Leviticus 25
25
1ელაპარაკებოდა უფალი მოსეს სინაის მთაზე და უთხრა:#გამ 23:10,11. 2„მიმართე ისრაელიანთ და უთხარი მათ: როცა მიხვალთ იმ ქვეყანაში, რომელსაც მე გაძლევთ, დაისვენოს მიწამ უფლის შაბათს; 3ექვსი წელი თესე შენი ყანა და ექვსი წელი სხალი შენი ვენახი, და აიღე მოსავალი, 4მეშვიდე წელი კი დასვენების შაბათი იყოს მიწისთვის, შაბათი უფლისა: ყანა არ დათესო და ვენახი არ გასხლა; 5შენს სამკალზე თავისით ამოსული არ მომკა და ყურძენი შენი გაუსხლავი ვაზისა არ მოისთვლა; ეს წელიწადი დასვენებისა იყოს მიწისათვის. 6და იყოს ის თქვენს საჭმელად, რასაც მოგცემთ მიწა შაბათის წელიწადს, შენთვის და შენი მონისთვის, და შენი მხევლისთვის, და შენი მოჯამაგირისთვის, და შენი ხიზნისთვის, რომლებიც შემოხიზნული არიან შენთან. 7მთელი მიწის ნაყოფი იყოს საკვებად შენი პირუტყვისა და ნადირისთვის, რომლებიც შენს მიწაზე დადიან.
8გადაითვალე შვიდი შაბათობის წელი, შვიდჯერ შვიდი წელი, და იყოს დრო ამ შვიდი შაბათობის წლებისა 49 წელი. 9დაჰკარი ბუკს მეშვიდე თვის მეათე დღეს, შენდობის დღეს ბუკისცემით აუწყე მთელ თქვენს ქვეყანას; 10და წმიდა ჰყავით ორმოცდამეათე წელი და გაათავისუფლეთ ქვეყანაში ყველა მისი მცხოვრები. ზეიმი იყოს ეს თქვენთვის. ყველანი თქვენ-თქვენს სამკვიდრებელს დაუბრუნდით. თქვენ-თქვენს სანათესაოს დაუბრუნდით ყველანი. 11საიუბილეო იყოს თქვენთვის ეს ორმოცდამეათე წელი: არ თესოთ და არც მომკათ, რაც თავისით ამოვა, და არ დაკრიფოთ ყურძენი გაუსხლავი ვაზიდან. 12რადგან ეს იუბილეა: წმიდა იყოს ის თქვენთვის; ველიდან ჭამეთ მისი ნაყოფი.
13ამ საიუბილეო წელს თითოეული დაუბრუნდით საკუთარ სამკვიდრებელს. 14და თუ მიჰყიდი რამეს შენს თვისტომს, ან იყიდი რამეს შენი თვისტომისაგან, ნუ მოატყუებთ ერთმანეთს. 15იუბილის შემდგომი წლების ანგარიშით იყიდე შენი თვისტომისგან, და მოსავლის აღების წლების ანგარიშით უნდა მოგყიდოს. 16რაც უფრო მეტი იქნება ეს წლები, მით უფრო გაზარდე ფასი, და რაც უფრო ნაკლები იქნება ეს წლები, მით უფრო შეამცირე ფასი, რადგან მოსავლის აღების ანგარიშით მოგყიდის. 17ნუ მოატყუებთ ერთმანეთს; გეშინოდეს შენი ღმერთისა, რადგან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
18აღასრულეთ ჩემი წესები, და დაიცავით ჩემი სამართალი და აღასრულეთ ის, და იცხოვრებთ ქვეყანაზე მშვიდად; 19რადგან მოგცემთ მიწა თავის ნაყოფს, და შეჭამთ ძღომაზე, და იცხოვრებთ მშვიდად მასზე. 20თუ იკითხავთ: რა ვჭამოთო მეშვიდე წელს, თუ არ დავთესავთ და არ ავიღებთო მოსავალს? 21მე მოვავლენ ჩემს კურთხევას თქვენზე მეექვსე წელს, და იგი მოგცემთ სამი წლის მოსავალს. 22და დათესავთ მერვე წელს, მაგრამ შეჭამთ ძველი მოსავლიდან მეცხრე წლამდე. ვიდრე მოიწევა მისი მოსავალი, ჭამეთ ძველი. 23მიწა არ გაიყიდოს სამუდამოდ, რადგან მიწა ჩემია. თქვენ ხომ ჩემი ხიზნები ხართ. 24თქვენს სამკვიდრებელ მიწაზე მიწის გამოსყიდვის ნება დართეთ.
25თუ გაღარიბდება შენი ძმა და გაყიდის თავის სამკვიდრებელს, მივიდეს მისი ახლო ნათესავი მასთან და გამოისყიდოს მისი ძმის მიერ გაყიდული. 26თუ მას გამომსყიდველი არა ჰყავს, მაგრამ შემდეგ მიეცემა შესაძლებლობა და თვით ჰპოვებს გამოსყიდვის საშუალებას, 27გამოითვალოს გაყიდვიდან გასული წლები და დაუბრუნოს ნამეტი იმას, ვისაც მიჰყიდა, და თავისი სამკვიდრებელი ჩაიბაროს. 28თუ ხელი არ მიუწვდა იმაზე, რამდენიც უნდა დაუბრუნოს მას, მის მიერ გაყიდული მიწა დარჩება მყიდველის ხელში საიუბილეო წლამდე, ხოლო საიუბილეო წელს ჩამოერთმევა მას და დაუბრუნდება თავის ძველ პატრონს.
29თუ ვინმე გაყიდის საცხოვრებელ სახლს გალავნიან ქალაქში, მისი გამოსყიდვა ნებადართულია გაყიდვიდან იმ წლის დასასრულამდე. ერთი წლის განმავლობაში გამოსყიდვის ნება აქვს. 30თუ არ იქნა გამოსყიდული წლის დასასრულამდე, სახლი, რომელიც გალავნიან ქალაქშია, სამუდამოდ დარჩება მის მყიდველს და მის მოდგმას, არ ჩამოერთმევა მას საიუბილეო წელს. 31მაგრამ სოფლის სახლები, რომლებსაც არა აქვთ გალავანი, უნდა ჩაითვალოს იქაური მინდვრის თანაბრად: დასაშვებია მათი გამოსყიდვა და საიუბილეო წელს ისინი უბრუნდება ძველ პატრონს. 32ხოლო სახლები, რომლებიც ლევიანთა კუთვნილ ქალაქებშია, ყოველთვის შეიძლება გამოსყიდულ იქნას ლევიანთა მიერ. 33თუ ლევიანთაგან ვინმე არ გამოისყიდის, გაყიდული სახლი მათ სამფლობელო ქალაქში გადავა საიუბილეო წლისთვის, რადგან ლევიანთა ქალაქების სახლები მათ სამკვიდრებლად მიიღეს ისრაელიანთა შორის. 34მათი ქალაქების მიმდებარე მინდვრები არ გაიყიდება, რადგან ეს მათი საუკუნო სამკვიდრებელია.
35თუ შენი მოძმე შენს გვერდით გაღარიბდება და ფეხზე ვეღარ დადგება, დაეხმარე მას, ხიზანია იგი თუ ახალმოსახლე, და იცხოვროს შენთან.#რჯ 15:7,8. 36არ აიღო მისგან ვახში და სარგებელი და გეშინოდეს შენი ღმერთისა; და იცხოვროს შენმა მოძმემ შენთან. 37შენი ვერცხლი არ მისცე მას ვახშით და სარგებლით არ მისცე შენი პური.#გამ 22:25; რჯ 23:19,20. 38მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი, რომელმაც გამოგიყვანეთ ეგვიპტის ქვეყნიდან, რათა მოგცეთ ქანაანის ქვეყანა და ვიყო თქვენი ღმერთი.
39თუ გაღარიბდება შენი მოძმე და მოგეყიდება შენ, არ დაიმონო იგი მონური შრომით.#გამ 21:2-6; რჯ 15:12-18. 40როგორც დაქირავებული, როგორც ხიზანი იყოს ის შენთან; საიუბილეო წლამდე იმუშაოს შენთან, 41ხოლო შემდეგ წავიდეს შენგან თვითონ და ძენი მისნი მასთან ერთად. და დაუბრუნდეს თავის საგვარეულოს, და თავის მამათა სამკვიდრებელს კვლავ დაეუფლოს. 42რადგან ისინი ჩემი მონები არიან, რომელნიც გამოვიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან. არ უნდა გაიყიდონ ისინი, როგორც მონები იყიდებიან. 43არ გაბატონდე მათზე სისასტიკით და გეშინოდეს შენი ღმერთისა. 44შენი მონა და შენი მხევალი, რომლებიც გყავს, თქვენს გარშემო მყოფ ხალხებიდან იყვნენ; მათგან იყიდეთ მონა-მხევლები; 45და აგრეთვე ხიზანთა შვილებისგან, რომლებიც ხიზნობენ თქვენთან, მათგან იყიდეთ და მათი საგვარეულოსგან, რომლებიც თქვენთანაა, რომელნიც დაიბადნენ თქვენს ქვეყანაში, და ისინი იქნებიან თქვენი საკუთრება. 46მემკვიდრეობით შეგიძლიათ გადასცეთ ისინი თქვენს შვილებს თქვენს შემდეგ საკუთარ სამკვიდროდ, საუკუნოდ დაიმონებთ მათ. ხოლო თქვენს მოძმეებში, ისრაელიანთა შორის, არავინ მბრძანებლობდეს ერთმანეთზე სისასტიკით.
47თუ მწირი ან ხიზანი ქონებას შეიძენს შენთან, და შენი მოძმე გაღარიბდება მის წინაშე და მიეყიდება მწირს, შენს ხიზანს, ან მწირის საგვარეულოს შთამომავალს, 48გაყიდვის შემდეგ შეიძლება მისი გამოსყიდვა, ერთ-ერთმა მის მოძმეთაგანმა გამოისყიდოს ის, 49ან ბიძამისმა, ან მისმა ბიძაშვილმა გამოისყიდოს ის; ან ვინმემ მისი სანათესაოდან უნდა გამოისყიდოს ის; ან, თუ შესაძლებლობა მიეცემა, თავად გამოისყიდოს თავი. 50უანგარიშოს თავის მყიდველს იმ წლიდან, როდესაც მიეყიდა, საიუბილეო წლამდე. და ვერცხლი მისი ნასყიდობისა განაწილდეს წლების რიცხვზე. როგორც დროებით დაქირავებული, ისე იყოს მასთან. 51თუ კიდევ რჩება მრავალი წელი, მაშინ მათი რაოდენობის მიხედვით დააბრუნოს თავისი ნასყიდობის ვერცხლი. 52და თუ მცირე ხანი დარჩა საიუბილეო წლამდე, მაშინ დაითვალოს წელთა რაოდენობა და მის მიხედვით დააბრუნოს თავისი გამოსასყიდი. 53როგორც დაქირავებული, ისე იყოს იგი მასთან წლიდან წლამდე, და არ მბრძანებლობდნენ მასზე სისასტიკით შენს თვალწინ. 54და თუ არ იქნა გამოსყიდული ამგვარად, მაშინ საიუბილეო წელს გავიდეს თავისუფალი თვითონ და მისი შვილები მასთან ერთად, 55რადგან ჩემი მონები არიან ისრაელიანები; ისინი ჩემი მონები არიან, რომელნიც მე გამოვიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან. მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი.
Currently Selected:
Leviticus 25: სბს
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013

: