Leviticus 23
23
1ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა: 2„მიმართე ისრაელიანთ და უთხარი მათ: ეს არის უფლის დღესასწაულები, რომლებსაც თქვენ უნდა უწოდოთ წმიდა შეკრებილობები; ეს არის ჩემი დღესასწაულები.
3ექვსი დღე აკეთე საქმე და მეშვიდე დღე კი შაბათია, დღე სრული დასვენებისა, წმიდა შეკრებილობისა. არავითარი საქმე არ აკეთოთ. ეს არის უფლის შაბათი ყველგან, სადაც თქვენ ცხოვრობთ.#გამ 20:8-10; 23:12; 31:15; 34:21; 35:2; რჯ 5:12-14.
4ესენია უფლის დღესასწაულები, წმიდა შეკრებილობები, რომლებიც უნდა გამოაცხადოთ თავ-თავის დროზე: 5პირველი თვის მეთოთხმეტე დღეს დაბინდებისას – უფლის პასექია.#გამ 12:1-13; რჯ 16:1,2. 6და ამავე თვის მეთხუთმეტე დღეს უფუარობის დღესასწაულია უფლისათვის; შვიდი დღე ჭამეთ უფუარი.#გამ 12:14-20; 23:15; 34:18; რჯ 16:3-8. 7პირველ დღეს#23:7 იგულისხმება იმ კვირის პირველი დღე. წმიდა შეკრებილობა გქონდეთ. არავითარი საქმე არ აკეთოთ. 8მიართვით უფალს საცეცხლო მსხვერპლი შვიდი დღის განმავლობაში. მეშვიდე დღეს კი კვლავ წმიდა შეკრებილობა გქონდეთ; არავითარი საქმე არ აკეთოთ.“
9უთხრა უფალმა მოსეს: 10„მიმართე ისრაელიანთ და უთხარი მათ: როცა მიხვალთ იმ ქვეყანაში, რომელსაც მე გაძლევთ, და მომკით იქ სამკალს, თქვენი სამკალის პირველი ძნა მღვდელს მიართვით. 11და აღმართავს იგი ძნას უფლის წინაშე თქვენი წყალობისათვის. ეს გააკეთოს მღვდელმა ახლო შაბათის მეორე დღეს. 12შესწირეთ ძნის აღმართვის დღეს უმანკო წელგამოვლილი კრავი სრულადდასაწველად უფლისთვის, 13და მასთან პურეულის ძღვენი: ეფის ორი მეათედი ხორბლის გამტკიცული ფქვილი, ზეთში აზელილი, უფლისთვის საცეცხლო შესაწირად, კეთილსურნელებად და მასთან ერთად ჰინის მეოთხედი საღვრელი ღვინო. 14არ ჭამოთ არც პური, არც მოხალული და არც ახალი მარცვლეული იმ დღემდე, ვიდრე არ მიართმევთ ამ ძღვენს თქვენს ღმერთს. ეს არის საუკუნო წესი თაობიდან თაობამდე, ყოველ თქვენს საცხოვრებელში.
15გადაითვალეთ დღესასწაულის მეორე დღიდან, თქვენს მიერ აღმართვის ძნის მიტანის დღიდან, შვიდი სრული კვირა.#გამ 23:16; 34:22; რჯ 16:9-12. 16ორმოცდამეათე დღეს – იმ დღეს, რომელიც მოსდევს მეშვიდე შაბათს, მიართვით უფალს ახალი პურეულის ძღვენი. 17თქვენ-თქვენი საცხოვრებლებიდან მიიტანეთ ორ-ორი პური აღსამართავად, რომელიც ეფის ორი მეათედი წმიდა პურის გამტკიცული ფქვილისგან უნდა იყოს გამომცხვარი და საფუარით გაფუებული, როგორც პირველნაყოფი უფლისათვის. 18შესწირეთ პურის გარდა შვიდი წელგამოვლილი კრავი, უმანკო, და ერთი მოზვერი, და ორიც ვერძი – ეს იქნება სრულადდასაწველი უფლისათვის, და პურეულის ძღვენი და მასთან ერთად საღვრელი, საცეცხლო მსხვერპლად, უფლისათვის კეთილსურნელებად. 19და მოამზადეთ ერთი თიკანი ცოდვის მსხვერპლად და ორი წელგამოვლილი კრავი სამშვიდობო მსხვერპლად. 20მღვდელმა უნდა მიიტანოს ის და შეარხიოს უფლის წინაშე, პირველნაყოფთა შესარხევ პურთან და კრავთან და თიკანთან ერთად, ეს იქნება უფლისათვის სიწმიდედ; ის მის მიმტან მღვდელს ეკუთვნის. 21მოიწვიეთ ხალხი ამ დღეს. წმიდა შეკრებილობა იყოს თქვენთვის. არავითარი საქმე არ გააკეთოთ. ეს არის საუკუნო წესი თქვენს ყოველ საცხოვრებელში თქვენს თაობიდან თაობამდე.
22და როცა მომკით თქვენი მიწისას სამკალს, არ მომკოთ თქვენი ყანის კიდემდე, და თქვენს ნამკალში ჩაბნეული თავთავი არ აკრიფოთ: ღარიბს და ხიზნებს დაუტოვეთ; მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი.“#ლევ 19:9,10; რჯ 24:19-22.
23და ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა: 24„უთხარი ისრაელიანთ: მეშვიდე თვეს, თვის პირველი დღე იყოს თქვენთვის დასვენების დღე, ბუკისცემის გახსენების დღე – წმიდა შეკრებილობილობა. 25არავითარი საქმე არ გააკეთოთ და შესწირეთ საცეცხლო მსხვერპლი უფალს.“
26და ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:#ლევ 16:29-34. 27„მეშვიდე თვის მეათე დღეს, შენდობის დღეს, წმიდა შეკრებილობა გქონდეთ. დაიმდაბლეთ სული, და შესწირეთ საცეცხლო მსხვერპლი უფალს. 28არავითარი საქმე არ აკეთოთ თვის ამ დღეს, რადგან შენდობის დღეა თქვენს შესანდობად უფლის, თქვენი ღმერთის, წინაშე. 29ხოლო ყოველი, ვინც არ დაიმდაბლებს თავს ამ დღეს, მოისპობა თავისი ხალხიდან. 30და ყველას, ვინც გააკეთებს რაიმე საქმეს ამ დღეს, მოვსპობ მისი ხალხის წიაღიდან. 31არავითარი საქმე არ გააკეთოთ. ეს უნდა იყოს საუკუნო წესად თქვენს თაობიდან თაობამდე, ყველგან, სადაც თქვენ ცხოვრობთ. 32ეს არის დასვენების შაბათი თქვენთვის, და დაიმდაბლეთ თავი. თვის მეცხრე დღეს საღამოს; საღამოდან მომდევნო საღამომდე იუქმეთ თქვენი შაბათი.“
33და ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:#რჯ 16:13-15. 34„უთხარი ისრაელიანთ: ამავე მეშვიდე თვის მეთხუთმეტე დღეს კარვობის დღესასწაულია, შვიდი საუფლო დღის განმავლობაში. 35პირველ დღეს წმიდა შეკრებილობაა. არავითარი საქმე არ გააკეთოთ. 36შვიდი დღე სწირეთ საცეცხლო მსხვერპლი უფალს; მერვე დღეს წმიდა შეკრებილობა გქონდეთ და შესწირეთ საცეცხლო მსხვერპლი უფალს. სადღესასწაულო ზეიმია ეს, არავითარი საქმე არ გააკეთოთ ამ დღეს.
37ესენია უფლის დღესასწაულები, რომლებიც თქვენ უნდა დანიშნოთ წმიდა შეკრებილობებისათვის, რათა საცეცხლო მსხვერპლი მიართვათ უფალს; სრულადდასაწველი, პურეულის ძღვენი, საკლავი მსხვერპლები და საღვრელი – თითოეული თავის დღეს, 38გარდა საუფლო შაბათებისა, გარდა თქვენი ძღვენისა, გარდა შეთქმული შესაწირავისა და გარდა ნებაყოფლობითი მისატანისა, რომელიც უფალთან მოგაქვთ ხოლმე.
39ხოლო მეშვიდე თვის მეთხუთმეტე დღეს, როცა თქვენ აიღებთ მიწის მოსავალს, იდღესასწაულეთ უფლის დღესასწაული შვიდ დღეს. პირველ დღეს დასვენებაა და მერვე დღესაც დასვენებაა. 40აიღეთ თქვენთვის პირველ დღეს ნაყოფი კეთილი ხისა, ფინიკის, ტირიფისა და ძეწნის რტოები, და იმხიარულეთ უფლის, თქვენი ღმერთის წინაშე შვიდი დღე. 41და იდღესასწაულეთ ეს დღესასწაული უფლისათვის წელიწადში შვიდ დღეს. ეს საუკუნო წესია თქვენს თაობიდან თაობამდე. მეშვიდე თვეში იდღესასწაულეთ იგი. 42კარვებში იცხოვრეთ შვიდი დღე. ისრაელის ყოველმა მკვიდრმა იცხოვროს კარავში, 43რათა იცოდნენ თქვენმა თაობებმა, რომ კარვებში დავამკვიდრე ისრაელის ძენი, როცა გამოვიყვანე ისინი ეგვიპტის ქვეყნიდან; მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი.“
44ასე გამოუცხადა მოსემ უფლის დღესასწაულების შესახებ ისრაელის ძეთ.
Currently Selected:
Leviticus 23: სბს
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013

: