Leviticus 24
24
1ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა: 2„უბრძანე ისრაელის ძეთ და მოგართვან შენ სუფთად გამოხდილი ზეითუნის ზეთი, ლამპრის ასანთებად, რომ განუწყვეტლივ ენთოს ლამპარი. 3აარონმა დადგას იგი მოწმობის კიდობნის ფარდის გარეთ საკრებულო კარავში დადგას იგი აარონმა, რათა ის საღამოდან დილამდე გაუქრობლად ენთოს უფლის წინაშე; ესაა საუკუნო წესი თქვენს თაობიდან თაობამდე. 4წმიდა სალამპრეზე განალაგოს მან ლამპრები, რათა უფლის წინაშე მუდმივად ანათებდენ.
5აიღე გამტკიცული ფქვილი და გამოაცხვე მისგან 12 კვერი. ეფის ორი მეათედი იყოს თითო კვერი.#გამ 25:30. 6და დააწყვე ისინი უფლის წინაშე ორ წყებად, ექვს-ექვსი თითო წყებაში, წმიდა მაგიდაზე. 7დადე თითოეულ წყებაზე სუფთა საკმეველი. და იქნება პურთან ერთად სამახსოვრო შესაწირავი, საცეცხლო მსხვერპლი უფლისათვის. 8შაბათობით უნდა ჰქონდეთ დაწყობილი მუდმივად უფლის წინაშე. ეს არის საუკუნო აღთქმა ისრაელიანთაგან. 9ეს იყოს აარონისა და მის ძეთათათვის, და მათ უნდა ჭამონ ის წმიდა ადგილზე, რადგან ეს უწმიდესია მისთვის უფლის საცეცხლო მსხვერპლთაგან. ეს საუკუნო წესია.“#მთ 12:4; მრკ 2:26; ლკ 6:4.
10და გამოვიდა ისრაელის ძეთა შორის ისრაელიანი ქალის ძე, და იყო იგი ძე ეგვიპტელი კაცისა, და წაეჩხუბა ბანაკში ისრაელიანი ქალის ძე ისრაელიან კაცს. 11და დაწყევლა ისრაელიანი ქალის ძემ უფლის სახელი და მიიყვანეს იგი მოსესთან (და სახელი მისი დედისა იყო შელომითი, ასული დიბრისა, დანის ტომიდან). 12და ჩასვეს ის საპყრობილეში, რომ განეკითხათ უფლის ბრძანებისამებრ.
13ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა: 14„გაიყვანე დამაწყევარი ბანაკს გარეთ, და ყველამ, ვინც კი მოისმინა, დაადოს მას ხელი თავზე, და ჩაქოლოს მთელმა თემმა. 15უთხარი ისრაელიანთ: ყველა, ვინც დაწყევლის ღმერთს, ცოდვას ჩაიდენს. 16და ვინც დაგმობს უფლის სახელს, სიკვდილით მოკვდეს. ქვის ჩაქოლვით ჩაქოლოს ის მთელმა თემმა. როგორც ხიზანი, ასევე მკვიდრი, უფლის სახელის გმობისათვის უნდა მოკვდეს! 17თუ ვინმე ცემით მოკლავს კაცს, სიკვდილით მოკვდეს იგი.#გამ 21:12. 18პირუტყვის სასიკვდილოდ მცემელმა, უნდა ზღოს იგი: პირუტყვი პირუტყვის წილ. 19თუ ვინმე დაასახიჩრებს თავის მოყვასს, როგორც მან გააკეთა, ეგრევე უყონ მას. 20მოტეხილი მოტეხილის წილ, თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ; როგორც ის დაასახიჩრებს ვინმეს, ისიც ისე დაასახიჩრონ. #გამ 21:23-25; რჯ 19:21; მთ 5:38. 21პირუტყვის მოკვლელმა უნდა ზღოს იგი, ხოლო ადამიანის მკვლელი უნდა მოკვდეს. 22ერთი სამართალი გქონდეთ როგორც ხიზნისთვის, ასევე მკვიდრისთვის, რადგან მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი.“#რცხ 15:16. 23ეს უთხრა მოსემ ისრაელის ძეთ. და გაიყვანეს დამაწყევარი ბანაკს გარეთ და ქვით ჩაქოლეს. ისე გააკეთეს ისრაელიანებმა, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
Currently Selected:
Leviticus 24: სბს
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013

: