეცა მე ჩემი მამის მიერ და არავინ იცნობს ძეს, გარდა მამისა. არც მამას იცნობს ვინმე, გარდა ძისა და იმისა, ვისაც ძეს სურს, რომ გამოუცხადოს.#იო 1:18; 3:35; 10:15. 28მოდით ჩემთან, ყველა მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ თქვენ. 29დაიდეთ ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, რადგან მშვიდი და გულით მდაბალი ვარ, და ჰპოვებთ სულის სიმშვიდეს.#იერ 6:16. 30რადგან ჩემი უღელი ადვილია და ჩემი ტვირთი – მსუბუქი.“
Currently Selected:
Matthew 11: სბს
Highlight
Share
Copy

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013